ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრეზიდენტები მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ

დღეს დილით რომში “კალჩიოპოლის” საქმის სამუდამოდ დაარქივებასთან დაკავშირებით საბჭო შეიკრიბა. საბჭოს სათავეში იტალიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჯიანი პეტრუჩი უდგას. შეგახსენებთ, მცირე ხნის წინ “იუვენტუსმა” 2006 წელს მიღებული ზარალის ანაზღაურება სასამართლოს ძალით ითხოვა. შეკრება სწორედ ამ აპელაციის პასუხია. მას ანდრეა ანიელისთან ერთად, დაზარალებული კლუბების პრეზიდენტები, მათ შორის ადრიანო გალიანი, “ფიორენტინას” თავკაცი ანდრეა დელა ვალე და დე ლაურენტისი ესწრებიან, თუმცა არცერთი მათგანის კლუბს “სერია ა” არ ადუტოვებია. მოპასუხე მხარის სტატუსით “მშვიდობის” მაგიდად” წოდებულ მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება მასიმო მორატიც. აღსანიშნავია, შეკრების მოტივი რაიმე გადამჭრელი ზომების მიღება კი არა, დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და აჟიოტაჟის საბოლოოდ ჩაცხრომაა. მოლაპარაკებების დაწყებამდე, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა…

აქ იმისთვის მოვედი, რომ მხარეების სიტყვა მოვისმინო და ჩემი სათქმელიც ვთქვა – განაცხადა მორატიმ – შევეცდებით მრავალი საკითხი დღესვე მოვაგვაროთ. ჩამოვართმევთ თუ არა ერთმანეთს ხელს მე და ანიელი? არ ვიცი, ვნახოთ.

ჟურანლისტებს ესაუბრა “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისიც: ” იმედია, “იუვენტუსი” და “ინტერი” საბოლოოდ მორიგდებიან. თქვენ მოლაპარაკებათა მაგიდას “მშვიდობის მაგიდას” უწოდებთ, მე მას “გადატვირთვის მაგიდას” ვუწოდებდი. სალაპარაკო ბევრია, იტალიური ფეხბურთი არაპროგნოზირებადი აღარ უნდა იყოს.

დელა ვალე: “არ ვიცი მაგიდა მრგვალია თუ ოთხკუთხედი. არც ის ვიცი, რას განიხილავენ შეკრებილები, მაგრამ მინდა გავიგო, რას იტყვის პეტრუჩი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bakuri antia
12 years ago

მორატი,ასე ვნახე შენზე შემომჯდარი ანიელები :achuu:

bacho kochlashvili
12 years ago

miusxdnen tore rame ar dagvibrunon ukan :mad:

juventus-italy
12 years ago

მეზიზგება მორატი ყველაზე მეტად

alex-pinturicchio
12 years ago

არაუშავს ყველამ იცის იტალიაში რო იუვენტუსი არ არის დამნაშავე და ეს ნაგავი მორატი და გალიანი + ბერლუსკონი ურევია.მთავარი იცი რა არის? რო გადმოვედით სერია A ში ინტერსაც მოუგეთ,მილანსაც,რომასაც და ლაციოსაც . დღესაც მასეა და სულ მასე იქნება.მორატისნაირი გველი არ არსებობს.30 წელი დელე ალპიზე მოგებული არ ჰქონდათ და ყველა ხერხს მიმართა,მაგრამ მოვიდა ჩვენი დრო ისევ და მაგათ დედიკოებს მაინც გადავიმტვრევთ მუხლებზე.

Vaxooo
12 years ago

პროსტა რო ვუკვირდები როგორ დაგვიჩაგრეს იუვე, ყველა ვინც იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა სათითაოდ უნდა დახვრიტონ და მორატი დახვრეტასაც არ იმსახურებს

12 years ago

ოპააა , მორჩA სხლდომა და კომენტარებიც გააკეთეს .. თურმე ყველა თავის პოზიციაზე რჩება და დათმობა არავის უნდა … თან თურმე ფედერაციაც არ გვეხმარება ოხხხ მაგათი

italiajuve
12 years ago

ძმებო ვინმემ ხომ არ იცით სად ვიშოვი ჯუვენტუსის ახალი სტადიონის გახსნის ვიდეოს ოგონდ თავიდან ბოლომდე რომ იყოს?? ძმურად თუ ვინმემ იცით მომწერეთ აქ და შეგეხმიანებით. forza juventus :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

12 years ago

რაც უფრო მეტი დრო გავა და გვიან განიხილავენ ამ საქმეს, მით უფრო გაირკვევა სიმართლე და გაგვამართლებენ… ეხლა ისევ იმ მაფიის ხელშია ყველაფერი, ვინც მოაწყო კალჩიოპოლი… ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება გასაჩივრების უფლების გარეშე ეხლა არ უნდა იქნეს მიღებული… (ვგულისხმობ ნეაპოლის პროცესს და არა ამ შეხვედრას)

NEDVEDA11..
12 years ago

როდესღაც, ეს ხვალ იქნება თუ 10 წლის შემდეგ სიმართლე გაირკვევა.
სკუდეტოებიც დაგვიბრუნდება და დამნაშავეებიც დაისჯებიან!

იუვე !!! :juvee:

d a v i d
12 years ago

ფულის მომცემი არავინააა თან რა კოლოსარულ თანხას ვითხოვთ და ის ჩამორთმეული თასები მაინც დაგვიბრუნონ!!!! :juvee: :juvee: :juvee:

bacho ninua
12 years ago

ჩვენ რა ხეირი? (გულშემატკივრებს ვგულისხმობ)

Vaxooo
12 years ago
Reply to  bacho ninua

არც არაფერი ხეირი, ჩვენ რა ხეირი უნდა გვქონდეს :D ეგრე გუნდი რო იგებს ჩვენ რაა :lool: :lool: :lool:

Gio Darja
12 years ago

არ ჩამოართვა ანდრეა იმ ბებერ მელას ხელი :blin:

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x