ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “სკუდეტოზე საუბრის ნამდვილად არ მეშინია”

ანტონიო კონტემ საშობაო საჩუქარი ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო : მას მშობლიურ კლუბში დაბრუნებისა და ტურინის “იუვენტუსის” გაწვრთნის რეალური შანსი გაუჩნდა.დღევანდელი “იუვენტუსი” ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, გუნდი, რომელის ნებისმიერ მატჩში წარმატებისთვის იბრძვის.La Stampa – მ ანტონიო კონტეს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა…

“ვოცნებობდი თუ არა დეკემბერში ლიდერობაზე ? – ყველა იბრძვის იმისთვის, რომ საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოს.ძალიან მინდა, ჩემმა ფეხბურთელებმა წარმატებაზე იფიქრონ, რადგან ეს გაძლევს სტიმულს გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლია.ჩვენ დიდი სახლის აშენება დავიწყეთ, წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.ჩემი ფეხბურთელების მჯერა და მომწონს, რომ მათ სხვა სპეციალისტები აქებენ.საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და იმედი გვაქვს, ჩვენი იდეები მალე განხორციელდება.”

ახალგაზრდა სპეციალისტმა ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც საუცხოო ფეხბურთს თამაშობს და სწორედ ამ თამაშის წყალობით, ყოველ კვირას Juventus Stadium – ის ტრიბუნები ბოლომდე სავსეა : “ჩვენი მთავარი მიზანია ვითამაშოთ იდეებით სავსე ფეხბურთი, რომლითაც გულშემატკივარი სიამოვნებას მიიღებს.საბედნიეროდ, ჩემს განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაშის სტილი შეცვალონ.ბუფონი, ბარძალი და კიელინი ხშირად მეკითხებიან : “როგორ შევძელით ეს ? – მათ ვპასუხობ, ჩვენ უბრალოდ მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ, პლიუს იმპროვიზაციის უნარი.”

“ბოლონიასთან და ჯენოასთან მატჩებში დაკარგულ ქულებზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონის სიურპრიზი მხოლოდ იუვენტუსია.ფავორიტი ? – რა თქმა უნდა “მილანი”, მათ ხომ გასულ სეზონში სკუდეტო მოიგეს.”

რამდენიმე სიტყვა სკუდეტოზე : “ამის შესახებ საუბრის ნამდვილად არ მეშინია, როცა ფეხბურთელი ვიყავი, ხუთი თასი მოვიგე, ამიტომ ვიცი, რამდენად რთულია ამ დიდი გზის გავლა.ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის რომ, ჩემს გუნდს აქვს შანსი, მიაღწიოს წარმატებას.ძალიან მინდა, ჩემმა გუნდმა ასეთი ხასიათით განაგრძოს ასპარეზობა, შედეგი ბუნებრივია, იქნება.ახლა მთავარია, გულშემატკივრების ნდობა მოვიპოვოთ და მოწინააღმდეგეებს ჩვენდამი შიშის გრძნობა გავუჩინოთ.ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika kakabadze
12 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

bacho kochlashvili
12 years ago

miyvars es kaci. juves mcvrtnelobidan arasdros unda gaushvan. :love: :love: :love: :love: :love: :love: chemi sayvareli mcvrtneli :love: :love:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x