ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” შემდეგი “ნაპოლია” “

გამარჯვება ყოველთვის ბედნიერებას გგვრის, მაგრამ როცა ის დიდი შრომითა და თავგანწირვით მიიღწევა, მოპოვებული სამი ქულა განსაკუთრებით ტკბილია. “ლაციოსთამ” მოპოვებული გამარჯვება კონტესთვის გუნდის მომწიფებულობის ნიშანია…

ბედნიერები ვართ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, რომელიც უმაღლესი ადგილებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ასეთ მატჩებში შეუძლებელია, პრობლემები არ შეგექმნას, მაგრამ მიხარია, რომ კარგი ფეხბურთის ჩვენების სურვილი გამოვავლინეთ. შესვენების დროს ჩემს ბიჭებს ვუთხარი: თუ მოედანზე ამ 1-0 -ის შესანარჩუნებლად გავალთ, წავაგებთ-მეთქი. ამიტომაც მეორე გოლის ძიებაში შეტევა გავაგრძელეთ და ჩვენს კართან შექმნილ სახიფათო მომენტებს მედგრად გავუძელით, ეს მომწიფებულობის ნიშანია. რაღაცები რომ უკეთ გაგვეკეთებინა, ბურთის კონტროლში ნაკლები პრობლემები გვექნებოდა, აქედან გამომდინარე, პროგრესი გვჭირდება, თუმცა პირდაპირი კონკურენტის დამარცხება მაინც ძალიან გვახარებს. ახლა გასვლით შეხვედრაში კიდევ უფრო დიდი გამოცდა გველის. ”

ვცდილობ, სწორად შევაფასო ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები და მოედანზე მხოლოდ საუკეთესოდ მომზადებულები გამოვიდნენ. ამას გარდა დამატებითი იარაღებიც მაქვს, მაგალითად, ჯიაკერინი და ესტიგარიბია, რომლებიც მოედანზე გამოსვლის შემდეგ მტკივნეულად “იკბინებიან”. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ მთელ სეზონს სწორედ ეს კოლექტივი ჩაატარებს. მთელი კვირის განმავლობაში ბიჭებს ყურადღებით ვაკვირდები, ეს მათაც იციან და ცდილობენ, საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავი. მხოლოდ 11 ტური გავიდა, მაგრამ უკევ ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ. ეს ჩემი ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ამისთვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო. დღეს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი პირლოს, ანდრეამ დიდებული პიროვნება გამოვლინა. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ”

მატრი? მწვრთნელი ყოველთვის ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღებას უნდა ეცადოს. მატრი ძალიან პროგრესირდა, საკუთარ თავზე მუშაობს და რიგ ასპექტში უკეთესობისკენ მიიწევს. პეპესთვის გადაცემის გაკეთებით ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა. ცხადია, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, განივითარებაზე მუშაობა უფრო ადვილია.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
12 years ago

ბუფოოონ როგორ მიყვარს ეს კაცი გუშინ რა მაგრად ითამაშა :love: :love: ისე კონტე რა კმაყოფილია ამ სურათში :mrgreen: :up:

david alkhanishvili
12 years ago

ხო კიდევ ერთი,გუშინ ბარსამ წააგო და სიტისთან ერთად ერთადერთი გუნდი ვართ წაუგებელი!!(დიდი ჩემპიონატებიდან) :forza: სავარაუდოდ დღეს სიტიც გამოგვეცლება ხელიდან და დავრჩებით ასე ერთადერთები და განუმეორებლები მხოლოდ ჩვენ :modee:

david alkhanishvili
12 years ago

შესანიშნავი შედეგია მარა ერთი რამ ძალიან არ მომეწონა,უამრავი მომენტი შემქნა ორივე გუნდმა,ძალიან გაგვიმართლა რომ ვერ გაგვიტანეს,ამიტომ ერთი კიდევ უნდა გაგვეტანა,რისი შანსებიც ძალიან ბევრი გვქონდა,ბუფონმა მართალი თქვა,ყოველთვის არ გაგვიმართლებს,ასე რომ რეალიზაცია უკეთესი უნდა გავხადოთ მომენტების :forza:

giorgi kodua
12 years ago

ბარძალი სუპერ! სტაბილურობით გამაკვირვა ამ მცველმა რომელიც თითქოს ჩამოცერეს იტალიაში… ეს ყველაფერი კონტეს დამსახურებაა ხალხო! ბ რ ა ვ ო ა ნ ტ ო ნ ი ო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :forza:

giorgi kodua
12 years ago

დავითვალე და 6 მომენტი ქონდათ ორივე გუნდს თამაში. აქედან 1 მომენტი იუვენტუსმა გოლად აქცია! ლაციო მაგარი გუნდია და თუ არ მოუკლო თამაშს ლიგაზეც ვიხილავთ მომავალ წელს უეჩველი… მატრი პროგრესირებს და საუცხოოდ ერგება კონტეს სქემას :-D პეპეზე ხო საუბარი არა საერთოდ,მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! პირლო ლეგენდაა და გუნდის დირიჯორიაა! მარკიზიო ქარიზმა რაგაც ახალი ტალგაა :forza: ვუჩინიჩი უბრალოდ იგროკია და ნების მიერ დროს შეულია რაგაც შედებრი გამოაცხოს :juvee: კიელინი და ლიხშტაინერი გლადიატორები არიან :achuu: ბარძალისაგან არ ველოდებიდი ასეთ თამაშს

Gio Darja
12 years ago

:juvee: ბრავო კონტე, შენი დამსახურებაა ფეხბურთელების ეგეთ ფორმაში ყოფნა..ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა კვალიარელასადმი ნდობა იმატებს, სულ უფრო და უფრო ხშირად შემოდის მოედანზე.. :up:

საბა შიოშვილი

ა.გ პროგრესი

What is this ? :loool:

საბა შიოშვილი
Reply to  Nachke

დაწერე რა შე კაი ადამიანო . ქართულის საკონტროლოს ხო არ წერ :lool:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x