ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკო ბორიელო – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული

მარკო ბორიელო დაჯილდოვებულია იმ აუცილებელი ტექნიკური არსენალით, რომლითაც შეუძლია დიდი ხიფათი შეუქმნას მეტოქე გუნდის მცველებს.ნეაპოლი – მისი დაბადების ადგილია, საფეხბურთო კარიერა კი მომავალმა ფორვარდმა “მილანის” ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო.როსონერიმ იგი არენდის წესით “ტრესტინასა” და “ტრევიზოში” გაუშვა, სათამაშო გამოცდილების მისაღებად.2002 წელს მარკო მილანურ გრანდში ბრუნდება და კალჩოში დებიუტისთვის ემზადება.ბორიელომ მოიგო სკუდეტო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას სუპერთასის მფლობელთა შემადგენლობაში ჩაერიცხა.სულ მალე “მილანმა” მისი განათხოვრება კვლავ გადაწყვიტა, ჯერ იყო “ემპოლი”, შემდეგ “რეჯინა”, “სამპდორია” და “ტრევიზო”.2007/08 სეზონი იტალიელმა “ჯენოაში” გაატარა, სადაც 35 შეხვედრაში თავი 19 – ჯერ გამოიჩინა და ეროვნულ ნაკრებში მიწვევაც მიიღო, ევრო 2008 – ის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა როსონერიში და ჩემპიონთა ლიგაზე 7 შეხვედრა ჩაატარა.ბორიელომ “მილანის” მაისურით 14 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც “რომაში” გადაბარგდა.რომაელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 35 მატჩში მარკომ 11 – ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში კი 4 გოლიც გაიტანა.იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “იუვენტუსში” ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ ბორიელოს გაუჩნდა დიდ გუნდში თამაშის შანსი, ანტონიო კონტეს კი დამატებითი არსენალი წინახაზში.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka gogrichiani
12 years ago

ბარემ ტოტიც ვიყიდოთ რომა მაინც არ გვეუბნება უარს არაფერზე

Nachke
12 years ago

ბორიელა სადაა ბიჭო :lool:

Juventus_10
12 years ago

ბოორიიიიიიიიიიიიიიიიიი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

f b
f b
12 years ago

tavs vimshvidebt ra am statiit:)

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x