პრანდელი : “ბორიელოს აქვს შანსი, დაბრუნდეს ნაკრებში”
იტალიის ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი მთავარი მწვრთნელები, ჩეზარე პრანდელი და მარჩელო ლიპი მარკო ბორიელოს ბიანკონერებში ტრანსფერს დადებითად აფასებენ : “ბორიელო – ხარისხიანი ფორვარდია და ბუნებრივია, იგი ნაკრების მუდმივი კანდიდატია.ნებისმიერ შემთხვევაში, მის ასპარეზობას აქტიურად ვადევნებ თვალს.იმედი მაქვს, “იუვენტუსში” ის ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორიც “რომაში” იყო.ბებერი ქალბატონი სკუადრა აძურასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, შავ-თეთრი მაისური მარკოსთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.რომელიმე კლუბს რომ ვწვრთნიდე, ბორიელოსნაირ ფეხბურთელს აუცილებლად დავიმატებდი.” – აცხადებს პრანდელი.
“მარკო ეფექტური ფეხბურთელია და იმედი მაქვს, თანაგუნდელებს კარგად შეეწყობა, ამ ნიჭით იგი ნამდვილად დაჯილდოვებულია.მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში შედეგიანად დაასრულოს შეტევა.კონკურენცია ბორიელოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, ეს დამატებითი მოტივაციაა.” – განაცხადა მარჩელო ლიპიმ.
კაია
