ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“უდინეზე” 0 – 0 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6.5 – დამაჯერებლად იცავს კარს, დროულად რეაგირებს ისლას თავურ დარტყმაზე.მატჩის მეორე ნახევარში ბურთის თამაშში შეყვანას ზედმეტად ჩქარობს.

ბარძალი 6.5 – “იუვენტუსის” ერთადერთი მცველი, რომელსაც ყვითელი ბარათი არ მიუღია.კონტრშეტევების დროს უშეცდომოა.არ ივიწყებს არც Fair Play – ს შესახებ.“მცველს ყვითელი ბარათების მიღების გამო არასდროს ადანაშაულებენ” – ხუმრობს მატჩის შემდეგ.

ბონუჩი 7 – თამაშობს ელეგანტურად, ტექნიკურად და დამაჯერებლად.მთლიანად კეტავს დი ნატალეს.ყოველთვის რჩება ბოლო მცველად და საბედნიეროდ, უშეცდომოა.სეზონის დასაწყისთან შედარებით სრულიად განსხვავებული თამაში აჩვენა.

კიელინი 6 – მატჩის დასაწყისში უშვებს შეცდომას, რომელსაც ისლას კარში დარტყმა მოჰყვა.ამის შემდეგ უშეცდომოა.”მაიკონისა და რობერტო კარლოსის წინააღმდეგ უხეშობა არ გამომდის” – ხუმრობს ჯორჯო, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში მშობლიურ პოზიციაზე ასპარეზობდა.

ლიხტშტაინერი 5.5 – დაბნეულია და არმეროს წინააღმდეგ თამაში უჭირს.მოხერხებული შვეიცარიელი გუშინ არც ისე ძლიერად გამოიყურებოდა.

ვიდალი 5.5 – როგორც ყოველთვის ბევრს მუშაობს, მაგრამ პრობლემები ექმნება.ხშირად იღებს ბურთს, მაგრამ უშვებს შეცდომებს.თამაშის წესის დარღვევის გამო იღებს ყვითელ ბარათს.

პირლო 6 – პირველ ტაიმში აქტიურია, მაგრამ მეორე ნახევარში პასიურად გამოიყურება, რის გამოც უბრალოდ ასრულებს მატჩს.

მარკიზიო 6 – უტევს, ამავდროულად კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.კარში დარტყმები არ გამოუვიდა.გასულ თვეში უკეთ გამოიყურებოდა.

ესტიგარიბია 5.5 – კარგი გადაცემა მარკიზიოზე, მაგრამ მატჩის დასასრულს უშვებს შეცდომას, რომელსაც “უდინეზეს” სახიფათო კონტრშეტევა მოჰყვა.შეხვედრის შუა ნაწილში ძალიან პასიურია.

დე ჩელიე ( 90 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

პეპე 6 – ბევრს ცდილობს, მაგრამ დაღლილობის გამო მოედანს ტოვებს.

დელ პიერო ( 81 – ე წუთიდან ) 6 – ორი კარგი გადაცემა პარტნიორებზე.

მატრი 5 – ბურთის კონტროლი ძალიან გაუჭირდა.

კვალიარელა ( 71 – ე წუთიდან ) 6 – გამოიყურება უფრო აგრესიულად.

კონტე – 6.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dato bolkvadze
12 years ago

მთლიანობაში იუვემ თავისი თამაში ვერ აჩვენა :down: მეტს მოველოდი :juventus: :juvee: :forza:

12 years ago

აგრესიული თავდამსხმელი გვინდაა….მატრი ფერნანდო ტორესს მაგონებს…როცა გაუსწორდება მასჰინ იტანს…ქალიშვილივითაა…თავს უფრთხილდება…

mamuka iosava
12 years ago

მაატრის მთელ თამაშს ალეს ერთი პასი ჯობდა:)))))))

little Pirlo
12 years ago

ვიდალს ძაან დაბალი შეფასება აქვს :( მეტი ეკუთვნოდა

Arancia Meccanica
12 years ago

ბონუჩი.. პესიმისტებო, ამ კაცს დიდი პოტენციალი აქვს..
:forza:

dito chanturia
12 years ago

ai marcxniv armero momewona darbis da arasdros ar igleba tan sakmaod dzlieria fizikuradac manamdec sakmaod kargi iyo tan italiis simbourshic moxvda sharshan nu erti sityvit cudi ar iqneboda rom moivanos marotam

Z u R a noniashvili
12 years ago

ტაქტიკა ისე იყო შერჩეული რომ აშკარად ფრეზე იყვნენ თახახმანი

Di Francesco # 1
12 years ago

სწორი შეფასებებია, ხო ბონუჩიც ამართლებს კონტეს ნდობას და ორივემ ისე ამოქაჩეს სეიძლება კიელინი დასვან სკამზე :chuvak: :lool:
მოკლედ დაცვა ასე ადვილად არ კეთდება, უფროდაუფრო მოუმატებენ და ლიგისთვის კარგად შეეწყობიან ერთმანეთს
ამ გუნდს აკლია ჯოვინკო და შეთამაშება ეს ორივე თუ იქნება ამ გუნდს ვერავინ ვერ გააჩერებს
:italy:

iosi shalolashvili
12 years ago

მატრიმ ვერ ითამაშა

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x