პეპე : “იმედი მაქვს, გოლის გატანას ხვალაც მოვახერხებ”
შრომისმოყვარეობის განსაკუთრებული გრძნობითა და უმნიშვნელოვანესი გოლებით სიმონე პეპე დღევანდელი “იუვენტუსის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.ხვალ, იტალიელ ნახევარმცველს მისი მშობლიური გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში…
“ჯილიაროსისა და განსაკუთრებულად ამ გუნდის ახალგაზრდული სექტორის მადლიერი ვარ, სწორედ მათი დამსახურებით ვარ დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი.იმედი მაქვს, ხვალ გოლის გატანას კვლავ შევძლებ.თავს ტურინის “იუვენტუსის” ნაწილად ვგრძნობ, მუხლჩაუხრელად ვშრომობ, რათა ყველაფერი ასე გაგრძელდეს.ახალგაზრდული ასაკიდან ვცდილობდი ტოტისა და შევჩენკოს მსგავსად მეთამაშა, ახლა კი მაქვს პატივი, დიდი ფეხბურთი ვითამაშო.”
“სკუდეტოზე საუბარს აზრი არ აქვს – ჯერ ადრეა.მართალია, სერიოზული გამოცდები უკვე ჩაგვიტარდა, ვეთამაშეთ გუნდებს, რომლებიც სერიოზულად იბრძვიან ტიტულისთვის, მაგრამ მიზნამდე ჯერ კიდევ შორია.ბონიპერტი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ დიდი გუნდის ასაშენებლად გამარჯვების დაუოკებელი გრძნობა და ტალანტია საჭირო.დღევანდელი შემადგენლობიდან ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამოყოფა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირლო იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.”
“4-3-3 ტაქტიკაზე გადასვლა ჩემთვის მცირე საჩუქარი იყო, ამ პოზიციაზე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, უდინეში სწორედ მარჯვნიდან ვუტევდი.გარდა ამისა, ვარჯიშების დროს უდიდეს ყურადღებას ვამახვილებთ კარში დარტყმებზე, მატჩის მიმდინარეობისას საშუალება მაქვს, ხელსაყრელი პოზიციიდან აქტიურად შევუტიო.“
სიმონემ გოლის განსაკუთრებულ აღნიშვნაზე, გოლფის სტილზეც ისაუბრა : “გოლფის თამაში აკვილანისთან ერთად დავიწყე, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.ახლა, როცა ალბერტო მილანში თამაშობს, ამ სპორტის სახეობას უმეტესად ვიდალთან ერთად ვეუფლები.რაც შეეხება არტუროსთან ერთად გოლის აღნიშვნის მეორე სტილს, ეს Tuttosport – ში წაკითხული სტატიიდან ვისწავლე, რომელიც ჩილეს მთავარ მწვრთნელს, ბორგის ეხებოდა.ეს მხოლოდ ხუმრობაა, ვიდალთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი დიდი მეგობარია.მის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაკვირვებული ვიყავი, ისლამ მითხრა, რომ ჩილეში არტუროს უდიდეს პატივს სცემენ, სწორედ ამიტომ საუბრობენ მასზე ამდენს.”
“მილანი ? – იუვენტუსში 24 კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ირიცხება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია თანაგუნდელის ჩანაცვლება.ბუნებრივია, როსონერის აქვს უპირატესობა, მაგრამ სიძლიერე მოედანზე უნდა დაამტკიცო.ვფიქრობ, რომ დღევანდელ იუვენტუსს გაცილებით მეტად სურს გამარჯვება, ვიდრე მილანს.არ შეიძლება არც უდინეზეს დავიწყება, რომელიც საუცხოო ფეხბურთს აჩვენებს.”
წყარო : Tuttojuve
ხვალ 1-3 ვიგებთ
ikajuve1011

ააააა შენ ეტყობა დინატალე და უდინეზე აგერია ერთმანეთში
არადა მე უდინეზე საერთოდ არ მიხსენებია და საერთოდ არ მაინტერესებს ლიგაზე გავა თუ გავარდება
შეილება უდინეზე ვერ მოხვდეს ექვსეულში მარა დინატალე რო ბომბარდირი გახდება ზედიზედ მესამედ მაგის გარანტიას მე გაძლევთ
LEVANKA

დონე რა არსენალს ვერ მოუგეს, და შეიძლება მაგხელა დონე არააქვთ რო არსენალს მოუგონ მარა რომას ნაპოლის მილანს და ინტერს, რასაც უშვება კი ვნახეთ რომას და ინტერს მოუგო დანარჩენებთანაც არ წააგებს
—————————————————
წელს თუ წავაგებთ წავაგებთ დინატალესთან კონკრეტულად თუარადა წელს არ წავაგებთ
შარშან კინაღამ მოუგო დინატალემ მილანს მილანშ, თუ არვცდები 2 გოლი გაიტანა და ქ საგოლე პასი, ამას მილანში მარტო მესი თუ გააკეთებს
—————————————————
მოკლედ მესის არ ვადარებ მარა დიდი ფეხბურთელია
—————————————————
ხვალ უეწველი უნდა მოვიგოთ და ზამთრის ჩემპიონები ვიქნებით, ჯერჯერობით
ჰოო მესი და დინატალე თუ გაარღვევენ მილანში მილანს
კარგი რა დინატალე.. წელს დინატალე ექვსეულშიც ვერ მოხვდება.. ანუ ევროთასების გარეშე დარჩება.. სავარაუდოდ ნაოპილიც, ნუ ნაპოლი უფრო სამეულში ვერ მოხვდება : )
LEVANKA


ხო ნაპოლიოს გაჭირდება და ორივეს გატაანაა უეჭველი
უდინეზეს როდის არ ეყოფა დონე? სეზონის მესამედი ლიდერია
შარშანდელ შედეგს გაიმეორებს უდინე მინიმუმ
გუნდს ყავს ლიდერი რომელიც 100%_ით ასრულებს რაც ევალება
დიდი ფეხბურთელია დინატალე და უკეთესი იქნებოდა დიდ გუნდში ქონოდა შანსი თავის დროზე, ასეთი ფეხბურთელისთვის ემპოლი და უდინეზე არაა შესაფერისი გუნდი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხო, კაი იქნება ჯოვინკოსაც თუ დავაბრუნებთ და დინატალესავით პატარა გუნდის ლიდერად არ დავტოვებთ, აშკარად არაა სება დინატალეზე ნაკლები
შარშან 4–ზე გავიდა და დონე არ ეყო რომ ლიგაზე გასულიყო. მე ვფიქრობ წელსც მასე დაასრულებს. ჯოვინკო კარგია მაგრამ, ჩემის აზრით იუვემ უნდა იყიდოს მაღალი დონის თავდამსხმელი როგრიც მაგალითად აგუერო იყო და არ იყიდა და ერთი მაღალი დონის მარცხენა მცველი.
დღეს ნაპოლიმ რომ წაგოს თუმდაც ფრე ითამაშოს მაგარი გამისწორდება. უდენეზე საოცრებებს შვრება მაგრამ დონე არ ეყოფა, რომ ბოლომდე გაქაჩოს.
ერთი მაღალი დონის ცენტრფორვარდი მინდა კიდე რო ვიყიდოთ
მოჯი მილანმა გამარჯობაო
ეხა რო მოვიგოტ ბაი ბაი

მილანმა ვერ მოიგო !!!!!!!
მოჯი მართალია ერთი იბრას სტილის თავდამსხმელი გვინდა. ეგეტი მე კავანი ვიცი. ასევე ბალოტელი. იგუაინი. ტორესი (მიუხედავად ყველაფრისა). ეტოო. ჯეკო. იოვეტიჩI (ეს აქედან ყველაზე მეტად მინდა)
ბენზემაააააააააა
მიუხედავად ყველაფრისა ტორესი მინდა მაგრად

ტურინის იუვენტუსის ერთერთი წამყვანი ფეხბურთელი რო მისაბაძ ადამიანად ამ წუთში დინამოელ შევჩენკოს დაასახელებს,ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, ეტყობა პეპეს მარტოა დიდი ფეხბურთელია არაა…
