ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე კარგი ფეხბურთელი იყო…

რამდენიმე წუთში ტურინელები “ნაპოლის” წინააღმდეგ სათამაშოდ გავლენ მოედანზე, ერთი ჩვეულებრივი მატჩი, მხოლოდ მეთორმეტე ტური და ასეთი დაძაბულობა. აქამდე მინდა თქვენი ყურადღება ერთ სტატიას მივაპყრო. ჩვენი საიტი საავტორო უფლებებს ყოველთვის იცავდა და აქვე აღვნიშნავ, ის გაზეთ “24 საათის” ჟურნალისტს ზურაბ თალაკვაძეს ეკუთვნის. სტატია ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მადლობა “24 საათს”…

ან­ტო­ნიო კონ­ტე კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო.

ნი­ჭის დე­ფი­ცი­ტი გამ­ტა­ნო­ბით იფა­რე­ბო­და. კონ­ტეს “იუვენ­ტუ­სი” სადღაც ვერ ქა­ჩავ­და, სადღაც სხვა­ზე უკეთ იშიფ­რე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ან­ტო­ნი­ოს ლტოლ­ვით, დი­დიე დე­შა­მის კლა­სით, მო­რე­ნო ტო­რი­ჩე­ლის თვა­ლე­ბით და ედ­გარ და­ვიდ­სის ნი­ჭით სა­კუ­თა­რი ზო­ნა სულ და­ცუ­ლია. იქ სხვე­ბიც დარ­ბოდ­ნენ, სხვებ­ში ნი­ჭი მე­ტი დო­ზით იყო და სხვე­ბი ამ კარგ ბი­ჭებს ელო­დე­ბოდ­ნენ. ზი­და­ნამ­დე ბურ­თი და­ვიდ­სის მა­ჩე­ტეს ტრი­ა­ლის მე­რე მი­დი­ო­და. დელ პი­ე­რო დე­შამს ან კონ­ტეს უც­დი­და და მე­რე ას­რუ­ლებ­და. ინ­ძა­გიმ­დე ბურთს ალე­სან­დ­როს ან ალ­ჟი­რე­ლი გე­ნი­ო­სის ფე­ხი ეფე­რე­ბა, ამ­შ­ვი­დებს. ის “იუვენ­ტუ­სი” არ გღლი­და და ის “იუვენ­ტუ­სი” ფეხ­ბურთს მუ­ღა­მით, იტა­ლი­უ­რად თა­მა­შობ­და. იქ ბო­სი მარ­ჩე­ლო ლი­პი იყო. ელე­გან­ტუ­რი, მომ­თხოვ­ნი და სქე­მა­ტუ­რად ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბო­სი. დღეს ტუ­რინ­ში ახა­ლი სტა­დი­ო­ნი და ბო­სია. ახალ არე­ნა­ზე მე­ტი უსაქ­მუ­რი და “იუვენ­ტუს­ზე” შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მო­დის. ახა­ლი ბო­სი ძვე­ლი კონ­ტეა. ან­ტო­ნიო არ შეც­ვ­ლი­ლა. “იუვენ­ტუ­სიც” ლი­პის რე­ცეპ­ტით, იტა­ლი­უ­რად დარ­ბის. დელ პი­ე­როც იქ არის.

“სტა­დიო ოლიმ­პი­კო”. კონ­ტეს ფრთხი­ლი ბი­ჭე­ბი “ლა­ცი­ო­ზე” გა­დი­ან. “ლა­ციო” სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დია. წელს შეც­დო­მე­ბით ქუ­ლე­ბი და­კარ­გა და მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სოა. “იუვენ­ტუს­თან” ტეს­ტის წინ რომ­ში გლა­დი­ა­ტო­რე­ბის ვი­აგ­რას სვა­მენ და ისე გა­დი­ან მო­ე­დან­ზე. “იუვენ­ტუ­სი” იტა­ლი­უ­რად გიგ­ვა­რებს ყვე­ლა­ფერს. შენც იტა­ლი­უ­რად, უფ­რო სიღ­რ­მი­დან უნ­და და­შა­ლო “იუვე”. ან ძა­ლი­ან სწრა­ფად და­იშ­ლე­ბი. თით­ქ­მის სულ ასეა. თით­ქ­მის სულ ვი­აგ­რა უნ­და მი­ი­ღო. ანა­ნა­სის წვენ­თან ერ­თად. უხ­დე­ბა. “ლა­ცი­ომ” ეს იცის. “ლა­ცი­ომ” კარ­გი თერ­თ­მე­ტი ტი­პი შეკ­რი­ბა – ფე­დე­რი­კო მარ­კე­ტი, მო­ბი­დო დი­ა­კი­ტე, სტე­ფან რა­დუ, აბ­დუ­ლაი კონ­კო, მა­რი­უს სტან­კე­ვი­ჩუ­სი, ერ­ნა­ნე­სი, სე­ნად ლუ­ლი­ჩი, კრის­ტი­ან ლე­დეზ­მა, კრის­ტი­ან ბრო­კი, ტო­მა­ზო რო­კი და მი­როს­ლავ კლო­ზე. ამ რუს­ტერ­ში სა­მი ხე­დი­რა ჟა­ირ­ზი­ნიო იქ­ნე­ბო­და და “ლა­ციო” მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დია. გურ­მა­ნე­ბი ინერ­ცი­ით ძველ, არ­გენ­ტი­ნულ-ნედ­ვე­დურ “ლა­ცი­ო­ზე” მი­დი­ან. 15 წლის რო­მა­ე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რის­თ­ვის რო­კი ნედ­ვე­დია, ჟი­რა­ფი კლო­ზე თით­ქ­მის მარ­სე­ლო სა­ლა­სია და ერ­ნა­ნეს­ში “ლა­ცი­ოს” ცო­ტა გაც­ვე­თი­ლი ტო­ტი ჰყავს. თი­თო ტო­ტი აუცი­ლე­ბე­ლია. ტო­ტი უფ­რო წამ­ს­ვ­ლე­ლია და ერ­ნა­ნეს­ზე ფრან­ჩეს­კოს ბევ­რი შტრი­ხია და­ტა­ნი­ლი – ტო­ტი­ვით კლა­სი­კუ­რად ეცე­მა კონ­ტაქ­ტამ­დე, კლა­სი­კუ­რად ტე­ხავს კაცს ერ­თი-ერ­თ­ზე, კლა­სი­კუ­რად იფურ­თხე­ბა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და კლა­სი­კუ­რად იტყუ­ე­ბა. ერ­ნა­ნე­სი “იუვენ­ტუს­თან” კლა­სი­კუ­რი ერ­ნა­ნე­სი უნ­და იყოს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­ტეს პიტ­ბუ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აჩე­ხა­ვენ, “ლა­ცი­ოს” სის­ხ­ლის­გან დაც­ლი­ან. კონ­ტეს ბან­და­ში რამ­დე­ნი­მე კარ­გი პუ­ა­რო და ჰოლ­მ­სიც უყე­ნია. “ლა­ცი­ო­ში” ამის დე­ფი­ცი­ტია. “ლა­ცი­ო­ში” კლო­ნუ­რი დო­მი­ნა­ცია უფ­რო მო­სუ­ლა. ერ­ნა­ნე­სიც კლო­ნია.

კონ­ტემ ტეს­ტი დი­ნო­ზე უკე­თე­სი ძო­ფით, ბუ­ფო­ნით და­იწყო. შემ­დეგ იარუს­ში სხე­დან კი­ე­ლი­ნი, ბო­ნუ­ჩი, ბარ­ძა­ლი და ლიხ­ტ­შ­ტა­ი­ნე­რი. შუ­ა­ში სე­ირ­ნობს პირ­ლო, იქ­ვე კი­დევ ორი კრი­მი­ნა­ლი, მარ­კი­ზიო და პე­პე ხმა­უ­რობს. ვი­და­ლი ფიქ­სა­ტო­რის წკა­პით ერ­თო­ბა. ფორ­ვარ­დე­ბი მატ­რი და ვუ­ჩი­ნი­ჩი არი­ან. მატ­რი გამ­ტა­ნია, ვუ­ჩი­ნი­ჩი – მონ­ტე­ნეგ­რო­ე­ლი. თა­ვის საქ­მე­ში ორი­ვე კარ­გია. კონ­ტე ტესტს მშვი­დად იწყებს. კონ­ტეს დელ პი­ე­როც ჰყავს. ალე­სან­დ­რო წელს ყვე­ლა­ზე ბევრს ხურ­დე­ბა. კონ­ტე ამას ხე­დავს და აფა­სებს.

“ლა­ცი­ოს­თან” პე­პეს ერ­თი გო­ლით “იუვენ­ტუს­მა” და­ის­ვე­ნა. დღეს კონ­ტე გვარ­დი­ო­ლას, სერ ფერ­გი­უ­სო­ნის, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ბოღ­მა ბი­ჭის კონ­ს­პექ­ტებ­შიც იხე­დე­ბა და რა­ღა­ცებს ინიშ­ნავს. “იუვენ­ტუს­მა” “იუვენ­ტუ­სის” შარ­მით უნ­და გა­ქა­ჩოს და სხვი­სი კარ­გიც სხვა­ზე უკეთ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. კონ­ტეს გუნ­დი ერ­თით ნოლს არ უფ­რ­თხილ­დე­ბა, მე­ო­რე გოლს ეძებს. მარ­კი­ზიო სხვა­ზე შორს ხე­დავს, ლიხ­ტ­შ­ტა­ი­ნე­რი ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ლიხ­ტ­შ­ტა­ი­ნე­რია და პირ­ლო ტუ­რინ­ში ის­ვე­ნებს. მი­ლან­ში უკ­ვე იღ­ლე­ბო­და და კონ­ტეს­თან ფეხ­ბურ­თის დი­ე­ტა­ზეა. პირ­ლო ფე­ლი­ნია. კონ­ტეს დელ პი­ე­როც ჰყავს. ალე­სან­დ­რო უკ­ვე ხურ­დე­ბა. თუ გა­უ­მარ­თ­ლებს, კონ­ტე რო­მის არე­ნა­ზე ბე­ბერ ძვლებს შე­აგ­დებს. დელ პი­ე­რო ისევ ხურ­დე­ბა. და “იუვენ­ტუ­სი” უკ­ვე იგებს. “ლა­ციო” ვერ ხვდე­ბა, რო­გორ აგებს და ხვდე­ბა, რომ უკე­თეს გუნ­დ­თან ვერ იგებს. კონ­ტემ ტემ­პი და­აგ­დო. “ლა­ცი­ომ” ეს ვერ გა­შიფ­რა.

თა­ვი­დან “იუვენ­ტუ­სი” ცო­ტა აიჭ­რა. ვი­დალ­მა ერ­ნა­ნესს ბურ­თი ათხო­ვა და მე­ო­რა­დის ტო­ტიმ შო­რი­დან შორს და­არ­ტყა. ბურ­თი ბუ­ფონს ბევ­რი ბუ­ფო­ნით ას­ც­და. ჯი­ჯის გა­ე­ცი­ნა. ბუ­ფონს გაშ­ვე­ბულ გოლ­ზე სულ ეცი­ნე­ბა და ერ­ნა­ნე­სის უმი­სა­მარ­თო ბა­ზუ­კა­ზე ჩაბ­ჟირ­და. კონ­ტემ ბუ­ფო­ნი გა­აფ­რ­თხი­ლა – თუ მე­კა­რე არ დამ­შ­ვიდ­დე­ბა, შეც­ვ­ლის და კარ­ში ტა­კო­ნის ჩა­ა­ყე­ნებს. ტა­კო­ნიც მე­კა­რე იყო. ბუ­ფო­ნი დამ­შ­ვიდ­და.

ლიხ­ტ­შ­ტა­ი­ნერ­მა ბურ­თი გა­იც­ნო, ნე­ლა და­იძ­რა “ლა­ცი­ოს” სა­სა­დი­ლოს­კენ და იქ ყვე­ლა­ზე მში­ე­რი დე­გუს­ტა­ტო­რი, მარ­კი­ზიო ნა­ხა. მარ­კი­ზი­ომ ბურთს თა­ვი წა­არ­ტყა და ცო­ტა ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და. “იუვენ­ტუ­სი” ჯერ სი­ტუ­ა­ცი­ას შიფ­რავს, “ლა­ცი­ოს” აკ­ვირ­დე­ბა. “ლა­ციო” ამას ვერ ამ­ჩ­ნევს. დელ პი­ე­რო ისევ ხურ­დე­ბა. კონ­ტე ამას ხე­დავს და აფა­სებს.

“ლა­ცი­ო­შიც” ბუ­ფო­ნია. ცო­ტა სხვა კომ­პ­ლექ­ცი­ის, ცო­ტა სხვა დო­ნის, ცო­ტა სხვა ფე­რის და მა­ინც ბუ­ფო­ნია. “ლა­ცი­ოს” ბუ­ფონ­მა, ფე­დე­რი­კო მარ­კე­ტიმ, პირ­ლოს დარ­ტყ­მის შემ­დეგ კარ­გი “სე­ი­ვი” გა­ა­კე­თა, ლიხ­ტ­შ­ტა­ი­ნერ­მა და­ა­მა­ტა და ბურ­თი ბერ­ნის ყვე­ლა­ზე ბო­ლო უბან­ში გა­უშ­ვა. “იუვენ­ტუ­სი” ჯერ ვერ იგებს. “ლა­ცი­ომ” თით­ქ­მის წა­იყ­ვა­ნა – რო­კიმ ორი­გი­ნალ ბუ­ფონს ნა­და­ლი­ვით გა­და­უშ­ვა ბურ­თი თავ­ზე. ბუ­ფო­ნი და კონ­ტე სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ბარ­ძა­ლიმ გა­მო­იყ­ვა­ნა, ბურ­თი უხე­შად მო­ის­რო­ლა. “ლა­ციო” ვერ იგებს. დელ პი­ე­რო უკ­ვე იღ­ლე­ბა. კონ­ტე ამას ხე­დავს და აფა­სებს. კონ­ტეც და­ი­ღა­ლა.

ოცა­მე­თოთხ­მე­ტე წუთ­ზე “იუვენ­ტუს­მა” გა­ი­ტა­ნა. იტა­ლი­უ­რად, ლი­პის კონ­ს­პექ­ტე­ბით გა­ი­ტა­ნა. მარ­ცხ­ნი­დან მატ­რიმ აკ­რი­ფა, ცენ­ტ­რი­დან “ლა­ცი­ოს” ზო­ნა­ში ბურ­თი პე­პემ და­ით­რია და 1:0 აან­თო. გო­ლის შემ­დეგ “იუვენ­ტუს­მა” ტემ­პი და­აგ­დო. “იუვენ­ტუს­მა” ტემ­პი და­მა­ლა. “ლა­ცი­ომ” ეს იგ­რ­ძ­ნო.

მე­ო­რე ტა­იმ­ში “ლა­ცი­ომ” აკ­რი­ფა. ერ­ნა­ნე­სი ბრა­ზი­ლი­ე­ლია. ერ­ნა­ნე­სი ბრა­ზი­ლი­უ­რად ორ­ჯერ გა­ე­სა­უბ­რა კი­ე­ლი­ნის და გო­ლამ­დე ჯერ ვერ მი­ვი­და. ჯერ ბურ­თი ბარ­ძა­ლის და­კუნ­თულ ბარ­ძაყს ვერ ააცი­ლა. მე­რე ბურ­თი აეჭ­რა. “ლა­ცი­ოც” აჭ­რი­ლია. დელ პი­ე­რო ისევ ხურ­დე­ბა. პრო­ცეს­ში, ბუ­ფონ­მა კლო­ზეს თი­თი და­უქ­ნია, ძმაო, ეგე­თე­ბი მარ­ტო გლად­ბა­ხებ­თან და ვან ბუ­ი­ტე­ნებ­თან მო­სუ­ლა. კლო­ზეს შერ­ცხ­ვა. დელ პი­ე­რო ისევ ხურ­დე­ბა.

“იუვენ­ტუს­მა” რომ­ში კონ­ტეს კი­დევ ერ­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა. დღეს “იუვენ­ტუ­სი” იტა­ლიაა. ად­რე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 29 წლის წინ, იტა­ლია მთე­ლი მსოფ­ლიოა და იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი დო­ზით “იუვენ­ტუ­სი” იყო. ცო­ტა მე­რე, ხუ­თი წლის წინ, იტა­ლია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­ოთხედ შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო. ლი­პის გუნ­დ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი დო­ზით ისევ “იუვენ­ტუ­სი” იყო. დღეს იტა­ლია ეს­პა­ნე­თის, ალ­ბათ გერ­მა­ნი­ის და დი­ე­გო ფორ­ლა­ნის უკან დგას. იტა­ლია ისევ სწავ­ლობს. იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი იტა­ლი­ე­ლი ისევ “იუვენ­ტუ­სი­დან” მი­დის. დელ პი­ე­როც იტა­ლი­ე­ლია. ყვე­ლა­ზე მშვი­დი, საყ­ვა­რე­ლი იტა­ლი­ე­ლი. კონ­ტე ამას ხე­დავს. კონ­ტეს უკე­თე­სი დელ პი­ე­რო ახ­სოვს. კონ­ტე ამას აფა­სებს. დელ პი­ე­რო­ზე უფ­რო იმას აფა­სებს, რომ უკე­თე­სი დელ პი­ე­რო ახ­სოვს.

“იუვენ­ტუს­მა” 1:0 მო­ი­გო. იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში 11 90(+) წუ­თის შემ­დეგ, “იუვენ­ტუსს” წა­გე­ბა არა აქვს. შემ­დეგ ტურ­ში კონ­ტეს ხალ­ხი ნე­ა­პოლ­ში მი­დის. იქ ფორ­ლა­ნის პა­ტა­რა ძმა­კა­ცი, მის­ტერ კა­ვა­ნი დარ­ბის. “იუვენ­ტუ­სი” პირ­ვე­ლია. ჯერ მხო­ლოდ იტა­ლი­ა­ში.

ან­ტო­ნიო კონ­ტე ნი­ჭის დე­ფი­ციტს სხვა რა­ღა­ცე­ბით ფა­რავს. კონ­ტეს “იუვენ­ტუ­სი” სადღაც ვერ ქა­ჩავს, სადღაც სხვა­ზე უკეთ იშიფ­რე­ბა. უბ­რა­ლოდ, ან­ტო­ნი­ოს კონ­ს­პექ­ტე­ბით, პირ­ლოს კლა­სით, მარ­კი­ზი­ოს თვა­ლე­ბით და პირ­ლოს ნი­ჭით სა­კუ­თა­რი ზო­ნა სულ გა­და­კე­ტი­ლი აქვს. იქ სხვე­ბიც დარ­ბი­ან, სხვებ­ში ნი­ჭი მე­ტი დო­ზით არის და სხვე­ბი ამ კარგ ბი­ჭებს ენ­დო­ბი­ან. ეს “იუვენ­ტუ­სი” არ გღლის და ფეხ­ბურთს მუ­ღა­მით, იტა­ლი­უ­რად თა­მა­შობს. აქ ბო­სი ან­ტო­ნიო კონ­ტეა. ლი­პის მე­რე, “იუვენ­ტუ­სის­თ­ვის” ელე­გან­ტუ­რი, მომ­თხოვ­ნი და სქე­მა­ტუ­რად ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბო­სი. დღეს ტუ­რინ­ში ახა­ლი სტა­დი­ო­ნი და ბო­სია. ახალ არე­ნა­ზე მე­ტი უსაქ­მუ­რი და “იუვენ­ტუს­ზე” შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მი­დის. ახა­ლი ბო­სი ძვე­ლი კონ­ტეა. ან­ტო­ნიო არ შეც­ვ­ლი­ლა. “იუვენ­ტუ­სიც” ლი­პის რე­ცეპ­ტით, იტა­ლი­უ­რად დარ­ბის. დელ პი­ე­როც იქ არის. კონ­ტე ამას ხე­დავს და აფა­სებს.

მოამზადა ზურაბ თალაკვაძემ

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

king_arturo

ჩვენ მოყვარულები ვართ და ეს კაცი თავისი საქმის პროფესიონალია ) პროფესიონალი ჟურნალისტია )

malxazi ediberidze
12 years ago

ზაალიან ორიგინალურია,ასე არც არასდროს მომწონებია სტატია,ყოჩაღ!!!

king_arturo
12 years ago

ყველა ამ საიტის ავტორის და მწერლის წინაშე ქედს ვიხრი მაგრამ, უნდა ავღნიშნო რომ ნახევარი წელია ამ საიტის აქტიური მომხმარებელწევრი ვარ და ესეთი ძლიერი სტატია ჯერ აქ არ წამიკითხავს !!!!!!!

d a v i d
12 years ago

nachke ჯიგარი ხარ ძმა მართლა მაგარი სტატიაა რააა სისიხლი ადუღდა რააა :love: :davliot:

juventino90
12 years ago

ლექსივით წავიდა :D :juvee:

dito chanturia
12 years ago

bravo magari statiaa :forza:

snuff-juve
12 years ago

აუ სგ ავტორ მაგარი სტატიაა :love: :love: დღეს კი მოვიგებთ აუცილებლად :forza: :forza:

SnowMan
12 years ago

ძაან მაგარი სტატიააა მართალა დაბურძგლა, ძაან მაგარი წასაკითხიც არის. :forza: :forza: :forza: storia di un grande amore

12 years ago

მოემზადეთ ომი იწყება :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

BIANCO
12 years ago

ასეტი თამაშის წინ ასეთი სტატიააა :up: :up: :up: .. ყოჩაღ ნაჩკე მაგრად გაასწორა :forza: :forza: :forza: :forza:

Gio Darja
12 years ago

რა კარგი სტატიაა :up: უნდა მოვიგოთ დღეს :juventus:

12 years ago

დროა მატრიმ პირველი ჰეტ ტრიკი შეასრულოს

Di Francesco # 1
12 years ago

ლავეცი სასტავშია კავანი არა
ჩვენგან ყველაფერი იგივეა ეტიგარიბიაა მარკიზიოს მაგივრად

seba
12 years ago

მაგარი სტატიაა. უნდა მოვუგოთ ნაპოლის, აბა რა უნდა ვქნათ?! კავანის ჰეთრიკი რო მახსენდება იუვეს კარში წნევა მიწევს. აღებული ტემპი არ უნდა დავაგდოთ და ჩემპიონები გავხდებით. :forza: :juvee: :italy:

12 years ago

აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:
დაე გავანადგუროოოოთთთთ
ახალგაზრდობა მხარში გიდგააათთთ!! :forza: :forza: :forza:

12 years ago

აუუ რა მაგარი სტატიააააააააააა ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥… Read more »

TIGANA
12 years ago

დელ პიეროც აქ არის… ერთხელ დელ პიეროზეც დაიდო 24 საათიდან სტატია… ის სტატია საოცრება იყო

TIGANA
12 years ago

მაგარი სტატიაა…

გიორგი ნაჭყებია

Bocellis სიმღერაზე ჩავიკითხე და დამბურძგლა..

12 years ago
Reply to  Nachke

ნაჩკე იმენა მგელი ხარ :up: :vashaa:
იცი სად, როდის და რა დაწერო..
მშვენიალურია ძმაო :up: მართლაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x