ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტე : ” თამაშის დროს , ხშირად ვკარგავ ხმას ”

ტურინელები განაგრძობენ მზადებას , სეზონის მეორე ნახევრისთვის დუბაის მხურვალე მზის ქვეშ . იტალიური გამომცმელობა Tuttosport – ის ჟურნალისტი კი , თავის მხრივ ანტონიო კონტეს დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩამოართვა ბიანკონერის მთავარ მწვრთნელს : ” ორი აზრი არაა , რომ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი წელი იყო პირადად ჩემთვის ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით . პროფესიონალური კუთხითაც და რა თქმა უნდა , პირადი გრძნობების გამოცდითაც “ .

” ბრძოლა მილანთან ? დეკემბრის შედეგს არ ექნება მნიშვნელოვნელობა , თუ ეს კურსი მომავალშიც არ გაგრძელდა . იმ შემთხვევაში თუ გავაგრძელებთ ასპარეზობას ისევე , როგორც გასულ წელს , მაშინ ბუნებრივია კმაყოფილები ვიქნებით . ყველაფერს ივლისში ვიხილავთ . სეზონის ბოლომდე , თუ მართლაც ვიბრძოლებთ როსონერისთან , მაშინ თამამად ვიტყვით , რომ იმაზე მეტს მივაღწიეთ ვიდრე ველოდით ” .

ანტონიო კონტეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს გუნდის პრეზიდენტთან , ანდრეა ანიელისთან . ახალგაზრდა სპეციალისტმა , მის მშობლებზე და ჯანპიერო ბონიპერტიზე ისაუბრა : ” თავდაპირველად , ჯანპიეროს როგორც ფეხბურთელს ისე ვუყურებდით , მაგრამ შემდგომ ის ჩვენთვის ნამდვილი ბაბუა გახდა , რომელიც საჭირო რჩევებს გვაძლევდა . ასევე კარგად მახსოვს , ორი გამორჩეული ფიგურა ” იუვენტუსისთვის ” – უფროსი ანიელები ! მათ გვერდზე თავს , როგორც კლდის უკან ისე ვგრძნობდით . ანდრეა ანიელისთან , კი უშუალო კონტაქტი მაქვს და საკმაოდ კარგიც . ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს , ის პრეზიდენტია , ხოლო მე მწვრთნელი “ .

სათადარიგოთა სკამზე , ანტონიო კონტე ისეთივე აქტიურია , როგორიც მოედანზე იყო გასულ წლებში : ” საკმაოდ დიდ დროს ვატარებ სარბენ ბილიკზე და მაქსიმალურად ვცდილობ , ფეხბურთელებს საჭირო რჩევები მივცე . არ ვიცი , ვკარგავ თუ არა ზედმეტ კილოგრამებს თამაშის დროს , თუმცა მატჩის შემდეგ ხშირად ვკარგავ ხმას ” .

წყარო : TuttoSport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x