ესტიგარიბია: ” აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში “
მარსელო ესტიგარიბიამ “რომასთან” შეხვედრის შემდეგ მწვრთნელის შექება დაიმსახურა. სამხრეთამერიკელი, რომელსაც ჩელოდაც მოიხსენიებენ სულ რამდენიმე თვეა “იუვენტუსს” შეუერთდა და უკვე გუნდის სრულუფლებიანი წევრია, მალე დაეუფლა იტალიურს და არც ადაპტაციის პრობლემა ჰქონია. პარაგვაელი ჟურნალიტებს საკუთარ ემოციებს უზიარებს…
” ამ ლეგენდარული მაისურის ტარება დიდი პატივია, ყოველმა ჩვენგანმა წარმატებისათვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. მე სწორედ ასე ვიქცევი, რათა გუნდის სახელი და ღირსება დავიცვა და ის ნდობა გავამართლო, რომლის ღირსიც ხელმძღვანელობისგან გავხდი. როცა “იუვენტუსში” ხარ, უკვე ხვდები, რომ მწვერვალს მიაღწიე და ახლა უბრალოდ თითოეული ამოცანის შესრულება უნდა სცადო. მიხარია, რომ ამას ვახერხებ. ”
“ ყველაფერთან ერთად ტურინში თავს კარგად ვგრძნობ, აქ საკმაოდ თბილი ხალხია და კარგად მეპყრობიან. გასახდელში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, თანაგუნდელებსა და ტექნიკურ შტაბთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. იქაურობა ორი სიტყვით დახასიათდებოდა: სიმშვიდე და ბედნიერება. ირგვლივ უამრავი ჩემპიონია, რომელთაც ბევრი რამ მოუგიათ, თუმცა ვარჯიშებში ყველაზე მეტად სწორედ ისინი იხარჯებიან. ჩემნაირი ახალწვეულებისთვის ეს დიდი სტიმულია, მიბიძგებს მაქსიმალურად ვეცადო იმ შანსის გამოყენებას, რომელიც მომეცა. “ჩელოს ჟურნალისტებმა ერთი-ორი სიტყვის დელ პიეროზე თქმაც სთხოვეს: ” ალე ლეგენდაა, არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, როცა ვხვდები ყოველთვის ვახსენებ ხოლმე: ” ლეგენდა გრძელდება“.”
” რაც შეეხება ჩემს ოცნებას, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და იქ კარგი ფეხბურთის ჩვენება მინდა. ასევე იმ მარცხის რეაბილიტაცია მსურს, რომელიც წინა “კოპა ამერიკაზე” ურუგვაიმ გვაწვნია. “იუვენტუსში” კი ისევდაისევ ჩემი შესაძლებლობების ჩვენება და ბოლომდე დახარჯვა მსურს, როგორც თასის, ისე ჩემპიონატის მატჩებში. მინდა ეს გზა მომავალშიც გაგრძელდეს და “ჩემპიონთა ლიგაზე” კლუბის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ვითამაშო. ” -აცხადებს ესტიგარიბია.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ისტიგარიბია რომასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.. კარგია რომ გაიხსნა!!!
აუ ეს ფარაონი თუ მუმია ვინ გონიათ? რასაც ვუყურებ მაგარი დაღლარა იგროკია. ეჰ ინძაგი უნდა იჯდეს სკამზე და მუმიები დარბოდნენ მოედანზე?
ესტი კიდე მაგარი კაცია
მილანს როდის ვხვდებით თასზე? 
saxe aaxia lazziom da mainc mougo milanma ra
sacodavi lacio
toni gadavida palermoshi tu ar vcdebi
sad naxe??? ))
esti she dzerskooo
au sastav milanis sayurebeli linkebid amigdeT raaa
http://www.sportlemon.tv/v-2/14/188/v-358896.html
http://firstrow.tv/ აქ ნახე
http://livetv.ru/eventinfo/103105_lazio_milan/
http://www8.livetv.ru/webplayer2.php?t=aliez&c=1028&lang=ru&eid=103105&lid=28888&ci=75&si=1
აი ესაა…ეხლა შსვენებაა
ესტიგარიბია – ბიჭებო – ისე მაგრად მოერგო იუვეს. ადაპტაცია მართლა არ გაჭირვებია. სერიოზული იგროკია. ერთი–ორი წელი უნდა ევროპაში რომ ითამაშოს და სერიოზული ფეხბურთელი დადგება ამისგან.
ნიჭიერი და ტექნარია .მარტო არბენინე და საქმეს გააკეთებს

magari xar chelo
მილანს გაარჭო სისემ

au tu lazio gavida ra gaascorebs
მადარია მადარიიი ესტიიი… ისე ამას ხო შეუძლია მარცხენა მცველად ითამაშოს? და კიდო ეს არენდით გვყავს ხო ჯერ მოყვანილი? და იმედია გამოისყიდიან ძაან მაგარი იგროკია და თან ახალგაზრდააა
უჩუვაკესი !!!
ჰა თავში ხოარ აგივარდა
ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა კლუბში. პირველ რიგში ესაა კონტეს დამსახურება და ჩემპიონატში გამარჯვების საწინდარი.
ესტეგარიბია კი ჯერ თავისი შესაძლებლობების ნახევარსაც არ ავლენს ალბათ. აი, მთლიანად რომ გამოავლენს, მაშინ იტირებს მტერი ცხარე ცრემლებით
kacurad vinmem iqneb is statia minaxot zidani ro delpoze bazrobs aq iyo maxsovs dadebuli da gexvecebit minaxet ra
http://ka.wikipedia.org/wiki/ალესანდრო_დელ_პიერო ai ak kvemot naxe da zidanis garda bevris komentaria.celentanosic :)))

მსოფლიო ფეხბურთში ყოველთვის იყო, არის და იქნება კამათი თუ ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი: პელე, მარადონა, პლატინი, კრუიფი, კეპმესი, ვან ბასტენი, კლისმანი, მათეუსი, გულიტი, პუშკაში, დი სტეფანო, ბაჯო, გარინჩა, ზიდანი, რომარიო, რივალდო, რონალდო, რონალდინიო, კაკა, მესი, ჯერარდი, ლამპარდი, რონალდუ, ტორესი, ტოტი, რაული, ანრი, დელ პიერო…ზიზუ: იცით, ზოგი ამბობს რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი – პელე და ა.შ. მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ. მოდით მოგითხრობთ პერიოდს, როდესაც მე დელ პიეროსთან ერთად მიწევდა თამაში იუვენტუსში. ტურინში ჩემი გადასვლა რომ გადაწყდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ დროს არავინ მეგულებოდა. მე ზეპირად ვიცოდი… Read more »
უტრანსფერესი !!!
au sagool kargad vicine
ნიჭიეროოოოოოოო
