ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “კასერესი ? – საინტერესო ფეხბურთელია”

ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ბიანკონერების წარმატების მთავარ გასაღებად ანტონიო კონტეს მიიჩნევს : “მწვერვალამდე მან ძალიან დიდი გზა გაიარა.ანტონიომ გუნდთან ბევრი იმუშავა და ჩამოაყალიბა მებრძოლი სული, ახლა თითოეულ ფეხბურთელს გამარჯვების უდიდესი სურვილი აქვს”. მოახლოვებული შობა ბოლო იქნება ბებერი ქალბატონის ლეგენდისთვის, საუბარია ალესანდრო დელ პიეროზე, მაგრამ ჯუზეპე ამ თემაზე არ საუბრობს : “კონტე შესანიშნავად იცნობს მის შეგირდებს და მოედანზე გამოსვლის შანსს მხოლოდ საუკეთესოდ მომზადებულებს აძლებს.კვალიარელა ? – ფაბიომ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ბედნიერები ვართ, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი მინიმალურ დროში გაიტანა.

არდადეგებამდე ტურინელებს გასვლითი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ, უდინეში : “უმნიშვნელოვანესი მატჩი, მაგრამ არა გადამწყვეტი”, აცხადებს მაროტა, რომელსაც შემდეგი კვირიდან სატრანსფერო ბაზარზე ექნება სამუშაო : “კონკრეტული სამიზნეები არ გვყავს, მაგრამ სხვადასხვა კანდიდატურებს აუცილებლად განვიხილავთ.მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გუნდი გავაძლიეროთ.ტევესი ? – ის არ გვაინტერესებს, შეიძლება მან იტალიაში განაგრძოს კარიერა, მაგრამ ეს გუნდი იუვენტუსი არ იქნება.”

მაროტა არ გამორიცხავს, რომ “ინტერი” კვლავ იბრძოლებს სკუდეტოსთვის : “გასული წლების სტატისტიკა ამტკიცებს, რომ გრანდებს სწრაფად შეუძლიათ კრიზისიდან თავის დაღწევა.ყველაფერი შესაძლებელია, ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი.”

მსოფლიო პრესა “იუვენტუსს” მარკო ბორიელოს უკავშირებს, რომელიც იანვარში “რომას” დატოვებას გეგმავს : “სატრანსფერო ბაზარზე არსებულ ვითარებას ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო კონტესა და მისი ბიჭების მონაგარი, ისინი პირველ ადგილზე იმყოფებიან.გამარჯვებისთვის ვიბრძვით, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად მიდის.”

მარტინ კასერესის შესაძლო დაბრუნების შესახებ სპორტულმა დირექტორმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა : “კასერესი – სერიოზული ფეხბურთელია, იგი კარგ თამაშს აჩვენებს და ევროპულ გრანდებს მისდამი ინტერესი ნამდვილად აქვთ.მისი შეძენა 12 მილიონად შეგვეძლო, მაგრამ იმ მომენტისთვის ფეხბურთელი იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, ამიტომ უარი განვაცხადე.ურუგვაელი ნამდვილად საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ გასათვალისწინებელია ეკონომიური შესაძლებლობებიც .”

გასულ კვირას რომში კალჩიოპოლისთან დაკავშირებით სასამართლო გაიმართა, რომელიც სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა : “მომავალს მშვიდად ვუყურებთ.იუვენტუსი მხოლოდ სიმართლისთვის იბრძვის.შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა ? – დიალოგის ფორმით საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ სიმართლის თქმა არავის სურს.”

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LasHa janelidze
12 years ago

მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სოლდადოს იუვეში რავი ეგ ჩემი აზრია.გინდა დამეთანხმეთ გინდ არა :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

juventus-italy
ხო ძლიერი რო არაა მაგას 3 თვეა უკვე ვიძახი მარა ვის ჯერა :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

juventus-italy
ვიდალი ჩამშლელი არაა? :lool: მაგი თუ შემქმნელად თამაშობდა ბაერში, მაშინ სერიოზულ პასებს გაუჩითავდა მაყურებლებს :chuvak:

juventus-italy
12 years ago

ჩამშლელი არაა მეთქი არ მითქვია ზმაო კარგად წაიკიტხე. ზლიერი ჩამშლელი არააა მეთქი ვტქვი . მაშინ პარალელს არ გავავლებდი ცენტრალურ ნახევარმცველებთან

12 years ago

კასერესს რაც შეეხება, არამგონია დააბრუნონ. მითუმეტეს ეხლა ფორმაში არ არის.. რეალთან საშინლად ითამაშა.

12 years ago

juventus-italy – პეპეზე გეთანხმები, ეგეთი აღმავლობა რაც მაგას აქვს კარიერაში ერთხელ ხდება.. მაქსიმუმია რასაც აჩვენებს.

აი ვიდალზე არ გეთანხმები, ეგ ბიჭი გაიბრწყინებს კიდევ. ჯერ ეხლაც იმდენად მძლავრად გამოიყურება რო იუვე მის გარეშე წარმოუდგენელი მეჩვენება. კიდევ მოუმატებს, იმიტო რო შეუძლია. ნუ დაცვით ოპერახციებში რაღა უნდა მოუმატოს, მაგრამ შეტევით ოპერაციებში ცოტა გახსნა ჭირდება. რომ შეუძლია ფაქტია

juventus-italy
12 years ago
Reply to 

კი ბრატ მაგრამ ვიდალი არის ნაყიდი ცენტრში სათამაშოდ,ჩამშლელად და ეგ ვერააა და ვერც იქნება ისეტი დონის ჩამშლელი როგორიც მაგალითად ვიეირა,ვამ ბომელი,დიარა,კეიტა,ესიენი,გერარდი,ტურე და მაგიტომ ვამბობ თორე პაბალშომუ არააა ცუდი ფუტბალისტი

mishka berianidze
12 years ago
Reply to  juventus-italy

არავინ არ იცის როგორ განვითარდება ესა თუ ის მოთამაშე მაგრამ ფაქტია რომ პირველ სეზონში რასაც აკეთებს მაქსიმუმია მეტს ჯერ ვერ მოვთხოვთ და რომც მოვთხოვოდ ვერ გააკეთებს ვიდალი კიდევ უფრო დაიხვეწება და მე მჯერა რომ მისგან მინიმუმ დავითსის დონეს და მაქსიმუმ ვიეირამდე მივა რადგან ეტყობა რომ მებრძოლი სული აქვს.

juventus-italy
12 years ago

5 და 10 მილიონის გამო არ იყიდა აგუერო და დზეკო (კიდევ რამდენი ძლიერი ფეხბურთელი) ორივე დაფრინავს რა დღეშია . ტიპი იმენა სულ ცდილობს დააკლებიოს და რო არ უკლებენ 2 მილიონს აგარ ყიდულობს ვაჭარია იმენა სულით.მესიზე რო უთხრან 10 მილიონად მოგზიდიო მაინც შეევაჩრება რვათ მომეციო :)))

ეს სასტავი და ეს ფეხბურთელები (ნახევარი რა თქმა უნდა, ყველა კი არა)არარიან ბარსას ,რეალის,სიტის,იუნაიტედის…. დონის გუნდები, ქაჩავენ მარტო იტალიაში და ისიც დროებით. ლიგაზე რო გავა მერე მაინც თუ არ იყიდეს ჩემპიონები გადაუვლის მთელი ლიგა სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.მაგიტომ ვიძახი თორე პეპე ზაანმაგარი მუშაა და მაგარი მევასება მაგრამ არააა ეგ ჯუვეს ასნავნოის ღირსი.

Di Francesco # 1
12 years ago

bero-juve10
ცენტრალურუ მცველი რატო გვჭირდება?
ხო ბორიელოს ყიდვა სისულელე იქნება, იმიტო არა რო ცუდი ფეხბურთელია ყოველთვის მომწონდა და ვერ ვხვდები რატო არ ათამაშებენ სასტავში,უბრალოდ როცა ტონის, ამაურის და იაკინტას უშვებ,ისეთი უნდა იყიდო რო ამ სამიდან ერთერთს ამინც რო ჯობდეს
ისე ტონი რო დატოვონ ან იაკინტა ცუდი არ იქნება

juventus-italy
12 years ago

რა ბორიელო რის ბორიელო,მაგაზე უკეთესი თავდამსხმელები ზამენაში გვყავს რაგად გვინდა კიდევ ეგეთი ჯართი. გაყიდონ ტონი,იაკინტა,ამაური დაახლოვებით 20 მილიონამდე ავიგებთ ამათგან და იყიდონ ვიგაც ნორმალური თავდამსხმელი რომელსაც შეუძლია მარტო გააკეტოს ყველაფერი და არა დაგეჭილი პასის მერე გაიტანოს.მაგარი წუწკია ეს მაროტა და კამპანია,ტვინი გაბურგეს სულ მუქთად უნდათ ფეხბურთელების დათრევა.ერთი პირლო დავითრიეთ ეგეთი და გონიათ სულ ეგრე იქნება რად გვინდა ვადა გასული და გუნდიდან გაშვებული ფეხბურთელები.

mishka berianidze
12 years ago
Reply to  juventus-italy

ბორიელოზე გეთანხმები მაგრამ მაროტა ძალიან ჭკვიანურად იქცევა და იცი რატომ ერთ ფეხბურთელში იუვე 40-50 მილიონს არასდროს იხდიდა პირიქით ვარსკვლავად აქცევდა და მერე თუ საჭიროება მოითხოვდა დიდ ფასად ყიდიდა 40 მილიონი მხოლოდ ერთ კაცში გადაიხადეს და ეს ბუფონი იყო ასე რომ არანაირად არ მინდა სიტის, ჩელსის, ლაციოს, რეალის ბედი გავიზიაროთ აგერ ტორესი ორჯერ 50 ლიმონად გაიყიდა და მაგის საფასური არაფერი გაუკეთებია იგივე შეიძლება ითქვას და უფრო მეტი იბრაჰიმოვიჩის ბარსაში გაშვებაზე ასევე კაკას გაყიდვა და ასეთები კიდევ რამდენია მე მხოლოდ ერთ კაცს ვიყიდიდი 40 მილიონად და ეს კაცი იქნებოდა ედინსონ კავანი რომელიც მართლა გამოადგება იუვეს .

mishka berianidze
12 years ago

ამ ეტაპზე გუნდს ყველაზე მეტად მარცხენა მცველი და ერთი ცენტრალური მცველი ესაჭიროება და მინდა რომ კოლაროვი და ჰუმელსი, სუბოტიჩი, ვერტონგენი, ჰუმელსი ამათგან ერთერთი აირჩეს ისე კი წამსვლელებიც რომ აქედანვე მოვიშოროთ უპრიანი არ იქნება მაგალითად ამაური, მოტა, იაკუინტა, გროსო, ტონი რომ ხელფასები არაფრის გამო არ ვუხადოთ
ისე კი კასერესი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია და გამიხარდება თუ დავიბრუნებთ მარტინს მადლობასაც ვეტყვი დალაქებიდან ერთ კაცსაც თუ წამოიყვანს საუბარი მაქვს ხესუს ნავასზე.

juventus-italy
12 years ago

კი ბრატ არ იხდიდა, მაგრამ მაშინ გვყავდა მოზგი მოჯი,რომელსაც შეეზლო ეგეტი ტრანსფერების გახორციელება და ეს მაგარი ბანზია კრასიჩში არ გაუმარტლა მარტინესში არ გაუმარტლა ამაური…… კასერესი მაგარი იყო და გაუშვა და ეხლა ისევ უნდა მოყვანა .მაგიტომ ვამბობ არ იცის ზმაო ამ კაცმა ეგეტი რაგაცეები არ ეხერხება და ტყუილად პროფესორობს. ეს რაც შეეხება ამ თავგასიებულ მაროტას. და მეორე რაც შეეხება 40 მილიონებს და სიტის ნაირ გუნდებს არც ეგ მითქვამს სიტიში და რეალში ზმაო ყველა ეგეტი ფეხბურთელია და არცმე არმინდა ეგეთი გუნდი, მაგრამ ერთი ორი უნდა გყავდეს ეგეთი ჩემპიონები რო გუნდმა მთელი სეზონი ეგრე ითამაშოს უკვე მერამდენე წელია მაგრად ვიწყებთ და მერე მე7… Read more »

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x