ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 5-3 “ენტელა კიავარი”

ბიანკონერები “ჩეზენასთან” მატჩისთვის მომზადებას განაგრძობენ.დღეს ანტონიო კონტეს შეგირდებმა მორიგი მეგობრული მატჩი გამართეს, ამჯერად იტალიის მეოთხე პროფესიონალური ლიგის გუნდ “ენტელა კიავარისთან”.ფეხბურთელებთან ერთად ვინოვოზე იმყოფებოდნენ ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი, რომლებიც ტრიბუნებიდან შეხვედრის მიმდინარეობას ადევნებდნენ თვალს.აღსანიშნავია ისიც, რომ “ენტელას” უბრალო მეტოქე არ აღმოჩნდა, თავად დაპირისპირება კი უხვგოლიანი გამოდგა.

მატჩის პირველი ნახევარი ლიგურიელების სასარგებლოდ 2-1 დასრულდა, სტუმრები ცდილობდნენ სწრაფად ემოქმედათ და ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ კონტრშეტევის განსახორციელებლად.ფაქტია, ანტონიო კონტესთვის მატჩის ანგარიში მეორეხარისხოვანი იყო, იტალიელი სპეციალისტი ცდილობდა, ტაქტიკური მონახაზები და კომბინაციები დაეხვეწა.ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ : მანინგერი; მოტა, გუანო ( პრიმავერა ), ლუკა მარონე, დე ჩელიე; ჯაკერინი, მარკიზიო, პაციენცა; დელ პიერო, კვალიარელა და კრასიჩი.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, პრიმავერას ახალგაზრდა მცველმა, გუანომ კუთხურის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.წონასწორობა ალესანდრო დელ პიერომ გაათანაბრა, რომელმაც ხელით თამაშის გამო ნიშნულიდან თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.რამდენიმე წუთში ლენცონის კარგი თამაშის წყალობით სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს, შეცდომა კვლავ გუანომ დაუშვა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ახალგაზრდა ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლით დაიწყო, ლუკა მარონემ კი მოედნის ცენტრში გადმოინაცვლა.დელ პიეროსა და კრასიჩის ნაცვლად თამაშში იაკინტა და ელია ჩაერთვნენ.სულ მალე ჰოლანდიელის შესანიშნავი თამაშით ბიანკონერები წინ გაიჭრნენ, ელჯერომ დუბლი მიითვალა, საგოლე პასები კი კვალიარელას ანგარიშზეა.”ენტელას” მოთამაშეებმა მესამე გოლის გატანა მაინც შესძლეს, თავი ბერტოლიმ გამოიჩინა.

მოედანს დელ პიერო უბრუნდება, რომელმაც კვალიარელა გაცვალა.მატჩის მიწურულს ყველაზე აქტიური ვინჩენცო იაკინტა იყო.იტალიელმა ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი ემანუელე ჯაკერინის გაატანინა.საბოლოო ანგარიში 5-3, ბიანკონერების სასარგებლოდ.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ვაა მოტა ცოცხალიაა?:D:D……..:) ელიას კრასიჩს და კუალიარელას ველი სასტავში… იაკვინტა უნდა ატამაშოს ლიხშტაინერი დაასვემოს და მოტა ათამაშოს.. :)) :juvee: :juvee:

shota xucishvili
12 years ago

ისე პირლოსტან ერტად პეპეც რო დაასვენოს არ იქნება ცუდიი ლიხშტა – ნერიც

Di Francesco # 1
12 years ago

alessa10
gergeda
ვიდალს უნდა მიცემოდა შანსი იუვეშითქვა ის ვთქვი,და მისნაირებს ჭირდება შანსი, კვალის რათ უნდა შანს ჩადგება ფორმაში და გარანტირებული ექნება ადგილი ძირითადში
:italy:

RealJuventino
12 years ago

ელიაააას მეტი შეუძლია ათამაშე კონტეეეეე. მარცხენა კრაიზე დააყენოს მაგარიაა ელიაა.. ადაპტაცია რით ვერ გაიარა.. ეყოფა მემგონი.. რაც შეეხება იაკინტას მეც ვფიქრობ რომ ჰქონდა მაგას უკვე შანსი და ვერ გამოიყენა.. წავიდა მაგისი დრო.. ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდა გვიზის სკამზე რადროს იაკინტაა.. ბებერი თუ მოენატრაა ყველამ იცის სკამზე ვინც ზის :):)

NEDVEDA11..
12 years ago

იაკინტა და ამაური უნდა გაუშვან ზამთარში ))
სულ რო 5 გოლი გაუტანოს ენტელა კიავერას და ჟუჟუნა წვიმას ))

ტონის მიეცი შანსი კონტე, ტონის :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

Gi0vinc0
კი ვართ
—————-
კვალიარელას რათ უნდა ვიმეს შანსი? დროებით ჩავარდნა ქონდა ტრამვის გამო და მალე დაბრუნდება გუნდის ლიდერათ
—————-
შანსი უნდა მიცე, ელიას და ვიდალს
—————-
:italy:

marchisio8
12 years ago

ვიდალს?

nika gergedava
12 years ago
Reply to  marchisio8

რა ვიდალს ტო? :D

Giorgi kasrashvili
12 years ago

კვინააააააააააააა?
ფეხბურთის აზრზე ხააართ?
რა იაკინა ხალხნო…
მაგას კვალის მიეცეს შანში და დელპიერო დააყენოს ის ჯობია, ანაც ელია ათამაშოს უკან დახეულ ფორვარდად!
იაკინტამ სულ რომ ზედიზედ 5 მატჩში გაიტანოს მაგი არ დამანახოთ გუნდში იანვრის მერე!!!!!!!!!

12 years ago

:up:

ika1993
12 years ago

ფეხბურთის აზზე ხაართ? შენ ალბათ მაგარი პრაფესორი ხარ.
რაც შეეხება იაკინტას, ტიპიური ცენტრფორვარდია არც ისე ბებერია საბრძოლველად ასე რომ სანსი მიეცემა ხოლმე და ხშირადაც გამოიჩენს თავს თავისი ბრძოლითა და თავდადებით. პეპეს მაგალითი აიგეთ, თუმცა იაკინტას ბრძოლის და “ჯილკიანობის” წყალობით თავისი სიტყვა ნათქვამი აქვს იუვეს რიგებში და კიდევ იტყვის. კიდე ერთს დავამატებ ძაან უიღბლოა,ტრამვებმა დაჩაგრეს,თორე უმაგლესი დონის პროფესიონალია.
თუმცა ჯერ კიდევ შესწევს ძალა მოტივაციისტვის და ესე ადვილად არ დანებდება.

king_arturo
12 years ago
Reply to  ika1993

ჩემი აზრით აქ ყველამ სხვის აზრს პატივი უნდა სცეს და “ფეხბურთის აზრზე ყოფნაზე” საუბარი არასწორია, მეც ჩემი ხედვა მაქვს მაგრამ ვაფიქსირებ სხვის აზრის დამცირების გარეშე .. აქ წესით ყველას ერთი საერთო აზრი გვაქვს რო იუვე იყოს წარმატებული და ჩვენ კიდე წარმატებული გუნდის გულშემატკივრები !

Giorgi kasrashvili
12 years ago

1. კიდევ კარგი პირლო დისკვალიფიცირებული როა, თორე კონტე მის დასვენებას ვერ მოიფიქრებდა და!!!

2. დასასვენებელია ლიხშტაინერიც… მოტა დააყენოს
3. ჯოჯო დაასვენოს და დეჩელიე დადგება…
4. ცენტრში ვიდალი-ესტიგარიბია-მარკიზიო
5. კრასიჩი ძირითადში

საბოლოოდ ასეთი შემადგენლობაა საჭირო:

ბუფონი

მოტა-ბარძალი-ბონუჩი-დეჩელიე

ვიდალი-ესტიგარიბია-მარკიზიო

კრასიჩი

დელპიერო-მატრი

უეჭველი 3 ქულაა საჭირო…
ბიჭები გადაღლილი არიან და რთული მატჩი გველის ძალიან. არ იფიქროთ ადვილად მოსაგები იყოს…
ამდენი ემოციისა და პიზიკუი ძალის დახარჯვის შემდეგ კონცეტრაციაა მთავარი…
მძიმე 3 ქულა და შემდეგ რომში მინიმუმ არ წაგება!!!

შემდეგ კიიი 4 არც თუ ისე თული მატჩები გვრჩება…

ლეჩე-ნოვარას მივანგრევთ, კალიართან ბრძოლაში 3 ქულა და მძიმე გასვლა ატალანტა-უდინეზეში…

ვფიქრობ 1 წრეს წაუგებლად დავასრულებთ…

McCa1N
12 years ago

კონტეს გადაუგზავნე ფაქსით ან მეილით :D

Datuna Datuna
12 years ago

eseti advili tamashi rato ggoniat ver vxvdebi cina sezonshic mouget milans da lazios da eget banzgundebtan kulas ver vigebdit ziritadi atamashos da delpiero romelimes magivrad cin

12 years ago

ელია შენგან გოლს ელიან :lool:

fenomeno vero <3
12 years ago

iaquinta marto nerviulobs =)))))) :lool:

fenomeno vero <3
12 years ago

eliac mainteresebs :modee:

fenomeno vero <3
12 years ago

iaquinta ar mevaseba raa.dzaan picaria.iaquinta atamashos da del piero,vucinici da quagliarela zamenaze ijdnen? :lool: del piero dziritadshi raa :love: :love:

Di Francesco # 1
12 years ago

ჩეზენასთან

––––––––––––––––––––––––––––––ჯიჯი––––––––––––––––––––––––––––

ლიხშტაინერი––––––––––––ბარძალი––––კიელინი––––––––––––––დეჩელიე

კრასიჩი––––––––––––მარკიზიო––––––––––ვიდალი––––––––––––ჯაკერინი

–––––––––––––––––––––იაკინტა–––––––მატრი––––––––––––––––––––––

შეცვლაზე, დელპიერო, პეპე და ელია

mishka gogrichiani
12 years ago

ელჯერო და იაკინტა უნდა ათამაშოს

12 years ago

ელიას თამაში მანახეთ რა :) :) იუვეს მაისურით. მიდი რა კონტე

giorgi-10
12 years ago

ელიაც ათამაშოს ხოლმე მაგალითად ჩეზენასთან

Di Francesco # 1
12 years ago

კვინტა მაგარი გვყავს, ერთი შანსი უნდა მიეცეს ძირითადში და გამოიყენებს
:italy:

| Newsphere by AF themes.
25
0
Would love your thoughts, please comment.x