ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 2 – 0 “ჩეზენა” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “ჩეზენასთან” მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6 – მალონგას გარღვევაზე კარს დროულად ტოვებს და დასწრებაზე შესანიშნავად თამაშობს, იგერიებს მარტინიოს დარტყმასაც.

ლიხშტაინერი 7 – მარჯვენა ფლანგის ნამდვილი ბატონ – პატრონი.აქტიურად უტევს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

ბარძალი 7 – უშეცდომოა დაცვაში, სწორად თამაშობს დასწრებაზე, მოედნის ცენტრში.

ბონუჩი 7 – თამაშობს მშვიდად, მოტივირებულად და უშეცდომოდ.კეტავს დაცვის ზონებს.

კიელინი 7 – დროის 80 % მეტოქის ნახევარზე გაატარა, მუდმივად პრობლემებს უქმნიდა “ჩეზენას” მცველებს.მეორე ტაიმის დასაწყისში აკეთებს შესანიშნავ პასს პეპეზე.

ვიდალი 7 – საკუთარ თავზე იღებს ანდრეა პირლოს როლს და გუნდის ნამდვილ ლიდერად გვევლინება.”იუვენტუსის” შუახაზის მთავარი ძრავი.ერთადერთი მინუსი – მეათე წუთზე მეკარესთან ერთ-ერთზე გავიდა და კარში დარტყმას პეპეზე პასი ამჯობინა.

პაციენცა 6.5 – თამაშობს გონივრულად.იგი არ ცდილობს შეცვალოს პირლო, თამაშობს მის ფეხბურთს.სრულად დომინირებს მოედნის ცენტრში და აკეთებს ზუსტ გრძელ პასებს.

მარკიზიო 7.5 – მატჩის დებიუტში თითქოს იგრძნობოდა, რომ ეს კლაუდიოს დღე არ იყო, მაგრამ შესანიშნავი თამაში, გამარჯვების გოლი.იტალიელი ნახევარმცველი ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

პეპე 6 – მეორე ტაიმში ვერ გამოიყენა ორი საგოლე მომენტი.უტევდა ფლანგიდან, ყურადღებით და რაც მთავარია სახიფათოდ.

მატრი 5.5 – ეს არ იყო ალესანდროს დღე.უშვებს შეცდომებს.

კვალიარელა ( 50 – ე წუთიდან ) 5.5 – ჯერ – ჯერობით არ ჰგავს ფეხბურთელს, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა შეუძლია.

ვუჩინიჩი 6 – კარგი ჩანაფიქრი, არაზუსტი დასრულება.პირველ ტაიმში ხშირად ინაცვლებდა ფლანგიდან ცენტრში, 45 – ე წუთზე სოლო გარღვევით საფრთხეს უქმნის ანტონიოლის.მეორე ნახევრის დებიუტში მცირე ტრავმის გამო შეცვლას ითხოვს.

დელ პიერო ( 56 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

ჯაკერინი ( 63 – ე წუთიდან ) 6.5 – სწრაფად ერთვება გუნდურ თამაშში.

კონტე – 7.

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
12 years ago

iqneb bonuchis eshvelos rame:lol::lol::lol:

iosi shalolashvili
12 years ago

:juvee:

d a v i d
12 years ago

:juvee:

ika1993
12 years ago

ვიდალი როოგრც ყოველთვის ზაან მაგარი იყო მარა გუშინ უკეთესი. უბრალოდ ბევრს ვისაც არ გამოუცდია 90 წუთი თამაში შეილება ვერ განსაზგვროს თუ რამხელა ენერგია ჭირდება 90 წუთი მაგალ ტემპზე თამაშს თითოეული ბურთისთვის ბრძოლას. საოცარ კონდინციებშია ვიდალი.ბრავო!
:forza: :forza: :forza: :forza: :italy:

12 years ago

ნორმალური შეფასებებია.. ვიდალმა მართლა უძლიერესად ითამაშა!!!
საუკეთესო იყო კლაუდიოსთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ მარკიზიო გოლამდე არ ჩანდა მოედანზე.
ამ ორ ფეხბურთელმა გადაწყვიტა მატჩის ბედი :love:

12 years ago

http://www.facebook.com/pages/Telekompania-GMG/100145996730922?ref=ts

ჯუვეს თამაში ავირჩIოთ რა კაცურად. გმგძე რო გავიდეს :) :forza: :forza:

bacho kochlashvili
12 years ago

paziencas 6.5 i rato uceria dzaan magrad itamasha tan shefasebashic yvelaferi dadebit uceria. me piradad pirlos ar yofna titqmis ver vigrzeni imito ro tavis fexburti itamasha am kacma da ara pirlos shemcvleli :chuvak:

აკაკი მეტრეველი

კუალაირელაზე მიცემულ შეფასებას კატეგორიულად არ ვეთანხმები

giorgi sidiani
12 years ago

ვისიამოვნე მაგ თამაშით რა.კარგია როცა შენი საყვარელი გუნდი სულ რო უტევს.ისე როგორ ჩეხაობდნენ ეგ ჩეზენას ფეხბურთელები

12 years ago

მარკიზიოოოოო

nika sixarulidze
12 years ago
Reply to 

დზმა გეტახმები ეგ საუკეტესო დელ პიეროს მერე

nika sixarulidze
12 years ago

სუპეეეეეეეეეეეეეეეეეეეერრრრრრრრრრრრრრრრრრრრ

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x