ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი სიგნალია “

“ინდივიდუალურობა” – ეს ის სიტყვაა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან გაიცვითა, თუმცა “იუვენტუსის” მიერ გუშინ ნაჩვენებ თამაშში სწორედ რომ “ბიანკონერების” განსაკუთრებულობა იგრძნობოდა. ეს იგრძნო ჯიორჯო კიელინიმაც, კარის მშრალად შენახვაში ბუფონთან ერთად, მისი წვლილიც დიდია: ” ამ გამარჯვების შემდეგ საკუთარი ძალებისა და წარმატებული სეზონის რწმენა სულ უფრო და უფრო იზრდება. დღეს ბევრი პრობლემა შეგვექმნა და, შესაძლოა, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, თუმცა ასეთ შეხვედრებში გამარჯვება მნიშვნელოვანი სიგნალია. იმავეს “სან პაულოზე” განმეორება ჩვენი ზრდის კიდევ უფრო დიდი დასტური იქნება, სამშაბათს ისეთივე განწყობით გავალთ მოედანზე, როგორც “ლაციოსთან”. მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოო მიზნებზე საუბარი ჯერ ისევ ადრეა. სამუშაო ბევრი გვაქვს, ამ დღეებს სწორედ აქ დაშვებულ შეცდომებზე ანალიზში გავატრებთ, რათა ისინი მომავალში აღარ განმეორდეს. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ჯოჯრო მართლაც შედის ფორმაში!!! მძლავრად გამოიყურება.. იმედია მთელი წელი შეინარჩუნებს ფორმას

giorgi kodua
12 years ago

მეც გილოცავთ ყველას ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! აი ნაპილიც თუ მივაყოლეთ ზედ მერე უკვე დავიჯერებ რომ წელს სკუდენტოს ვერავინ შეგვეცილება :-D სამშაბათს გადამწყვეტი თამაში იქნება! პეპე ჩამოყალიბდა როგორც გუნდის ლიდერი და ძალიან მიხარია :forza: ლაციო ძალიან ძლიერი კოლექტივია და ეს ედი რეიას დამსახურებააა!

goglikaa
12 years ago

გილოცავთ ყველას კაი იყო, ზაან მნიშვნელოვანი ქულებია და რაც ყველაზე მთავარია სუ სხვა იუვეა იმასთან შედარებით რაც ბოლო წლებში იყო, მარა ერთი პრობლემაა მაინც არანაერი როტაცია არაა გუნდში და ეგრე არ უნდა იყოს მაქსიმალურად ყველა უნდა გამოიყენოს კონტემ ელია, ესტი, დელ პიერო და კუალიზე ვამბობ, თორე სეზონი დიდია და გაუჭირდება ერთი სასტავით

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x