ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუნდი ისტორიით, გუნდი ისტორიიდან…

მიუხედავად იმისა რომ იუვენტუსი ევროთასებზე არ გამოდის, ისევე როგორც ყველა ფეხბურთის მოყვარულს, მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს. ქართული ფეხბურთისგან განსხვავებით ყველაფერი თითქოს ფანტასტიკას გავს, დაწყებული გასახდელებიდან (როდესაც კამერა მოყვება ფეხბურთელებს) მინდვრის საფარით, ყოველ წელს ცვლადი მოხდენილი ფორმებით რომლებზეც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები ზრუნავენ, ბურთით, გადაღების ხარისხით, კამერების მაქსიმალური რაოდენობით, მაყურებელთა ერთსულოვნებით და მატჩში ჩართულობით, სარეკლამო რგოლებით… და რა თქმა უნდა თამაშის მაღალი ხარისხით, სანახაობით, ტექნიკის დემონსტრირებით და ფეხბურთელთა უმაღლესი კლასით დამთავრებული თითქოს რომელიღაც ჰოლივუდის მაღალ ბიუჯეტიან ბლოკბასტერს უყურებ, რომელიც უხვადაა დატვირთული გასაოცარი ეფექტებით…

მაგრამ… არსებობს ერთი მაგრამ… მომიწევს თებერვლიდან ყურება მატჩების სადაც არ მონაწილეობს იუვენტუსი, ლაციო, რომა, ფიორენტინა, მანჩესტერი, ლივერპული, ბორუსია… ანდა საშუალო დონის თუმცაღა საკმაოდ კარგად მობურთავე ვალენსია, ლიდს იუნაიტედი, დეპორტივო, მონაკო…
აბა ცოტა უკან გავიხედოთ და გავიხსენოთ ლაციო – ვალენსია. როდესაც 5 – 2 მოუგო ვალენსიამ ლაციოს. კლაუდიო ლოპესმა და კომპანიამ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ვის? მიხაილოვიჩს, სტანკოვიჩს, დიეგო სიმეონეს, სალას, ნედვედს, ვერონს… გემახსოვრებათ ლიდსის და დეპორტივოს გამწარებული გრანდებიც… ერთის მხრივ როგორ ამწარებდა ვიდუკა, სმიტი და ლი ბოიერი მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებს, მეორე მხრივ კი დიეგო ტრისტანი, ვალერონი, როი მაკაი, ჯალმინია, ფრანი, ვალტერ პანდიანი… ერთ ერთი საუკეთესო ბავარიის დამარცხება ერთ წუთში და ოქროს ბიჭუნას გოლი მანჩესტერიდან… მანჩესტერის კარში კი ბატისტუტას გოლი მახსენდება… როგორც ვისას რეკლამაშია… ყველაფერს ფულით ვერ იყიდი… ხოდა ყიდულობენ ახლა მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელებს ახლად გამოჩეკილი გუნდები დიდი ბიუჯეტით… მაგრამ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ასეთ ფეხბურთს ფულით ვერ იყიდი. და რა იყო ასეთი ლამაზი ფეხბურთის მიზეზი?.. გუნდის ემბლემა გულზე!
პირველი თამაში რომელიც მახსოვს ცხოვრებაში და პირველი გოლი რომელიც ვიხილე და დამამახსოვრდა ეს ალესანდრო დელ პიეროს გოლი იყო ბორუსიას კარში, გახსოვთ ალბათ ქუსლით გატანილი გოლი… არ მახსოვს ზუსტად რა გრძნობა დამეუფლა იმ წამს მაგრამ ამის შემდეგ ვუყურებ ფეხბურთს და ვქომაგობ, დელპოს, იუვეს, აძუროს და ეს სამი რაღაც (მიუხედავად იმისა რომ ჩემი ცხოვრება და ჩემი კარიერა სრულიად არ უკავშირდება სპორტს) ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა, იმდენად ჩემი რომ ხშირად ვბრაზდებოდი კიდეც მათზე. იუვეზე პირველად გავბრაზდი მაშინ როდესაც თბილისში მაშინ ახლად გამოჩეკილ ტოტალიზატორებში ( ბილეთი რომ “კალკით” იწერებოდა და ქვემოთ ხელს რომ აწერდი) 1 ლარი დავდე 9 თამაშზე, ერთ ერთი იუვეც იყო და იუვემ ფრე ითამაშა. ბავშვურად გავბრაზდი მაშინ და იუვეს მაისურით რომელსაც თავს ვიწონებდი (Juve – SONY) ორი კვირა არ ჩავიცვი, შემდეგ იყო ისევ გამარჯვება და ისევ გამოვიღე კარადიდან ჩემი საყვარელი ფორმა.
კალჩიოპოლის დროს ამდენად ხელმისაწვდომი არ იყო ინტერნეტი, გამოდიოდა ჩემი ყველაზე საყვარელი გაზეთი მსოფლიო სპორტი რომელსაც ყოველდღე ვყიდულობდი და განვიცდიდი რაღაც ჩემსას, ვფიქრობდი რომ ეს დაუშვებელია, არ შეიძლება იუვენტუსი არ იყოს ელიტაში… ამას არ იზამენ… ეს შეუძლებელია… ეს არ მოხდება! მახსოვს ბედნიერი სახეები ჩემი თანატოლების რომლებიც ზოგი ბავარიას, ზოგი მანჩესტერს, ზოგი ბარსელონას და ა.შ. გულშემატკივრობდნენ, რომლებიც ცინიკური სახეებით მიყურებდნენ და გულში ვფიქრობდი მათ ხომ ყველაზე დიდი გუნდი ჩამოიცილეს… ახლა სწორედ მათი დრო მოვა.
ერთ დღეს ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ( ტურამი, კანავარო, ძამბროტა, ემერსონი, ვიერა, მუტუ, იბრაჰიმოვიჩი) ჩემი პირადი მტრები გახდნენ, ამის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მე გავიზარდე მაგრამ დღესაც ასე მგონია ნაწყენი ვარ ამ ფეხბურთელებზე, ასე მგონია რომ მიღალატეს… მახსოვს რამდენად უფრო მეტად შემიყვარდა დელ პიერო, ჯიჯი, კამორანეზი, ნედვედი, ტრეზეგოლი. როგორ განსაკუთრებით ვნერვიულობდი თამაშის დაწყებამდე, როდესაც ერთმანეთს სერია ბ დან ერთი წლის ამოსული იუვენტუსი და ვარსკვლავებით გაძეძგილი მადრიდის რეალი ხვდებოდნენ, მზად ვიყავი თანხმობა მეთქვა მატჩის განუსაზღვრელი დროით გადატანაზე, შემდეგ მახსოვს დელ პიეროს გაბრწყინება და მახსოვს ჩემთვის ვიძახდი ” ეს დელ პიეროა” და სიტყვა რომელიც დღემდე მახსოვს… არა გაუტანა, არა მოუგო, არამედ “დასაჯა”.
შემდეგ იყო ორ წლიანი საშინელი ჩავარდნა (ფერარა, დელ ნერი) იყო უაზრო ტრანსფერები, რომლებსაც ახლა ასე აქტიურად ებრძვის კონტე, ვფიქრობდი რომ არ იმსახურებენ ეს ფეხბურთელები იუვეში თამაშს და წამით არ შემიწყვეტია ოცნება სათავეში მოქცეულ გაბრწყინებულ იუვეზე, ბოლოს და ბოლოს ველი მესამე ვარსკვლავს, რომელიც ჩემია, შენია, ჩვენია და გვეკუთვნის! ვუყურებ თამაშებს და გული მიფრთხის, წარმოდგენაც კი მზარავს იმის რომ შეიძლება იუვენტუსმა წააგოს. მინდა გამარჯვება, იყოს ფრე, მაგრამ არა წაგება! მინდა რომ ცხრილში წაგებების გრაფაში სულ ნული ეწეროს. მინდა ისე მახარებდეს მარკიზიოს იუვე როგორც ალესანდროს იუვე მახარებდა!
და ბოლოს: მინდა თავში მოყვანილი ფრაზა განვმარტო.
“და რა იყო ასეთი ლამაზი ფეხბურთის მიზეზი?.. გუნდის ემბლემა გულზე!”
დიახ ემბლემა. მიხარია რომ წინ მივდივართ და თან ისე რომ იუვენტუსს ნავთობის სუნი არ ასდრის, მიხარია როცა ვხვდები რომ იუვეს თამაშის დროს რომელიღაც ორი გაბღენძილი მილიარდერის გართობას კი არ ვუყურებ (თუნდაც ჩელსი-სიტი) გუნდს ვუყურებ, რომელიც ჩვენია!
და მაინც რა შუაშია ემბლემა?
ცოტა ხნის წინათ მეგობარმა იტალიიდან იუვენტუსის მაისური გამომიგზავნა, როდესაც მაისურს გადმოატრიალებთ, იქ სადაც ლოგოა, შიდა მხრიდად Forza juve აწერია. ვუყურებ როგორ გააქვთ გოლები დღეს გაგრანდებულ გუნდების ფეხბურთელებს და ალბათ გულის სიღრმეში პრემიებზე ფიქრობენ, რომელიც გოლისთვისაა დაწესებული. და ასევე მახსენდება დელ პიეროს ტრადიციული ენის გამოყოფა და გულზე მუშტების რტყმა გოლის დროს, და რატომ ? :) ჩემი ხომ გჯერათ? იქ FORZA JUVE წერია! გუნდი ისტორიიდან, გუნდი ისტორიით, გუნდი – ისტორია!
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი… FORZA!

სტატია მოამზადა : სანდრო ელოშვილმა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

46 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
GLOBUSINHO
12 years ago

ადმინისტრაციას მივმართავ,არ გინდათ ამ საიტის ჰიმნი შევქმნათ
რაიმე კონკურსი რო ჩაატაროთ და გამარჯვებულს რამე პრიზი რო შეხვდეს
მე ბევრი საიტისთვის დამიწერია ჰიმნი

beka paichadze
12 years ago

ძალიან მაგარი სტატიაა, შინაარსიანი…
გამახსენა ბავშვობა:)

12 years ago

:up: დათკა

:juvee:

malxazi ediberidze
12 years ago

დიდი მადლობა!მშვენიერი სტატიაა!

temuri vashakidze
12 years ago

ვა…. შენ გაიხარე……

NEDVEDA11..
12 years ago

:juvee:

zaza kitsmareishvili
12 years ago

იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე……..

shota xucishvili
12 years ago

სგ კაი სტატია, მე იმაზე გამეცინაა კალკიანიი ტოტალიზატორებზეე მაშინ უფრო ვიგებდი იმდენად არ ტყდებოდაა :juvee: :juvee:

saba tsertsvadze
12 years ago

მიხარია რომ წინ მივდივართ და თან ისე რომ იუვენტუსს ნავთობის სუნი არ ასდრის, მიხარია როცა ვხვდები რომ იუვეს თამაშის დროს რომელიღაც ორი გაბღენძილი მილიარდერის გართობას კი არ ვუყურებ (თუნდაც ჩელსი-სიტი) გუნდს ვუყურებ, რომელიც ჩვენია! << ეს რო მოვიპარო უფლებას მომცემთ? :D

gocha khalvashi
12 years ago

ბრავო!!!!! :up:

ეს მერვედ ფინალები რაც დაუმატეს მას შემდეგ აირია ქვეყანა… :boli:

tsotne tsertsvadze
12 years ago

ბრავო !!!!!!!!!

dito chanturia
12 years ago

bravo datka umagres statia iyo… martla ver iyidi fulit yvelafers da imedia male davbrundebit iset gundad romlisac yvela eshinoda.. FORZA JUVEEE :forza: :forza:

dito chanturia
12 years ago
Reply to  dito chanturia

yvelaze didi bravo sandros… ar minaxia bolos :forza:

12 years ago

ჟრუანტელ :დ მაგარი იყო ყოჩაღ რა. FORZA BIANCONERI ! :juvee:

valeri oqropilashvili
12 years ago

sagol avtor dz magari sityvebia gaibrwyinebs chveni juve da daibrunebs dzvel didebas. :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

12 years ago

საღოლ სანდრო.. გლეჯავოი სტატიაა.. მეც გეთანხმები – ყველაფერს ფულით ნამდვილად ვერ იყიდი!!! ასიანი ხარ

tabajuventino
12 years ago

როგორ მახსოვს დელ პიერომ რო აწამა კასილასი :juventus:

12 years ago

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი მაგრამ ჯეკოს და აგუეროს ყიდვა ადვილია :))

TIGANA
12 years ago

ყოჩაღ ავტორს… ყველა იუვენტინოს სათქმელი თქვი :) გაგიმარჯოს ღმერთმა

| Newsphere by AF themes.
46
0
Would love your thoughts, please comment.x