ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი: ” პირველი სამეული? ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა! “

“იუვენტუსი” ბრძოლას არ წყვეტს. “კალჩიოპოლის” საკითხზე იტალიაში ისევ დიდი დაძაბულობაა. გუშინ საქმეზე მომუშავე ერთ-ერთმა გამომძიებელმა საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა, დღეს კი სამართლიანობის აღდგენას ანდრეა ანიელი ითხოვს. ტემპერატურა ტურინში ცივი ზამთრის დროსაც არ ეცემა. პრეზიდენტი ისევ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და გუნდის მომავალ გეგმებსაც გვაცნობს…

“მშვიდობის მაგიდასთან” შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქ ამ საქმეში გარეული ყველა პირი ერთად შეიყარა. თავის პოზიციას არავინ ტოვებს, მაგრამ საბოლოოდ ყველა დოკუმენტაცია ამტკიცებს, პროცესი ნაჩქარევი იყო. აუცილებელია მთლიანი სურათი დაიხატოს. უამრავი რამაა, რაც უნდა გადაიხედოს, მათ შორის სასამართლოს არათანასწორი დამოკიდებულება. ”

“იუვემ” მომხდარის გამო ზედმეტად დიდი საფასური გაიღო. რომ არა ფრთხილი მუშაობა და გუნდის კაპიტალის გაზრდა, ახლა ქვედა ლიგებში ვიქნებოდით. თავს ვერ მოვიტყუებთ, ვითომ არაფერი მომხდარა და ვერ დავივიწყებთ, როგორ გაგვწირეს. ”

ზარალის ასანაზღაურებლად ასეულობით მილიონ ევროს ვითხოვთ. ჩვენ პირადად მორატისა და “ინტერის” წინააღმდეგ არ გამოვდივართ, ასევე მოციქცეოდით მის ადგილას სხვა კლუბი რომ იყოს, ჩვენ ხომ ომში არ ვართ. ზედიზედ სამი წლის ჩემპიონ მაურინიოს “ინტერს” კაპელოს 2004-2006 წლების “იუვე” 3-0 -ს მოუგებდა.

ასეა თუ ისე, ახლა ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება. ეჭვი არცერთ ჩვენგანს არ ეპარებოდა, რომ ანტონიო კონტე სწორი არჩევანი იყო. გამოცდილების კუთხით, ტიტულები აკლია, მაგრამ იმავეს ხომ ჩემზეც ვიტყოდი. ”

ანიელიმ ცოტა ხნის აღნიშნა, რომ ეს სეზონი ალესანდრო დელ პიეროსთვის “იუვეს” მაისურში უკანასკნელი იქნებოდა. ამის გამო პრეზიდენტმა გულშემატკივრების წყრომა დაიმსახურა: ” ვწუხვარ, რომ ეს ჩემი სიტყვები ალესანდროს მიმართ უპატივცემულობას მიაწერეს, ეს ასე არაა.

“სკუდეტოსთვის” ბრძოლაში კიდევ 22 მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ჩვენი მიზანი მხოლოდ “ჩემპიონთა ლიგა” ნამდვილად არაა. კარგად შევაფასებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
amauri carvalho
12 years ago

au es vinaaa ra ukve skudetozec daiwyo laparaki raaa madloba tvi meoreze ro vart ar gamochndebian xome egreve fuls ar ixdis vigaca imobileebi da jakerinebi moyavs da mounda ukve milanis da napolis damarcxxevaa

bacho kochlashvili
12 years ago

magas vizaxi chemo dzmao dilidan mara ar cvlian

fenomeno vero <3
12 years ago

aba riti ganisazgvreba?pirvelze ro viyot ityodnen akamde conte an vinme

NEDVEDA11..
12 years ago

მელო არ გამახსენოთ რა…

ვერ ვინელებ :euf:

Di Francesco # 1
12 years ago

ikajuve1011
მაშინ, ლიხშტაინერი, პირლო, ჯაკერინი, ესტიგარიბია, უჩინიჩი და რაც მთავაია კონტე არ იყო და მეშვიდე ადგილს მარტო მელოს აბრალებ?

12 years ago

არა რა თქმა უნდა.. მაგრამ იმ გუნდში მელო და კრასიჩი იყვნენ ლიდერები.. ხო და ძალაუნებურად მაგათზე მხრებზე გადაიარა იმ წელმა.. ხო და შედეგიც სახეზე იყო – პარმები და ლეჩეები გვაფორთხიალებდნენ

bacho kochlashvili
12 years ago

melo mindaaaaa

12 years ago

ამ სიტყვებიდან ჩანს რო შეიძლება მაგარი ვინმე ვიყიდოთ ამ ზამთარს – ჩვენი მიზანი მხოლოდ “ჩემპიონთა ლიგა” ნამდვილად არაა. კარგად შევაფასებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს. ”

Di Francesco # 1
12 years ago

tabajuventino
ხო ვიდალი ცდილობს, შეიძლება ბევრ რამეს კარგად აკეთებს მარა მელო მაინც სხვა დონეა, ჩემი აზრით
მაგის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იქნება
პირლო———მელო———-მარკიზიო

12 years ago

კი მარა მელო აგერ არ გვყავდა ორი წელი??? ხო და მეშვიდე ადგილს ვერ გავცდით.. ეხლა ვნახოთ ვიდალის იუვე რა შედეგს დადებს ; )

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to 

mere me7 vide adgili ra melos brali iyo

12 years ago

მარტო მელოს ბრალი არა, კიდე ვიღაცეების ბრალი იყო.. მაგრამ მელო მთავარ როლს ასრულებდა მანდ

mishka gogrichiani
12 years ago

dzlivs ar alaparakda vigaca skudetozee :forza:

Z u R a noniashvili
12 years ago

მიზანი :forza: ჩვენი მიზანიც ეს არის რომ იუვემ დაიკავოს 1 ადგილი და ევრო სარბიელზე ისევ ფავორიტები რომ ვიყოთ :forza: :forza: :forza:

fenomeno vero <3
12 years ago

au dzalian gtxovt 1 nervebs mishlis ver gavagebine ro buffoni bolo 10 wlis sauketeso mekared daasaxeles.is meubneba ro casilasi daasaxeleso da eg marto shen daasaxeleo da gtxov mitxarit sad sheidzleba magis naxva.ver vipove versad

tabajuventino
12 years ago
vaxo turqadze
12 years ago

ბოლო ათი კი არა,დაჟე ბოლო 20 წლის საუკეთესო მეკარედაა დასახელებული,ეგ უეჭველი ვიცი,ვაბშე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეთა სამეულში შედის,იაშინი,ძოფი და ბუფონი…

fenomeno vero <3
12 years ago
Reply to  vaxo turqadze

me vafshe bolo 24 wlis vicodi.madloba :love:

bacho kochlashvili
12 years ago

uefas oficialur saitze juvea pirvelze es imas noishnavs ro cven vart zamtris chempionebi ase ro es kvercxi milani moashoret pirvelidan cve cxrilshi :chuvak:

AnonyMous
12 years ago

ზედიზედ სამი წლის ჩემპიონ მაურინიოს “ინტერს” კაპერლოს 2004-2006 წლების “იუვე” 3-0 -ს მოუგებდა. ”

ეს მომეწონაა…

ეხლა იუვე რაგაც დაძაბულად თამაშობს ყველა ფრთხილობს. ლაღად უნდა ითამაშონ…

dito chanturia
12 years ago

ai es momwons rom aravin ar nebdeba swored ase nda moiqces namdvili iuventino da bolos da bolos dagvibrundeba is gundi romelic yvelgan favoritad itvleboda da ar ocnebobda mxolod imaze orm ligis sagzuri moepovebina

12 years ago

ამ ფარსით ინტერზე მეტად არავის უხეირია.

juve with Del Piero
12 years ago
Reply to 

მართალია… ახლა უფრო კარგად ჩანს ინტერის ძალა როცა იუვე და მილანი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდა

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x