ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯაკერინი : “ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა მოვახერხე”

ტურინის “იუვენტუსის” მაისურით გატანილი პირველი გოლი ემანუელე ჯაკერინისთვის საიუბილეო მატჩში გავიდა, გუშინ იტალიელმა ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე კარიერაში მე – 200 შეხვედრა ჩაატარა. “ჩეზენას” ყოფილი ფეხბურთელი “ბოლონიასთან” სათასო დაპირისპირების შემდეგ ბედნიერი გახლდათ : “მოხარული ვარ, რომ “ბებერი ქალბატონის” მაისურით პირველი გოლის გატანა შევძელი, ამასთან, “იუვენტუსმა” შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.1/4 ფინალში თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა. კოპა იტალიაზე ადრეც მითამაშია, მაგრამ სერია B – დან, ახლა სრულიად სხვა სამყაროში ვარ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, კმაყოფილი ვარ, თუმცა პირველ ტაიმში საკუთარი თავის პოვნა გამიჭირდა, რამეთუ სტუმრები დაცვის მარჯვენა ფლანგს კარგად აკონტროლებდნენ.”

მატჩის მეორე ნახევარში გუნდმა უკეთ იასპარეზა : “დიახ, შესვენების შემდეგ უფრო სწრაფად თამაში დავიწყეთ.გვქონდა შანსი, გამარჯვება ძირითად დროში მოგვეპოვებინა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით.ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი – შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო.”

ანტონიო კონტემ ინტერვიუში მისი შეგირდი შეაქო : “ძალიან მსიამოვნებს, რომ მწვრთნელისგან საქებარ სიტყვებს ვისმენ.აუცილებლად განვაგრძობ პროგრესირებას, როგორც ფეხბურთელი.მიმდინარე კვირაში ბევრი ვიშრომე და საბედნიეროდ მოედანზე გასვლა დავიმსახურე.მითუმეტეს, ჩემს პოზიციაზე გუნდში რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე ირიცხება.”

შემდეგი გამოცდა ბიანკონერებს იტალიის დედაქალაქში, “რომას” წინააღმდეგ ელით : “ახალ მოწინააღმდეგეზე ფიქრი უკვე დავიწყეთ.ჯილიაროსის ძალიან სჭირდება გამარჯვება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.დედაქალაქს მხოლოდ სამი ქულისთვის ვესტუმრებით.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მალადეც ჯაკე!!! ტიპი გაიხსნა, ჩეზენას ჯაკერინი გამახსენდა.. იქაც ასე ატერორებდა მცველებს

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ ჯაკერინი მომწონს რა ძაან ენერგიულია,სისწრაფე ეს დრიბლინგები და ხლაფორთობა ძაან მაგრად გამოსდის იმენა ტიპები გააბრუა :lool: საღოლ ტო !!! ელიაც კარგი იყო ! აუ ეს რა მეკარე ყავდათ კარგა ხანი მემახსოვრება მაგ მეკარის საოცრებები.

Di Francesco # 1
12 years ago

goglikaa
რატო და ის უნდა გააკეთოს რაც გუშინ გააკეთა
არ გინახია გუშინდელი თამაში?
:italy:

goglikaa
12 years ago

ეს ჯაკერინი იუვეს ფეხბურთელი კია, მარა მაგრა არ მევასება, რატო ყავთ ეს გუნდში საერთოდ ვერ ვხვდები

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x