ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ჩვენ არავის დავმალვივართ “

ხვალ ტურინის “იუვენტუსი” ბოლო წლების აღმოჩენას, “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ექვსი წლის წინ “აძურები” მესამე ეშელონის გუნდებს შორის იყვნენ, როცა დღეს “ჩემპიონთა ლიგის” ფლეიოფში გასასვლელად იბრძვიან. მომავალ შეხვედრაზე ანტონიო კონტე საუბრობს…

ბოლო წლებში მიღწეულის გამო “ნაპოლის” მაგალითად ვისახავ. ხვალ ურთულეს მატჩს ველოდები, ვფიქრობ, უფრო რთულს, ვიდრე აქამდე გვითამაშია. ჩვენ ვუპირისპირდებით გუნდს, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია და რომელიც იმის ნათელი გამოხატულებაა, რომ მთავარი სწორი გეგმის დასახვაა. ასეთი საოცრების შექმნა ვალტერ მაცარისა და მისი ფეხბურთელების დამსახურებაა. “ნაპოლის” ვაფასებთ, ნეაპოლელებმა შედეგს მრავალწლიანი მუშაობით მიაღწიეს, ჩვენ კი მხოლოდ ოთხი თვეა ერთად ვართ. ”

ჩვენ მიერ აქამდე ნაჩვენებ შედეგზე აღმატებით ხარისხში საუბარზე ადვილი არაფერი არაა. სინამდვილეში კარგად ვიცით, რომ ამდენი წარუმატებელი სეზონის შემდეგ კარგი გუნდის შექმნა ძალიან რთულია. ფრთხილად ვართ, მაგრამ არავის ვემალებით. ჩემს ცხოვრებაში არავის დავმალვივარ. “იუვენტუსში” არანაირი ცრუ-ღირსება არ გვაქვს.

ჯერჯერობით სეზონის შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს. სკოლაში ნიშნებს სემესტრის დასრულების შემდეგ წერენ ხოლმე. მოდით პირველი წრის დასრულებას მაინც დაველოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მაინც ჩემპიონატის დასასრულს გადაწყდება.

” კონკურენტები “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში? “მილანს” ყველანი ვიცნობთ. ჩვენამდე შვიდი ქულა აშორებდათ, მაგრამ ბოლო 7 მატჩიდან ექვსი მოიგეს, ქულები მხოლოდ “ფიორენტინასთან” გაიყვეს. ეს მათ სიძლიერესა და იმაზე მეტყველებს, თუ რა ტემპით შეუძლიათ ასპარეზობა. ჩვენ უბრალოდ უნდა გავითავისოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანის შექმნას ვაპირებთ, თანაც თითოეული ჩვენგანის თავგანწირვით და იმ რესურსით, რომელიც ამჟამად გვაქვს. ხშირად გვადარებენ ხოლმე სხვა ეპოქის “იუვეს”, მაგრამ ჩვენ კალმით ხელში მაგიდასთან სულ ახლახანს დავჯექით. ჯერ წერის დაწყებაა საჭირო….”

ვიცით, მარკიზიოს განსაკუთრებული თვისებები აქვს. ამ ნახევარმცველს სიღრმიდან შეტევაში გადასვლის შესანიშნავი უნარები აქვს. ძალიან ტექნიკურია და თავდასხმასთან ერთად დაცვაში მონაწილეობაც კარგად გამოსდის. ჩემს გუნდში უნიკალური ფიგურაა. ვნახოთ რა იქნება, წინ სავარჯიშო სესია გვაქვს და რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ.

გვესმის, რომ ურთულესი მატჩი იქნება, “ნაპოლის” ძალა და “სან პაოლოს” ფაქტორი გათავისებული გვაქვს. გასულ ტურში “ლაციოს” ვეთამაშეთ, მაგრამ მინდა, “იუვემ” ხვალაც თავისი თამაში ითამაშოს. თუ “ნაპოლი” დაამტკიცებს, რომ ჩვენზე ძლიერი და უკეთესია, მაშინ პირველი ტაშს სწორედ ჩვენ დავუკრავთ. სწორედ ასეთია ფეხბურთი…

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

მაგარი კაცია კონტე და სწორად აზროვნებს

12 years ago

საიტის ადმინებს მინდა ვთხოვო თუ არსებობს რამე არქივი.დელ ნერის მატჩის წინა პრესკონფერენცია რო დადოთ სულ ერთია კველგან სისულელეს ამბობს. აი კაცი რომელზეც უკვე მეკეტება მიკვარხარ ანტონიო ბრავო.

Di Francesco # 1
12 years ago

როდის იყო 2 თამაშით ადრე ასვენებდნენ ფეხბურთელებს
ახლა დააყენებს საბრძოლო შემდაგენლობას და შაბათს დაასვენებს ხალხს, თუ წააგეს დიდი შანსია რო გასავარდნ ზონას მიუახლოვდნენ
:italy:
10% 1 50% X 40% 2

Gio Darja
12 years ago

თუ გამოიყვანა ლავესი, არსებობს ეგ თუ უეჭველად, ვილიარეალთან მატჩი უდიდესი მნიშვნელობისაა მაცარისთვის, მისივე ინტერვიუდან ვამბობ ამას ))

goglikaa
12 years ago

მთელი ძალით უნდა ვითამაშოთ და ლაციოსთან დაAშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს თორე კავანი არ გამაზავს და იმის იმედათ ყოფნა რო ნაპოლი ლიგაზე იფიქრებს უაზრობაა, ლიგაზე იფიქრებს თამაშამდე და თამაშის მერე, მაგრამ თამაშის დროს რა ლავეცი და კავანი არ გაინძრევიან ლიგა მაქ სათამაშოო??? თუ დააყენებს იასნა ბოლომდე ითამაშებენ და ყველაზე რთული თამაშიც იქნება ჩემი აზრით ამ სეზონში, სანამ მილანში არ ჩავალთ, და კიდე სუ ერთი სასტავით მაგრა გაუჭირდება იუვეს, ყველას უნდა მიცეს შანსი

12 years ago
Reply to  goglikaa

რა თქმა უნდა არ გამოვლენ და არ იტყვიან ძალებს დავზოგავთო : )) მაგრამ 5-6 დღეში როცა ნაპოლის თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში აქვს ჩასატარებელი მოდი და არ იფიქრო ვილიარეალზე

NEDVEDA11..
12 years ago

ხვალაც 0-1-ს მოვიგებთ :forza:

levani giligashvili
12 years ago

ხვალ ნაპოლის ჩემი აზრით მოვუგებთ ….. რაგაც ესეთი წინათგრძნობა მაქ :forza: :forza:

Z u R a noniashvili
12 years ago

აუცილებლად ვიგებთ :forza:

12 years ago

იუვენტუსი მაგარ ფორმაშია.. თან ნაპოლი გულის სიღრმეში ვილიარეალზე იფიქრებს.. ასე რომ არამგონია წავაგოთ.. კაკ მინიმუმ არ წავაგებთ

shota xucishvili
12 years ago

დზაან რტული ტამაში იქნებაა, იმედიაა მოიგებენ

Di Francesco # 1
12 years ago

კონტეც ხვდება რო ჯერ ასეთ რთულ მეტოქესთან არ გვითამაშია
აქაც თუ გოლი არ გავუშვით, მერე უნდა დამთავრდეწს ლაპარაკი დაცვის სისუსტეზე
მემგონი ჯობია თუ გუნდს გადაახალისებს, და იმ ფეხბურთელებს ათამაშებს ვისაც დასამტკიცებელი
კვალი, კრასიჩი, ელია, ტონი, დელპიერო, ამ ფეხბურთელების გამოყენება შეიძლება

12 years ago

მეც დავტოვე და იმედია გამოაქვეყნებენ :)

d a v i d
12 years ago
Reply to  Nachke

:up: :modee: :modee:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  d a v i d

ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით.
რო შეიყუჟებიან… ეგრე არ გამოვა ძმაო :yeah: (c) ქეცბო

12 years ago

კონტე მაგარია. იმედია მოვიგებთ. ლავეზი ითამაშებს? და კიდევ ერთი: ლაციო იუვეს მტელ ჩანაწერს სად ვუყურო ხო არ იცით

12 years ago
Reply to 

გაიხარე, მადლობ

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x