ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ”

“იუვენტუს სტადიუმზე” მიღწეული მორიგი გამარჯვების შემდეგ, ანტონიო კონტე საკუთარ შეგირდებს აქებს. ამასთან მთავარი მწვრთნელი არც დაშვებულ შეცდომებს ივიწყებს და გვპირდება, რომ მომავალში მათ გამოსწორებაზე იზრუნებს…

გაფუჭებული მომენტები? ერთადერთი გამოსავალი მეტოქეთა კარის გაფართოვებაა – ხუმრობს კონტე – კვირის განმავლობაში საკითხზე ბევრს ვმუშაობთ, მომავალი შეხვედრისათვის ვეცდებით ამასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემები შეიქმნას და მეც გულის შეტევას გადავრჩე! თუმცა მირჩევნია ამ ბოლო პრობლემამ უფრო შემაწუხოს, ვიდრე სხვა სირთულეები გვქონდეს. მომწონს, როგორ იკაფავს გუნდი გზას გოლისაკენ. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ბოლო წლებში გაწეული შრომისათვის “ნოვარას” შევაქო, მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. დღეს მოპოვებულ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ხვალ კი “უდინეზეზე” ფიქრს დავიწყებთ, ეს იქნება წლის პოზიტიური დასასრული, ყველანაირი მოლოდინის გადაჭარბება. ”

1-0 -ზე ჩვენი გამარჯვება საფრთხის ქვეშ იყო. ამ დროს დაცვაში ჩაჯდომასა და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრს ვერ დავიწყებდით. ფაბიო? მას ყოველთვის მნიშვნელოვან ფიგურად მივიჩნევდი. საჩუქარი არავისთვის გამიკეთებია, მოედანზე საუკეთესო თერთმეტი კაცი გამოდის. რაც შეეხება ჯიჯის, ბუფონი მსოფლიოში საუკეთესოა და მისი იმედი ყოველთვის მქონდა. ესეც რომ არა, ის ხელფასი უნდა დაიმსახუროს, რასაც იღებს! მომწონს თუ არა კასერესი? თუ საქმე მოწონებაზეა, მე ქალები მირჩევნია. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vaxooo
12 years ago

მაგარი კაცია რაა, სად ქალები და სად კასერესი :lool:
რაც შეეხება უდინეზესთან მატჩს, ალბათ პირველი წრის უმნიშვნელოვანესი თამაში იქნება. ფაქტიურად ფინალის ტოლფასი, თუ ზამთარს პირველ ადგილზე შეხვდება გუნდი მორალურად ძაან წაადგება, მარა ამ უდინესთან თანაც ფრიულიზე უძნელესი იქნება მოგება!
ზუსტად ერთი წლის წინ მახსოვს რო ვეთამაშებოდით კიევოს და ბოლოს წუთზე დავკარგეთ ქულები, ხოდა იმ დროისთვის გუნდი იყო მეორე ადგილზე და იმის მერე დაიწყო ჩავარდნა

12 years ago
Reply to  Vaxooo

თან მაშინ სტორარიმ მაგარი პენალტი მოხსნა, მერე კვალიარელამ მაგარი გაიტანა და ბოლო წუთზე იმათმა გაგვიტანეს. არადა კრასიჩმა ისეთი გარღვევა განახორციელა და შტანგას გაარტყა

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x