ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ტყუილია! ჩვენ თამაშის გადადება არ გვითხოვია! “

ანტონიო კონტე გუშინდელი მატჩის გადადების მიზეზებზე საუბრობს. მთავარი მწვრთნელი ერთ დეტალზე ამახვილებს ტურადღებას, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “იუვენტუსს” თამაში არ სურდა, რასაც სპეციალისტი კატეგორიულად უარყოფს…

ტელევიზიით სისულელეები არ უნდა ილაპარაკო. გაბრაზებული ვარ, რადგან ამის ვარაუდი შეიძლებოდა. “უდინეზესთან” მატჩის შემდეგ გასახდელში შემოვიდნენ და მითხრეს, “პარმასთანაც” ანალოგიურიო სიტუაცია გელოდებათო. პრობლემა ისაა, რომ “პარმას” სტადიონი “იუვეს” დონის ნამდვილად არ არის, 100% -ით ნათელი იყო, მატჩი არ შედგებოდა. ამასთან, რახანც ზომები ადრე არ იქნა მიღებული, შეხვედრის გასამართად მეტი უნდა გაკეთებულიყო. ახლა 10-15 საათი ისევ უნდა ვიმგზავროთ ტურინისკენ და შემდეგ ისევ დავრბუნდეთ პარმაში. ძალიან მეწყინა, როცა ტელევიზიით გავიგე, თითქოს მე და ჩემს გუნდს თამაში არ გვსურდა. მატჩის წინა დღეს ვთქვი კიდეც, იმედია, “პარმა” მოგვცემს თამაშის საშუალებას-მეთქი, რადგან ვიცოდი, რაც დაგვხვდებოდა. 10 სმ სისქის თოვლის საფარი დევს. ჩვენ თამაში გვინდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო და ხედავთ, როგორც დასრულდა ყველაფერი. როცა ვფიქრობ, რა ხდება “პარმას” ფანების თავში, როცა ისინი მოისმენენ, თითქოს თამაში არ გვინდოდა, ძალიან მტკივა გული. რისი გაკეთება შეიძლებოდა? სამი დღის წინ ვიცოდით, რომ დღეს ქარბუქი იქნებოდა და თამაშის დაწყების დრო საღამოს საათებიდან 15:00 საათზე მაინც უნდა გადმოეტენათ.

ოფიციალური განცხადება გააკეთა ბეპე მაროტამაც: ” ადვილი სავარაუდო იყო, რომ ეს თამაში არ შედგებოდა. მინდორი მთლიანად დაფარული იყო, გულშემატკივართა უსაფრთხოებაც გასათვალისწინებელია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვერც სასწრაფო დახმარების მანქანები მოაღწევდნენ გზების გადაკეტვის გამო, ნათელია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

არ შეიძლება კალენდარი ისე დაგეგმო, რომ ზამთრის მატჩები, მიუხედავად “პარმასა” და ამ ქალაქისადმი დიდი პატივისცემისა, ასეთ გადაძველებულ სტადიონებზე საღამოს საათებს დაემთხვეს. ჩვენ შევძელით იმ სტადიონის შექმნა, რომელსაც ამგვარი პრობლემების დაძლევა შეუძლია, მაგრამ სხვა იტალიური სტადიონები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ უმაღლესი დონის წარმოდგენის შეთავაზება გსურს, ინფრასტრუქტურა უნდა გააუმჯობესო. რაც შეეხება მატჩის გამართვის თარიღს, ამ საკითხზე “სერია ა” -სა და “პარმას” ოფიციალურ წარმომადგენლებს გავესაუბრებით. სამწუხაროდ, არც “პარმა” და არც ჩვენ ევროპულ ასპარეზზე არ გამოვდივართ, ასე რომ, შესაფერის თარიღს შევარჩევთ.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
12 years ago

აჰა აგე მეც ეგ ვთქვი გუშინ არ შეიძლებოდა ცოტა ადრე ეთამაშათ თუ დაგინული იყო მაინდაიმანც ღამე ! კონტემ და მაროტამ კარგად მოაკეტინეს ზოგიერთებს საღოოოლ :)

Gio Darja
12 years ago

კონტე შემოგევლე ჯიგარი ხარ :*

d a v i d
12 years ago

კიმარა ნაპოლისთან რო გადაიდო მაშინ სად იყვნენ ისინი ვინც ეხლა გვლანძგავს რო ვითომ და შეგვეშინდა თამაშის ჩატარება? კონტე ლომი ხარ ლომი!!! :kenwvla: :kenwvla: :kenwvla: :love:

Arancia Meccanica
12 years ago

ამ ყოფილ მელოტს უყურე შენ რას იბრძვის.. არა საბლატავო კი გვაქვს ეხლა..
:forza:

NEDVEDA11..
12 years ago

ბრავო. საკადრისი პასუხი :juvee:

ბიჭებო,დღეს იტალიაში თამაშები ჩატარდება?
ინფორმაცია გააქვთ?

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ფული როგორ არა აქვთ ) პირიქით უფრო სარფიანიც იქნებოდა სხვა კლუბებსაც რომ აეშენებინათ სტადიონები , მაგრამ ქალაქის მერიასთან აქვთ დიდი ბრძოლა ამის გამო . წარმოიდგინეთ ქალაქის მუნციპალიტეტი არ აძლევს კლუბს საშუალებას რომ საკუთარი სტადიონი ააშენოს , მიზეზი არის ის რომ ქალაქი დამატებით შემოსავალს იღებს იმ სტადიონიდან რომელიც უშუალოდ მისი საკუთრებაა და რომელზედაც კონკრეტული კლუბი ასპარეზობს . კალიარის პრეზიდენტს მაგალითად ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს იქაურ ჩინოვნიკებთან და ესეთი სიტუაციაა პრინციპში სხვაგანაც . მიწების შესყიდვის უფლებას ართულებენ ან რაღაც ასტრონომიულ თანხებად აფასებენ . ტურინშიც დიდი ბრძოლა იყო ამაზე , მაგრამ მერე რაღაცნაირად მოგვარდნენ საბოლოოდ .

AnonyMous
12 years ago

არა კი გვაქვს საბლაატაო სტადიონით მარა მაინც როგორ ბლატაობენ : ))

არააქვთ სხვას დული ან ენანებათ და რაქნან :)

12 years ago

მაგარი მიახურეს ფედერაციას ორივემ…

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x