ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ითამაშებს ის, ვინც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “რომას” წინააღმდეგ სათასო დაპირისპირებაში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს : “ძირითადი შემადგენლობის შეცვლის მიზეზი არა მხოლოდ გუნდში არსებული ტრავმებია, ითამაშებენ ისინი, ვინც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიან.ბიჭებს დროს აუცილებლად გამოვუყობთ, ისინი ამას იმსახურებენ, მითუმეტეს, რამდენიმე მათგანმა “ბოლონიას” წინააღმდეგ სათასო მატჩში ნამდვილად გამაოცა.”

“მარკიზიო ? – იმედი მაქვს, იგი მალე გამოჯანმრთელდება.მისი შეცვლა ასე თუ ისე ემანუელე ჯაკერინის შეუძლია, რომელიც სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, მოედნის საუცხოო ხედვა აქვს.არ დაგავიწყდეთ, გუნდში ლუკა მარონეც მყავს, რომელიც პირლოს ჩაანაცვლებს.მარონეს ნახევარდაცვის სამივე პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა.რაც შეეხება ჯაკერინის, მისი გამოყენება ორ პოზიციაზე შემიძლია, თუმცა ფლეიმეიკერი იგი ნამდვილად არ არის.”

“რომა ? – ეს ის გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში სწორედ იტალიის თასის 1/4 ფინალიდან გამოგვთიშა ტურნირს, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე.ჯიალოროსი შესანიშნავ ფორმაშია და მათ წინააღმდეგ მატჩისთვის მომზადება სერიოზულად გვმართებს.ადრეც მითქვამს, რომაელების წარმატებულ ასპარეზობაში ლუის ენრიკეს დიდი წვლილი მიუძღვის, ჯაილორისის ფეხბურთელებმა იციან, როგორ იმოქმედონ მწვანე მინდორზე.”

“ელია ? – როგორც ექიმებმა მითხრეს, იგი თამაშს ტრავმის გამო ვერ შესძლებს, პირადად ელჯეროსაც ვესაუბრე.გასაგებია, ფეხბურთელს სურს ახალ ჩემპიონატში ადაპტირება მალე გაიაროს, თუმცა ეს არც ისე ადვილია.

“ამგვარი პრობლემები “იუვენტუსის” ფეხბურთელებს ადრეც ჰქონდათ, მაგალითად ზიდანი და პლატინი.შორს რომ არ წავიდე, საკუთარ მაგალითს მოვიყვან, პირადად მე, ამ გუნდის მთლიანად ამოცნობას 1 წელი მოვანდომე.

წყარო : Football Italia


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paata cicishvili
12 years ago

განმეორებითი მატჩი როდის იქნება?
:?:

paata cicishvili
12 years ago

განმეორებითი მატჩი როდის იქნება?

marchisio8
12 years ago

არ არი განმეორებითი

Juventus_10
12 years ago

ბორიელო გოლს გაიტანს !!!!!!! :juvee: :juvee:

bacho kochlashvili
12 years ago

elias ar atamshebs da saidan miixo tramva ki mara . ras ushveba ki mara varjishebze :lool:

giorgi papuashvili
12 years ago

:forza: აბა თქვენ იცით ბიჭებო წარმატებები

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x