ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ჩემი ბიჭებით ვამაყობ “

ანტონიო კონტე მიღწეულს ფეხბურთელებს ულოცავს, თუმცა ამასთან იმასაც დასძენს, რომ პირველობის შენარჩუნებისათვის “ბიანკონერებს” სათამაშო ეთიკის ერთგულება მოუწევთ. ტურინელები 41 ქულით პირველ პოზიციას იკავებენ და უახლოეს მდევარს ოთხი ქულით უსწრებენ. “მილანი” თავის თამაშს დღეს, “ნოვარას” წინააღმდეგ გამართავს…

ეს ნამდვილად საოცარი სეზონის ნახევარი იყო, რომელშიც უდავოდ უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ და “ატალანტასთან” შეხვედრა ამ ყველაფრის გვირგვინი იყო. მინდა ჩემს ბიჭებს მიღწეული მივულოცო, მაგრამ აუცილებელია, ისევ 120 % -ით დავიხარჯოთ ხოლმე. თუ პირველ ადგილზე ვართ, ეს იმის დამსახურებაა, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმზე მეტს ვიღებთ. სწორედ ამის დამსახურებით ვახერხებთ სატურნირო ცხრილში იმ გუნდებზე მაღლა ყოფნას, რომლებიც ფავორიტები იყვნენ. ”

ზამთრის ჩემპიონობას ვიმსახურებთ. ეს ჩვენი შრომის სიმბოლური ჯილდოა. ისევ იმ “იუვეს” დაბრუნება, რომელიც წლების წინ გვახსოვს, დროს მოითხოვს, მაგრამ ვამაყობ, რომ საოცარი ბიჭები მყავს, ფეხბურთელები, რომლებიც მუდამ ცდილობენ თავისი შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა თამაშს – ამის მეშვეობით ვახერხებთ პირველ პოზიციაზე ყოფნას. ”

რაც შეეხება გაცუდებულ მომენტებს, ჯობია ისინი გააცუდო, ვიდრე საერთოდ ვერ შექმნა ხიფათი. ბევრი მომენტი შევქმენით და უფრო თავდაჭერილები უნდა ვიყოთ, ეს მეტი გოლის გატანაში დაგვეხმარება. ასეა თუ ისე, ბერგამოში ძალიან ორგანიზებულ “ატალანტასთან” ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ.

სატრანსფერო პერსპექტივებზე კლუბის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიურად ვსაუბრობ, განსაზღვრული გვაქვს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. თუ ვინმეს მოვიყვანთ, მან ჩვენი ზოგადი დონე უნდა აამაღლოს, თუ ეს არ მოხდება, მაშინ ისევ ჩვენს ახალგაზრდებს მივცემ შანსს, როგორც ბერგამოში, ჯიაკერინისა და მარონეს შემთხვევაში მოხდა. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

48 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha margalitadze
12 years ago

გამარჯობაათ ბიჭებოო,დიდი ხანია აღარ დამიწერია კომენტარი მაგრამ აქტიურად ვადევნებ თვალს თქვენს კომენტარებს და რადგან პეპეზე ჩამოვარდა ლაპარაკიი მეც მინდა ჩემი აზრი დავაფიქსიროო.
ამ თერთმეტეულში ერთადერთი უკლასოო ტიპიაა,რომლიის დაბალი დონე მართლა თვალში საცემიაა(როცა კრასიჩს და ელიას სპობ ზამენაზე მაშინ ღირსეული უნდა გეყენოს სასტარტოში) ერთადერთი მინუსი კონტესიი წელს,რაც აშკარად არ მომწონს ესაა.

12 years ago

იმედია პეპეს ტრავმა სერიოზული იქნება და ერთ 3 ტამაშს გამოტოვებს მერე ვაბშე ამოვარდება ფორმიდან და სხვა უფრო მაღალი კლასის ვინგერებს მიეცემატ შანსი რათა გამოავლინონ მათი პოტენციალი. ეს პეპე მაგარი ღორია დარტყმა არ იცის პასი არ უვარგა დრიბლინგი ვაბშე მხეცი აქ . ეგ კაცი არის ოქროს ზამენა რიტ ვერ გაიგო ამ კონტემ??? ვიდალს კიდე მართლა არ აფასებენ როჟას რა პასები,დარტყმები სკილები,ატბორი. არ ვიცი მგონი მს საუკეთესო აპორნი გვყავს. ლიხტი კიდე იმენა გიჟIა. ჯაკერინი ჩუვაკია. და დეჩელიემ გამაოცა ნაღდად მატრის ხისთავიანობა რო არა ბევრ საგოლე პასს ცაიწერდა გუშინ + 2 საგოლე მომენტი ქონდა. პ.ს მატრის რაც შეეხება მაროტა მიყიდე რა ფლიზ რამირესი.… Read more »

12 years ago

კომბინაციებს რა კარგად ხვეწავს, კარგია ასე გავაგრძელოთ :forza: :juvee: :forza: :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

ზამთრის ჩემპიონი ვინ გახდა მილანი თუ იუვე?
ყველგან წერია რო იუვე და აბა ის რა იყო შესვენებამდე მილანი რისი ჩემპიონი გახდა?

lasha naxucrishvili
12 years ago

ეგ მეც ვერ გავიგე რა :lool: :lool:

7uP
7uP
12 years ago

ჯერ არ შემიქია ეს კაცი, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა.

ყოჩაღ კონტეს, კარგი გადაწყვეტილება მიიღო, ჯორჯო ცენტრში რო გადაიყვანა, მართლა შეჩამა დენისი.
კარგი ქნა მარკიზიო რო გაიყვანა, გააძლიერა ჯაკემ ცენტრი. კაგი ქნა რო მარონეს შანსი მისცა, ფანტასტიური პასი გააკეთა.
კარგია რო ახალგაზრდებს ენდობა.
:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

MegobaroO
12 years ago

დე ჩელიეზე რატო არ ლაპარაკობთ ძალიან მიკვირს.. გუშინ ძალიან კარგი თამაში აჩვენა.. შეტევაშიც იყო და დაცვაშიც მყარად იდგა :forza:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

პესოტო მაგარი ფეხბურთელი იყო და ბირინდელსაც არა უშავდა. რას ერჩი ამათ?

დღემდე მახსოვს ბირინდელის გოლი 2002 წელში დეპორტივოს კარში

david alkhanishvili
12 years ago

მე ახლაც მახსოვს ბირინდელის პასი და ზალაიეტას გამარჯვების გოლი ნოუკამპზე,საკუთარ ბუნაგში რომ მოვგუდეთ ძლევამოსილი ბარსა :modee: იმ წელს ბარსაც და რეალიც შევიწირეთ და ფინალში კიდევ…. ნედვედი როგორ ტიროდა რეალთან ნახევარფინალში,მუხლებზე რომ დაეცა…მაშინ ვიცოდი წაგებული იყო ფინალი

giorgi papuashvili
12 years ago

პაველი რო გვყოლოდა თამაში ეგრე არ განვითარდებოდა

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
პეპეს მაქსიმუმი ხო გვაქ ნანახი როცა ნაკრებში გამოიძახეს და სასტავში ათამაშეს მსოფლიოზე, იმის მერე ხო მოდის ერთ დონეზე ან ის იყო მაქსიმუმი მაგის, ხოდა ახლა რასაც აკეთებს ის არ არის მაგ კაცის 120%?
ხოდა ჩვენ შეიძლება გუნდისთვის უკეთესი გვინდა მარა პეპე რასაც იღებს გუნდისთვი, საოცრად იხარჯება და ცდილობს როგორმე გუნდს დაეხმაროს, ამისთვის აკეთებს შეუძლებელს და ამას უფასებს უბრალოდ კონტე და ათამაშებს სასტავში
რამოდენიმეჯერ კონტესაც აქ ნათქვამი რო შეიძლება ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიაო კლასის ხარჯზეოა მარა მეუპირატესობას მივანიჭებ იმასო ვინც სულს და გულს დებს მოედანზეო და მოედნის ყველა სანტიმეტრში იბრძვისო

lasha naxucrishvili
12 years ago

პირველზე რო ვართ მხოლოდ ნახევარმცველების და თავდამსხმელების დამსახურება არაა ! დაცვა თამაშობს უნიკალურ დონეზე და კიდევ იმასაც ვიტყვი რო წინა წელს ასეთი დაცვა რო გვყოლოდა როგორც ეხლა არიან და თამაშობენ სამარცხვინო სეზონი არ ექნებოდა იუვეს ! აგრეთვე წინა წელთან შედარებით წელს გაუთავებელ ტრამვებს არ ჰქონია ადგილი!!!!
ვინ მეთანხმება და ვინ არა არ მაინტერესებს ეს იყო ჩემი აზრი :forza:

12 years ago

რა თქმა უნდა მართალი ხარ..
1 – იმ ორი წელი ტრავმიანობის შემდეგ გუნდმა ამოისუნთქა როგორც იქნა. და თუ ასე გაგრძელდება აუსილებლად ჩემპიონები გავხდებით.
2 – და რა თქმა უნდა დაცვა, ბარძალის, ლიხშტას და კიელინის ხელში ჩავარდნას არ ვუსურვებ თავდასხმელს :lool: მომდევნო უქმეებზე დი ნატალე უნდა გავგუდოთ :chuvak: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ავტორია გიო )

| Newsphere by AF themes.
48
0
Would love your thoughts, please comment.x