ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 4 – 0 “ოლიმპია ანიონეზე” ( მიმოხილვა )

ანტონიო კონტეს შეგირდები “ნოვარასთან” მატჩისთვის ემზადებიან.გუშინდელ ვარჯიშზე ვინოვოს სამწვრთნელ ბაზას სერია D – ს ბინადარი “ოლიმპია ანიონეზე” ეწვია, რომელმაც მეგობრული მატჩი გამართა ბიანკონერებთან.

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად 4-3-3 ტაქტიკა აირჩია, ძირითად შემადგენლობაში კი შემდეგი ფეხბურთელები დააყენა : სტორარი; მოტა, სორენსენი, ბონუჩი, დე ჩელიე; მარონე, პაციენცა, ჯაკერინი; დელ პიერო, კრასიჩი, კვალიარელა

შეხვედრის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში ანგარიში კაპიტანმა გახსნა, რომელმაც მარკო მოტას გადაცემით იხეირა და ანგარიში გახსნა.უპირატესობის ორამდე გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა ფრედერიკ სორენსენს, თუმცა დანიელი მცველის აქტიურობას სტუმართა მეკარე დაუპირისპირდა.

მეორე გოლი მიკელე პაციენცას წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა, რომელმაც მილოშ კრასიჩს გაუკეთა გადაცემა, სერბის მოწოდებას ფაბიო კვალიარელას უძლიერესი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გაორმაგდა.

მატჩის მეორე ნახევარში ანტონიო კონტემ თამაშის გამწვავება გადაწყვიტა და მოედანზე ელჯერო ელია, მარსელო ესტიგარიბია, ლუკა ტონი და სიმონე პეპე შემოუშვა, შესაბამისად, ალესანდრო დელ პიეროს, პაოლო დე ჩელიეს, ფაბიო კვალიარელასა და ემანუელე ჯაკერინის ნაცვლად.მოედანზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში სახიფათო მომენტი პეპემ შექმნა, თუმცა “ოლიმპიას” კარი ამჯერად ხარიხამ იხსნა.სულ რამდენიმე წუთში ლუკა მარონეს კარგი პასით კრასიჩი მეკარესთან ერთი – ერთზე დარჩა და მესამე გოლის გატანა შეძლო.გატანილი გოლის შემდეგ სერბის ნაცვლად მოედანზე ალესანდრო მატრი გამოჩნდა, მიკელე პაციენცა კი პრიმავერას ნახევარმცველმა, ნიკოლო კორტიკიამ ჩაანაცვლა.

მეოთხე გოლი განსაკუთრებით სანახაობრივი გამოდგა.მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული სოლო რეიდი თავად მარკო მოტამ დაასრულა და სტუმრების გამანადგურებელ ანგარიშს წერტილი დაუსვა.

შეხვედრის ბოლო წუთებში თავის გამოჩენის კარგი შანსები ჰქონდათ სორენსენსა და მარონეს, თუმცა ახალგაზრდებს არ გაუმართლათ.დანიელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, დარტყმაც შეასრულა, თუმცა ძელმა გოლის გაშვება არც ახლა ინება.იტალიის U21 ნაკრების ნახევარმცველმა კი მარცხენა ფეხით დაარტყა, ბურთი კარს სულ რამდენიმე მეტრით ასცდა.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

Juventino17
როგორც მოტას პოზიციაზეა სქმე აწყობილი ნეტა ყველგან მასე იყოს :chuvak:
:italy:

Juventino17
12 years ago

ისა და არ მაგინოთ მარა მემგონი მოტა შანსს იმსახურებს, თან ახლა ყველზე მეტად მაგ პოზიციაზე გვიჭირს

shot10
12 years ago

კონტე – დელპოს საუბარი:

დელპო: _ ხო ხედავ რა გოლი გავიტანე ერთი შეხებით?
კონტე: _ ხოო მაგრამ …
დელპო: მე და კვალი გვათამაშე უეჭეველი
კონტე: ?

iosi shalolashvili
12 years ago

:juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

რან გაგაკვირვათ მოტას გოლში? რადგან მცველია ფეხბურთელმა ბურთის მკერდით გაჩერება და მინდორზრ დაუშვებლად დარტყმა არ უნდა იცოდეს? :chuvak:
მოტა ძან მომწონს მარა ლიხშტაინერის გამო ვერ ვამბობ რო შანსი უნდა მიეცეს
მემგონი ჯობია წავიდეს
:italy:

12 years ago

ბიჭო მოტამ როგორ იცის ხოლმე თავის გაგიჟება :D

12 years ago

კაპიტანმა გენიალური გოლი გაიტანა.. ასევე მოტას მინდა დავუფასო, იმენა შეასრულა)))

G M
G M
12 years ago

4:0

bacho kochlashvili
12 years ago

au dechelies mota mircevnia mainc ufro gamocdilia
:chuvak:

12 years ago

მოტა რა გიჯია :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

მოტამ რა მაგარი გოლი შეაგდო
ბარემ პალტოებიც ჩაეცვათ, გრძელი შარვალი გრძელი მაიკა, ქუდი , კაშნი , ხელთათმანი :chuvak:
:italy:

NEDVEDA11..
12 years ago

მოტა რა კაცია :lool:

პ.ს.
კუალი თავის შანს ელოდება.
ერთი უნდა შეაგდოს რა სერია ა-ში და გაიხსნება
:juvee:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x