ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარბარობას გილოცავთ !

17 დეკემბერს, სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).

ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.

ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს– და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha goshadze
12 years ago

gilocavtt yvelas :love:

giorgi sidiani
12 years ago

გილოცავთ ყველას,მრავალს დაესწარით :*:*

12 years ago

გილოცავთ :kiss: :davliot:

delpo
12 years ago

გილოცავთ ყველას უფალი გვფარავდეს

Beeq ... Sempre Juve ...

გილოცავთ ყველაააას … ასე მგონია რომ ყველა იუვეს გულშემატკივარი რაღაც განსაკუთრებული ადამიანიაა … თქვენ გენაცვალეთ :*:*:*

snuff-juve
12 years ago

ყველას გილოცავთ ბიჭებო მრავალს დაესწარით :kiss:

ლაშა ცხვარაძე

გილოცავთ ყველას დაესწარით მრავალს

vako-10
12 years ago

გილოცავთ ბარბარობას მრავალს დაესწარით

Z u R a noniashvili
12 years ago

gilocavt mravals daescarიტ

12 years ago

ყველა ვულოცავ, მრავალს დაესწარით :love:

Nodari gogaladze
12 years ago

გილოცავთ! მრავალს დაესწარით ქართველებოო :love: :love:

12 years ago

გილოცავთ მრავალს დაესწარით//

king_arturo
12 years ago

შეგვეწიოს ქალწულმოწამე წმ. ბარბარეს მადლი სრულიად საქართველოს!!!

აკაკი მეტრეველი

გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით, წმინდა ბარბარეს მადლი გფარავდეთ სულ ყველას :kiss: :kiss: :kiss: :kiss: :kiss: :kiss: :kiss:

tabajuventino
12 years ago

ყველას გილოცავთ ბიჭებო დაესწარით მრავალს !!! :love: :juventus:

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x