ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღე …

აპენინებზე , ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი რჩება . ბიანკონერიმ საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა ეს პერიოდი და გუნდი ფორვარდით და უნივერსალი მცველით გააძლიერა . საუბარია მარკო ბორიელოზე და მარტინ კასერესზე . თუმცა , ანტონიო კონტეს სურდა შუა ხაზის გაძლიერებაც და სწორედ ამიტომ ჯუზეპე მაროტა რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე მუშაობდა . სათადარიგო ვარიანტად ფლორენციული ” ფიორენტინას ” ნახევარმცველი , ბეჰრამი სახელდებოდა . დღეს დილით , ამ ორი ფეხბურთელის საფეხბურთო აგენტმა , ყველაფერს ნათელი მოჰფინა : ” ბიანკონერი მაქსიმალურად ცდილობდა რაჯას გაფორმებას , თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ” კალიარის ” მხარი დავიჭირეთ , რადგან რაჯას ასეთი ფორმით  სურდა მადლობის გადახდა პრეზიდენტისთვის , რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელს საკმაოდ ბევრი მისცა . რაც შეეხება ბეჰრამის , ამ ფეხბურთელთანაც იდენტური სიტუაციაა “ . იტალიური პრესის ინფორმაციით კი , სულ ცოტახნის წინ ჯუზეპე მაროტამ სიმონე პადოინი , ბერგამოს ” ატალანტას ” შუახაზელი გაიფორმა , რაც ჟურნალისტებთან საუბარშიც დაადასტურა . უფრო დეტალურად ამ გარიგების შესახებ ოდნავ მოგვიანებით გაცნობებთ . სტატიის დასასრულს კი გეტყვით იმას , რომ გუნდისთვის ფაქტიურად დასრულდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა , ერთადერთი რაც შეიძლება ბოლო წუთებში განხორციელდეს , არის ის რომ  შესაძლოა კლუბი ფაბიო გროსომ , ვინჩენცო იაკინტამ და მილოშ კრასიჩმა დატოვონ .

წყარო : tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

d a v i d
ოოოოოოოოო დიდი შენაძენია :chuvak:
ვნახოთ კონტეს მასეთები დაუყენებია გზაზე? :chuvak:

d a v i d
12 years ago

იმედია ძმა იმედია :up:

Gio Darja
12 years ago

იაკინტა ჩეზენაში მიდის :yes:

d a v i d
12 years ago

1juve

მე გუარანი მირჩევნია ბეჰრამისაც და რაჯასაც :chuvak: :achuu:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  d a v i d

მე არა :chuvak:

d a v i d
12 years ago

:chuvak: :chuvak: და კი მოიყვანეს პადოვანი :lool:

mishka berianidze
12 years ago
Reply to  d a v i d

არა ძმა მიკელე პადოვანი იუვეში ვიალი, რავანელი პერუცი, კონტეს დროს თამაშობდა ეს კი პადოინია შეიძლება გაიხუმრე კიდევაც.

d a v i d
12 years ago

:lool: შემეშალა ძMა სახელი გაიხარე შეხსენებისთვის

12 years ago

ბეჰრამი არანაირად არ ჯობია არც ნაინგოლანს და გუარინს ხო მითუმეტეს

Di Francesco # 1
12 years ago

d a v i d
რა მეტყობა არასერიოზულობის? :chuvak:
ხო რავიცი მე ძან მომწონს, უძლიერესია ისედაც და ასედაც
მებრძოლი და დაუღლელი
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

არც გუარინი და არც რაჯა, ბეჰრამიზე იჩალიჩონ ზაფხულში ორივეს ერთად ჯობია
თუარადა დააყენოს მარონე უძლიერესი იზრდება

d a v i d
12 years ago

ბეჰრამიზე სერიოზულად ამბობ რო რაჯას და გუარანს ჯობია?

NEDVEDA11..
12 years ago

:juvee:

12 years ago

ფუიიიიიი ინტერმა გუარინი დაითრიაააააააააააა :evil:

shalalo demuria
12 years ago

დღეს კვალის დაბ დღეა.. მე არ ვიცი პოსტის დადება(ეგეთ რაღაცეებში უნიჭო ვარ) არ მიულოცავთ ?

MegobaroO
12 years ago

ზაფხულში გუარინი დაიმატონ აუცილებლად.. და ტოპ ფორვარდიი

kirsona
12 years ago
Reply to  MegobaroO

გუარინი 99 პროცენტით ინტერშია გადასული…

Lu_M
12 years ago

ნაინგოლანი არ ივარგებს : ))

Di Francesco # 1
12 years ago

au behrami mindaaaa :love:
ტონი :love:

12 years ago

იაკინტა ჩეზენაში გადავიდა მგონი. არა მგონია კრასიჩი წავიდეს, არა ისე პრინციპში კასერესის მოსვლა მარცხენა ფლანგზე რეზერვის შექმნასაც ნიშნავს და ალბათ კრასიჩსაც გაანათხოვრებენ. იმედია ლაციოში არა.
პადოინის თამაში არ მინახია და ვერაფერს ვიტყვი.ნაინგოლანს რომ არ ჯობია ფაქტია.

gaga rizhamadze
12 years ago

dges gauchirdeba iujves magrad mara mainc moigebs:D :D :D :D

12 years ago
Reply to  Dutch

:up:
:juventus:

12 years ago

საერთოდ არაა საჭირო ნაინგოლანი ჩემი აზრით…
ნახევარდაცვა საკმაოზე ძლიერი გვყავს…
პირლო, მარკიზიო, ვიდალი, პეპე, მარონე, ჯაკერინი, პაციენცა, კრასიჩი, ელია, ესტიგარიბია და მოკლედ ესენი გამოიყენოს ჯობს, ვისც არ ეძლევა შანსი…
გამომდინარე იქედან რომ უნივერსალი კასერესი დავიმატეთ ეხლა ამ გუნდს ჭირდება მაღალი დონის შემსრულებელი თავმდამსხმელი…

PS. ვისაც გძალგიძთ საიტზე შეამდგენლობიდან ამოიღეთ ტონი (სამწუხაროდ), მოტა, ამაური (საბედნიეროდ)

bacho kochlashvili
12 years ago

არა ძმაო ეხა ხო კარგი მარა მერე ლიგაზე რო ვითამაშებთ მერე უეჭველი უნდა იყიდონ ტოპ კლასის მინიმუმ ორი ფეხბრთელი თორე ასე შორს ვერ წავალთ. ეხა ძაანა კაი სასტავი გვყავს მარა გვინდა ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც ლიგაზე ნათამაშევი აქვთ^ და ლიგა მათვის უცხო არაა :chuvak:

kirsona
12 years ago

არ მომწონს ამ პადოინის ტრანსფეი… დღეს კუალია დაბადების დღეა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ როგორც საფეხბურთო მოედანზე ასევე მის მიღმა..

fenomeno vero <3
12 years ago

პადოიანი კარგი ფეხბურთელია?

12 years ago

იაკინტა აუცილებლად წავა.. მაგაზე ტავს დავდებ.. აი გროსოც უნდა წავიდეს.. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ კონტე არ ენდობა.

კრასიჩზე არ ვიცი რა ვთქვა.. მიუხედავად იმისა რომ ეგ ფეხბურთელი მაინც და მაინც არ მომწონს, ნამდვილად შეიძლება სერბის გამოყენება და სარგებლის მიღება

Cheyenne Mountain Complex

“შესაძლოა კლუბი ფაბიო გროსომ , ვინჩენცო იაკინტამ და მილოშ კრასიჩმა დატოვონ”
სამივე გასაშვებია.
ჯუზეპე როსის არავინ ახსენებს. არადა, მშვენიერი ტრანსფერი იქნებოდა. სამომავლოდ. ჯერ ტრამვირებულია, თუ არ ვცდები

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x