“ლეჩე” – “იუვენტუსს” ბერგონცი განსჯის
კვირას გასამართ მატჩში, სადაც “იუვენტუსი” გასვლით შეხვედრაში “ლეჩეს” დაუპირისპირდება, მთავარი არბიტრი მაურო ბერგონცი იქნება. “ბიანკონერის” თამაშზე არბიტრი მეათეჯერ იმსაჯებს. განვლილ 9 შეხვედრაში, რომელსაც ბერგონცი სჯიდა, “იუვენტუსმა” 5-ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, 3-ჯერ ითამაშა ფრე და ერთხელ დამარცხდა. ამ არბიტრმა მიმდინარე სეზონში უკვე იმსაჯა “იუვენტუსის” მიერ ჩატარებულ შეხვედრაში, სადაც ტურინული გრანდი საკუთარ მოედანზე სიცილიურ “პალერმოს” დაუპირისპირდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. ბერგონცის ასისტენტობას მაჯანი და ნიკოლაი გაუწევენ, მეოთხე არბიტრი კი დოვერი იქნება.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიცილური ვებ-გვერდი
ვერც მე ვეღარ ვითმენ მაგრად მინდა იუვეს თამაშის ყურება
ძალიან მომენატრა იუვენტუსის თამაშები.. ალ ჰილალთან ვისიამოვნე, მაგრამ სერია A სხვა სფეროა!!!
დღეებს ვითვლი იმენა… მალე მოვიდეს კვირა დღე