ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გილოცავთ ახალ წელს!

მზე შემდეგში უკვე 2012 წელს ამოვა. რამდენი რამე შეიცვალა ამ ბოლო წლის მანძილზე ჩვენს ცხოვრებაში, ვინ რომელი ოცნება აიხდინა და ვისთვის ახალი დაიბადა. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ახალი წლისადმი მიძღვნილ სტატიებში ძირითადად მომავალზე ვწერდით, ახლა ცოტა ხნით წარსულიც გავიხსენოთ, სხვათაშორის, არა ნაკლებ საინტერესოა ხოლმე დავიწყებული ძველი…

2006 წელს ჯოს საშინელი დილა გაუთენდა. მისი დამწუხრება ადვილი არაა, ვისთვის აღარ მოუგრეხია კისერი, ვინ არ გაუგზავნია მოუსავლეთში მარჯვენა ჰუკით. 8 ნოემბერი იდგა ლეგენდარული როი ჯონსი რომ პატარა ბავშვივით გალახა, აქამდე, ჯალათად წოდებულ ბერნანდ ჰოპკინსს გაუსწორა ანგარიში და სკანდინავიელი ურჩხული კესლერი რინგიდან გადააგდო. დიახ ეს დიდებული ჯოა, ჯო კალზაგე, მსოფლიოს ჩემოიონი შვიდ კატეგორიაში, მძიმეწონოსანი ბოქსიორი, ერთადერთი, ვინც ათი წლის განმავლობაში არავის დაუთმო WBO -ს რანგით მსოფლიოში საუკეთესო მოჩხუბრის ქამარი!

ჰოდა ამ ავადსახსენებელ მაისის დილას მთელ მსოფლიოსთან ერთად, მანაც გაიგო იტალიაში აგორებული სკანდალის შესახებ, მანაც ისევე განიცადა საყვარელი გუნდის უბედობა, როგორ სხვა მილიონობით ფანატმა მთელ მსოფლიოში. ეს უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალო სპორტული უიღბლობა, ეს ტრაგედია იყო, პიროვნული ტრაგედია…

ნამდვილი უბედურება დაატყდა 2006 წელს ჯოს თავს. არც ბრიტანელ ჯურნალისტებს გამოჰპარვიათ ჩემპიონის ტკივილი, მეორე დღესვე სავარჯიშო დარბაზში მიადგნენ და ინტერვიუ სთხოვეს. ასეთი ჯო შეხვედრის წინა პრესკონფერენციებზეც არავის ახსოვდა: „ გაცოფებული ვარ! ყველაფერი ისე მიდის „მილანი“ უვნებელი გამოძვრება, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ მათი მფლობელი პრემიერ-მინისტრია. უსამართლობაა, ისევ „ჩემპიონთა ლიგაში“ არიან, „ლაციო“ და „ფიორენტინა“ „სერია ა“ -ში რჩებიან „იუვენტუსს“ კი აქვეითებენ. თუ ვინმეს დასჯა გინდათ, ოთხივე დასაჯეთ! ხელების „იუვეზე“ შეწმენდა არ შეიძლება, თანაც მაშინ, როცა „მილანი“ ხელშეუხებელი რჩება. ფეხბურთელები გვტოვებენ, ფინანსურად გუნდი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება. საერთოდაც რა საზიზღობაა, რომ წინა წლის „სკუდეტოს“ მიცემას „ინტერს“ უპირებენ! „

მაგრამ ისეთი ჩემპიონი, როგორიც კალზაგეა, არასოდეს ნებდება:“ თუნდაც მინუს 17 ქულით – ჩვენ დავბრუნდებით- ამბობს ჯო! – დელ პიერო რჩება, ნედვედი რჩება… ძალიან დავზარალდებით, გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით! საოცარი გუნდი გვყავს და ყოველთვის საუკეთესოები ვიქნებით. დიდი კრიზისი იწყება, მაგრამ სულ მალე, ჩვენ დაბრუნდებით. „

ამ სიტყვების შემდეგ ხუთწელიწადნახევარი გავიდა. ბევრი აღმართი და დაღმართი შეგვხვდა ამ დროში, თუმცა „იუვე“, ასეთი ძლიერი, ჯერ არ ყოფილა. ახლა მთელი ევროპა ჩვენზე ლაპარაკობს. თითქოს იღბალიც ჩვენს მხარესაა. დამთხვევები არ არსებობს, სეზონის დასაწყისში ფეხბურთელები გაიფიცნენ და ეს რომ არა პირველ შეხვედრას „უდინეზესთან“ გავმართავდით გასვლაზე, ვინ იცის რა მოხდებოდა. ახლა კი ძველი „იუვენტუსი“ ხელახლა თავის სტადიონზე დაიბადა, სტადიონზე, რომელიც მომავალი წარმატების კიდევ ერთი ნიშანია. დელ პიეროც ხომ სეზონის ბოლოს გვტოვებს, განა შეიძლება დიდი ალესანდრო უთასოდ გავუშვათ…

აცტეკები და მაგათი კალენდარი კარგად იყოს და, ახლა სამყაროს აღსასრულის დრო ნაღდად არაა. 2012 წელი სიურპრიზებს არ გვპირდება და ეს მშვენიერია, “ბებერი ქალბატონის” ქომაგები სიურპრიზებით ცოტა დავიღალეთ. დიდებული მეორე ნახევარი გველოდება.

„იუვე“ ისევ „იუვეა“, არც დიდი ტრანსფერები, არც დიდი ფინანსები, უბრალოდ „იუვე“, რომელიც ამდენი ხნის შემდეგ თამამად აცხადებს საჩემპიონო ამბიციებს და რომელსაც ნამდვილი „იუვენტუსის” სული აქვს, რომელიც წაუგებელია და რომელშიც ცხოვრობს წარსული ლეგენდების მოგონება. ასეთი “იუვენტუსი” იმსახურებს ტაშს, იმსახურებს იმ მოთმინებას, რომელიც მისმა გულშემატკივრებმა აჩვენეს. უკვე დროა ჩვენი იმედები რეალობად იქცნენ. ასე რომ, ჯო, მართალი იყავი – ძნელი იყო, ძალიან ძნელიც კი, მაგრამ ჩვენ დავბრუნდით…

2012 ჩვენი წელია…

გახსოვდეთ, „იუვე“, ეს ჩვენ ვართ. გილოცავთ ახალ წელს…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

39 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vako Koplatadze
12 years ago

გილოცავთ იუვენტინოები მრავალს დაესწარით :)

McCa1N
12 years ago

ყველას გილოცავთ ბრატცი, სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს !!!

12 years ago

გილოცავთ ძმებო ახალ ჭელს და ბედობას ყველაფერს კარგს გისურვებთ

Gio Darja
12 years ago

ბედობას გილოცავთ ბიანკონერებო, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ღვთის წყალობა დაგბედებოდეთ..

ბიჭებო ძმაკაცები ავარიაში მოხვდნენ და ერთ-ერთი ძალიან ცუდადაა ოპერაციას უკეთებენ ვერ ვახერხებ აქ შემოსვლას, უფალს ებარებოდეთ..

valeri elisabedashvili
12 years ago

გილოცავთ ბედობასს ალლლ:* ბრაცი დგეს ინგლისში რეებიი გგონიათ ))?

Z u R a noniashvili
12 years ago

:forza: გილოცავთ ძმებო ბედობას

tsotne tsertsvadze
12 years ago

ახლა გამოვიღვიძე და როგორ გამისწორდა ეს სტატია : )) გილოცავთ !!!

საბა შიოშვილი

გილოცაავთ ბიანკონერებოოო !!! :forza:

vako-10
12 years ago

გილოცავთ ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ

Vaxooo
12 years ago

გილოცავთ, გილოცავთ და გილოცავთ!!!!!!!!!
სულ ბედნიერება და სიხარული :c:

12 years ago

გილოცავთ ყველას ახალ წელს.. დაე ისეთი გუნდი გვყოლოდეს 2012 წელს… ყველა იუვენტინოს გვეამაყოს მისით :forza: :love: :vashaa:

mishka berianidze
12 years ago

გილოცავთ ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას ბედნიერი ყოფილიყოს 2012 წელი სრულიად საქართველოს მაცხოვრებლებისთვის.

Gio Darja
12 years ago

გილოცავთ მეგობრებო უკლებლივ ყველას..ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ..იუვენტუსის ჩემპიონობა გვეზეიმოს ერთად 2012 წელს. :juvee:

| Newsphere by AF themes.
39
0
Would love your thoughts, please comment.x