ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი ბოდიშს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ პანდევის მიერ გატანილ გოლზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. შეგახსენებთ, მაკედონიელმა, სწორედ მისი დაგვიანებული რეაქციის შედეგად შეძლო ბურთის ბუფონის კარში გადაგზავნა: ” მესამე გაშვებული გოლის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ პანდევს დავასწრებდი, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის. ეს გოლი ჩემი ბრალი იყო, თუმცა ის მომავალში კონცენტრაციის შენარჩუნებაში დამეხმარება. ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად ყველა თანაგუნდელს სადილად დავპატიჟებ. რაც შეეხება მატჩს, რისი თქმა შემიძლია, გარდა იმისა, რომ ლომის ხასიათი გვაქვს. ეს ბრწყინვალე შეხვედრა იყო, მატჩი, რომელმაც კიდევ უფრო გაგვაძლიერა და საკუთარი ძალების რწმენა შეგვმატა. კვირას “ჩეზენას” ვუპისირპირდებით და ეს მარტივი შეხვედრა ნამდვილად არ იქნება. ასეა თუ ისე, უბრალოდ ვალდებულები ვართ სახლში სამი ქულა ავიღოთ!” -აცხადებს ბონუჩი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

ავოეეე-რით ვერ დაიხვეწა ამდენი ხანი, სულ შეცდომებს როგორ უნდა უშვებდე?? კაროჩე, შანსი გაქვს ეს სეზონი და თუ არ მოუმატე-ჰაიდა ლეჩეში… :chuvak: :chuvak:

giorgi-10
12 years ago

ეტყობა ხინკალს კისრულობს :lool: :lool: :lool: :lool:

nika kakabadze
12 years ago

კონტე კარგი თამადაა, ეგეც დაპატიჟე

Di Francesco # 1
12 years ago

სადილი კაიარა საქმეს მიხედე :chuvak:
იტალიის ნაკრების მომავალია, კასილიასს ორჯერ ამაზე მეტი შეცდომა ქონდა მარა ენდო ტრეინერი და ახლა ვინცაა კი ვხედავთ
:italy:

Arancia Meccanica
12 years ago

მარტო თანაგუნდელებს დაპატიჟებ..? განაწყენებული მარტო ისინი არ არიან.. გულშემატკივრებიც… ასე რომ ველით მიწვევას სადილზე.. შნაპსი დალით თქვენ შნაპსი… სეზონის ბოლოს შამპანიური…
:forza:

bacho kochlashvili
12 years ago

yvela ro dapatijos bonuchis goris dilashi gadmosvla moucevs :lool: :lool: :lool:

12 years ago

სადილის დროს ფრთხილად იყავი, პოზიციური შეცდომა არ დაუშვა და კრასიჩი არ გაგექცეს სუფრიდან :lool: :lool:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

მომწონს ამ მცველის მონდომება და საქმისადმი მისი დამოკიდებულება.

უბრალოდ ჯერ გამოუცდელია და ზოგჯერ ამის გამო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
მაგრამ მას აქვს დიდი პოტენციალი და ამას აუცილებლად გამოიყენებს მომავალში.
ვფიქრობ ბონუჩი გასაშვები ფეხბურთელი არ არის. ერთ-ორ წელიწადში მაგარ ფორმაში ჩადგება. რაც მთავარია ამის დიდი მონდომება აქვს, რაც მთავარია ფეხბურთში და თან მაგრად უყვარს იუვე

valeri elisabedashvili
12 years ago

სადილზეც იქნება შედომა დაუშვა და კეჩუპიი გადაისხა :D:D:D

12 years ago

სადილზე პახოდუ არ დალიოთ მთავარია : )))

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x