ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : მაგნუსონმა კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა

ტურინის “იუვენტუსი” მომავალზე იწყებს ფიქრს.ბიანკონერებმა 18 წლის ისლანდიელ მცველ,ს ჰორდურ მაგნუსონს ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს.”ფრამ რეიკიავიკის” აღზრდილი ფეხბურთელი ბებერი ქალბატონის პრიმავერას შემადგენლობაში 2011 წლის 13 იანვრიდან ირიცხება, მაგრამ ოფიციალური ხელშეკრულება მან ახლა გააფორმა.მაგნუსონი Twitter – ზე წერს : “უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში “იუვენტუსში” ვითამაშებ.ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა, ჯერ ახალგაზრდა ვარ და იმედი მაქვს, ბიანკონერებში 2016 წლის შემდეგაც ვითამაშებ. მოუთმენლად ველი თამაშებს, გულშემატკივრების გახარება მსურს.პრიმავერაში ვთამაშობ, მაგრამ პირველ გუნდთან ერთადაც მიწევს ვარჯიში, მითუმეტეს, მათთან ერთად შეკრებაზეც ვიყავი.უბედნიერესი ვიქნები, თუ ერთ დღეს ძირითადი შემადგენლობის წევრი გავხდები.ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარს მიჭერს.Forza Juve !”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ეს ისლანდიელები სუ ასეთი ტიპაჟები არიან მგონი.. დააკვირდით გუდიონსენს როგორ გავს : ))

Z u R a noniashvili
12 years ago
Reply to 

ძმაა გუდიონსენის:D

ლაშა ცხვარაძე

ცენტრალნი მცველია თუ ფლანგზე?

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x