ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მთავარი წაუგებელი სერია არაა “

ანტონიო კონტე “კალიარისთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პირველ კომენტარებს აკეთებს. შეგახსენებთ, დღეს “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე სარდინიულ კლუბთან ქულები გაიყო…

ძალიან კარგად დავიწყეთ, ამის შემდეგაც მეორე გოლის გასატანად წავედით წინ, არაერთი მომენტიც შევქმენით სხვაობის გასაზრდელად. მაგრამ კონკრეტულ მომენტებში მეტად ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ და ყველანაირი ინტრიგა თავიდანვე მოვკლათ. სამწუხაროდ გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავუშვით, ამის შემდეგ კი იყო მომენტები, რომლებისგანაც მეტი უნდა მიგვეღო. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ფეხბურთელებს გაწეული სამუშაოს გამო ვერ ვუსაყვედურებ. დე ჩელიემ კარგი მატჩი ჩაატარა, დელ პიერომ და კრასიჩმა კი რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

დღევანდელი, მე-18 წაუგებელი მატჩი “იუვენტუსისათვის” სარეკორდო იყო: ” ვიცი, რომ წაუგებელ სერიას ვინარჩუნებთ. ეს ჩვენ მიერ გადადგმულ სწორ ნაბიჯებზე მეტყველებს, მაგრამ რეკორდების დამყარებას მირჩევნია, რაიმე მნიშვნელოვანის მოგება მოვახერხო. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერება, მაგრამ ამ ფრის აღნიშვნას კი ნამდვილად არ ვაპირებ. როგორც უკვე თვითონაც მივხვდით, “სერია ა” -ში ადვილი მატჩი არ არსებობს, “ლეჩე” გაიხსენეთ, დღეს ფლორენციაში გამარჯვება იზეიმეს. ვიცით, ჯერაც ძალიან ბევრია სამუშაო.”‘

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

72 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bacho kochlashvili
12 years ago

bichebo uecveli araferia mara atalantas movugebt damijeret

PIto
12 years ago

აი ძმაო ჭკვიანი კაცი

Nodari gogaladze
12 years ago

mgინია რომ ატალანტას მაგრად მოვუგებთ ….კონტე მაგარს დაურხევდა ბიჩებს და თვითონაც კალიარის შემდეგ რევანშის აღებას ყველანაირად ეცდებიან …მიდი იუვე ყველაფრი წინ გველის უბრალოდ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ,გულშემატკივრები გვერდში გიდგავართ :forza: :forza: :forza:

12 years ago

ისე ცუდია ინტერმა რომ მოიგო.. ჯობდა მილანს მოეგო ან ფრე.. არ მინდა ვინმე წამოგვეწიოს ჩვენ და მილანს

12 years ago

ინტერი ამოვა ნელ ნელა და იბრძოლებს… აუ უბრალოდ დაფიქრდით რა შანსები ვერ გვაქვს გამოყენებული… რამდენი ქულა ამოგვიქაჩა მილანმა თავის დროზე და ეხლა თუნდაც ინტერიც ამოვიდა სათავისკენ… მინიმუმ 3-6 ქულა უნდა ვიყოთ წინ მეორე ადგილზე…
ამიტომ ვამბობ, ამ წაუგებელ სერიას და ამდენ უაზრო ფრეს, ჯობს სადღაც წააგო და სადღაც მოიგო… ანუ 3 თამაში 3 ფრეს და 3 ქულას, ჯობს 3 თამაში 2 მოიგო ერთი წააგო და 6 ქულა აიღო…
უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ სწორედ ისეთი ქულები გვაქვს დაკარგული, რაც არ უნდა დაგვეკარგა…
სახლში ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ ყოველთვის და მითუმეტეს შედარებით დაბალი დონის გუნდებთან…

Z u R a noniashvili
12 years ago

ხომ ვამბობდი მილანი წააგებს თქო:Dამ შანს არ გაუშვებსო :D:D:Dგაუშვა თუ არა :)))) :forza: :forza: :forza: :forza:

G M
G M
12 years ago

ეს ფრე კარგი მაგრამ ატალანტა მაშინებს. :blin:
წინა 2 თამაში წაგებული აქვს +
ბიჭები ბოლომდე მოტივირებულები უნდა გავიდნენ მოედანზე უეჭველი უნდა მოვიგოთ ის ხელი..
ეჰ რა 2 ქულა დავკარგეთ…3ქულა ფორა იქნებოდა ჩვენთვის. :loool:

| Newsphere by AF themes.
72
0
Would love your thoughts, please comment.x