ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა …

როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯარა იტალიაში თბილისის დროით 2:00 სთ-ზე დაიხურა. ვნახოთ რა სამუშაოები ჩაატარა ჯუზეპე მაროტამ 1 თვის განმავლობაში.

ყველაზე გამორჩეულ ტრანსფერად შეგვიძლია თამამად დავასახელოთ მარტინ კასერესის გადმობირება. ჯუზეპემ მის სანაცვლოდ 1.5 მლნ ევრო გადაიხადა. ურუგვაელი ” იუვეში ” მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება. მისი ყიდვა ” იუვენტუსის “გენერალურ დიექტორს 8 მლნ ევრო დაუჯდება, ხოლო თუ ” ბიანკონერის ” მესვეურებმა კასერესის გამოსყიდვა არ ისურვეს, მაშინ მაროტა და კომპანია ესპანურ” სევილიას” 2 მილიონამდე ევროს გადაუხდის. ალბათ, თქვენთითონაც კარგად ხედავთ თუ რა ჩახლართული ხელშეკრულება დადო მარტინმა ” ბებერ ქალბატონთან “. ტურინულ გიგანტს დაცვის უკანა ხაზის სასწრაფო გაძლიერება ესაჭიროებოდა და მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ მარტინ კასერესი ტურინის ” იუვენტუსში ” 2009/2010 წლებშიც გამოდიოდა და გულშემატკივრებისგან დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ურუგვაელი ” იუვენტუსში ” 4 ნომრიანი მაისურით ისაპარეზებს.

მეორე პოზიცია სადაც, ” იუვეს ” გაძლიერება ესაჭიროებოდა ეს თავდასხმა იყო. კონტეს გადაწყვეტილებით გუნდში ექს-მილანელო მარკო ბორიელო მოვიდა. ალბათ, გახსოვთ შარშანდელი სატრანსფერო ფანჯარა – მედიაში დაიწერა, რომ ბორიელომ ” იუვეში ” გადმოსვლა ითაკილა, მაგრამ მარკოს ” იუვეში ” ჩარიცხვის დღიდან მაროტამაც, კონტემაც და თავად ბორიელომაც ეს ყველაფერი მედიის უბრალო ჭორად შერაცხეს და გვითხრეს, რომ ” იუვე ” ისეთ ფეხბურთელს არ იყიდიდა, რომელიც ” ბიანკონერიში ” ჩარიცხვაზე უარს იტყოდა. იტალიელი ” იუვეში ” 0.5 მლნ ევროს სანაცვლოდ მოვიდა სეზონის ბოლომდე, მაროტას მისი გამოსყიდვა 8 მლნ ევრო დაუჯდება. მარკო ბორიელო 23 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ბოლო ლუკმად მაროტამ სიმონე პადოინი მოიტოვა. სიმონე ” იუვეში ” ძაკერინის დროსაც ირიცხებოდა. მან შტატებში, ზაფხული გუნდთან ერთად გაატარა. მაროტამ 27 წლის ნახევარმცველი ბერგამოდან გადმოიყვანა და 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. იტალიელი ” ატალანტაშიც ” მუშაობდა კონტესთან ერთად, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “იუვეს” ნახევარმცველს ადაპტაციის პრობლემა გადაჭრილი აქვს. პადოინი 20 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

მაროტა ძირითადად გასხვისებაზე იყო გადართული, რაც საკმაოდ კარგად შეასრულა …

პირველმა გუნდი იაგო ფალკემ დატოვა. 21 წლის ნახევარმცველი ” ტოტენჰემში ” იჯარის წესით ასპარეზობდა. ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონურმა გუნდმა მისი სრული პაკეტი შეიძინა.

” ბოლონიამ ” ” იუვეს” ტალანტი ფრედერიკ სორენსენი იჯარის წესით აიყვანა. დანიელი მცველი ” ბოლონიაში 2012 წლის 30 ივნისამდე დაჰყოფს შემდეგ ტურინის ” იუვენტუსს ” დაუბრუნდება. ამის სანაცვლოდ. ბეპემ ფრანგი ახალგაზრდა ფეხბურთელის საფირ ტაიდერის უფლებათა პაკეტის 50 % მიიღო.

როგორც იქნა, გუნდი კარვალიო დე ოლივეირა ამაურიმაც დატოვა. იტალო – ბრაზილიელი ამ სეზონში არათუ მოედანზე არამედ განაცხადშიც არ მოხვედრილა. ამაურიმ ფიორენტინას მიაშურა. ტურინის ” იუვენტუსის ” ექს-თავდამსხმელი ფლორენციაში 11 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მან უკვე მოასწრო და ” იების ” შემადგენლობაში 1 მატჩი ჩაატარა.  ” ფიორენტინას ” ‘იუვეს” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი 50 000 ევრო დაუჯდა.

გუნდი ” ბიანკონერის ” კიდევ ორმა თავდამსხმელმა დატოვა. ესენი ვიჩენცო იაკინტა და ლუკა ტონი არიან. მათი წასვლა, ისევე, როგორც ამაურისა, მოსალოდნელი იყო. რადგან იტალიელებს ბრაზილიელის მსაგვსად წელს ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებიათ. ლუკა ტონიმ არაბეთს მიაშურა და კერძოდ ” ალ ნასრის ” ფეხბურთელი გახდა, ხოლო იაკინტა საზღვრებს არ გასცდა და ” ჩეზენაში” ჩაირიცხა იჯარის წესით, სადაც 2012  წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს, ხოლო რაც შეეხება ტონის იგი თავსიფულაი აგენტის სტატუსით გადაბარგდა არაბულ გუნდში.

გუნდი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. მარკო მოტამ კატანიას მიაშურა. შეგახსენებთ, რომ ” იტალიელი ” მცველი იუვეში შარშან ზაფხულს ჩაირიცხა და საშინლად იასპარეზა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მაროტამ იგი მაინც გამოისყიდა. რასაკვირველია კონტე მას არ ენდობოდა მუდამ განაცხადს მიღმა ტოვებდა. მოტა კატანიაში სეზონის ბოლომდე გაატარებს.

მიკელე პაციენცა ” უდინეზეში ” გადავიდა. როგორც იცით, ” იუვემ ” იგი გასულ ზაფხულს გადმოიყვანა ნაპოლიდან, მაგრამ როგორც ჩანს გაწეული ავანსები ვერ გაამართლა და ჯუზეპე მაროტამ მისი იჯარის წესით გაშვება მოისურვა. ” პატარა ზებრებმა ” იგი კიდევ ერთხელ ” შეიფარეს “. მიკელე უდინეში 2003/2004 და 2004/2005 წლებში ასპარეზობდა. იტალიელი ნახევარმცველი ” უდინეზეში ” 2012 წლის 30 ივნისამდე დარჩება შემდეგ ” ბიანკონერის ” დაუბრუნდება.


მაროტამ ახალგაზრდებზეც იფიქრა …

პირველი მაროტამ ნიკოლას კურტი გაიფორმა. 16 წლის ძალზედ პერსპექტიული ახალგაზრდა ტურინში გადმობარგდა. ” პერუჯას ” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი პოზიციით ცენტრალური მცველია.

ყველაზე “სასიამოვნო” ხელშეკურლება გაბრიელ აპელატისთან დაიდო. ბრაზილიელი ტალანტი უკვე 18 წლის გახდა რაც იმას ნიშანვს, რომ მას უფლება აქვს სერია ა-ში ითამაშოს. იგი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია.

” ბიანკონერიმ ” ხელშეკრულება ისლანდიელ  ჰორდურ მაგნუსონსაც გაუფორმა. 18 წლის ცენტრალური  მცველი 2011 წლიდან ” იუვეს” პრიმავერაში ირიცხება, მაგრამ ხელშეკრულება მხოლოდ ახლა გააფორმა.კონტრაქტის გათვალისწინებით იგი ” იუვენტუსში ” 2016 წლამდე იასპარეზებს.

” იუვენტუსის ” ახალგაზრდა მეკარე, კრალო პინსოლიო ” ვიჩენცაში ” იასპარეზებს არენდის სახით. გუდნს კი ახალგაზრდა პაუსტო  როსი დაუბრუნდა, რომელიც ასევე ” ვიჩენცაში ” ასპარეზობდა.

ვასიმ ბოია ” აიაქსის ” აღრზდილი ნიჭიერი ფეხბურთელია. იგი პოზიციით ნახევარმცველია. მაროტამ და კომპანიამ კიდევ 2 ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატეს ესენი დეივიდ ლუმინოსო და ანდრეა მარკესოტი არიან.

გუნდი ჩირო იმობილემაც დატოვა. მან ” ჯენოას ” მიაშურა. გენუურ კლუბს მისი გადაბირება 4 მლნ ევრო დაუჯდა.

მოვიდნენ :

კასერესი ( სევილია )

ბორიელო ( რომა )

პადოინი ( ატალანტა )

დეივიდ ლუმინოსო

ანდრეა მარკესოტი

ფაუსტო როსი  ( დაბრუნდა – ვიჩენცა )

ნიკოლას კურტი ( პერუჯა )

ვასიმ ბოია ( აიაქსი )

წავიდნენ :

ამაური ( ფიორენტინა )

იაკინტა ( ჩეზენა )

ტონი ( ალ ნასრი )

მოტა ( კატანია )

პაციენცა ( უდინეზე )

იაგო ფალკე ( ტოტენჰემი)

სორენსენი ( ბოლონია )

კაროლო პინსოლიო ( ვიჩენცა )

ჩირო იმობილე ( ჯენოა )

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

73 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
david alkhanishvili
12 years ago

შემიძლია თამამად მოგილოცოთ,შარშან ინტერს 21 მატჩიანი წაუგებელი სარეკორდო სერია უკვე გავიმეორეთ(სიენასთან წაგების შანსი არის 0) და ბოლონიასაც რომ მივაწვენთ ყველა დროის რეკორდს დავამყარებთ

bacho kochlashvili
12 years ago

xo eg rogorc maxsovs kapelos დროს იყო

tifoza
12 years ago

ara marto 1 sezoni rogorc maxsovs 54 tamashi

barona
12 years ago

სატურნირო ცხრილს რო ვუყურებ ბედიერებისგან 9ცაზე ვარ,რამდენი წელიწადია ამას ველოდი,და აი ახდა იმედია 38 ტურის შემდეგ იუვე პირველი იქნება ეხა კი ვტკბები იმიტ რომ 20 ტამაში გვაქ ჩატარებული და 21 ნატამაშევ მილანს კიდე ერტი ქული ვჯობნით

david alkhanishvili
12 years ago

მოგესალმებით მეგობრებო,როგორც წინა დღეებში ვწერდი ლაციომ მოიგო,მოგილოცავთ ყველას,მაგარი ერთიანი იყო და კი კუშიც დავიჭირე :) :forza:

mishka berianidze
12 years ago

გამარჯობა საბექს პატარა სეცდომა გაქვს პასკუატო როსი ასეთი ფეხბურთელი იუვეს არ ყავს ეგ ვინც დავიმატეთ ფაუსტო როსია პასკუატო კი ლივორნოშია განათხოვრებული.

mishka berianidze
12 years ago

პასუატო არ არის ფაუსტო ქვია იმ ფეხბურთელს ნახე იუვეს ვიკიპედიაზე და მიხვდები რომ მართალი ვარ.

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ფაუსტო როსია რა ნახვა უნდა ვიკიპედიაზე .

dito chanturia
12 years ago

gushindeli tmaashbei kargi angarishbeit damtavrda yvelam wago vinc ki xels hvishlis da paciencam uyuret ra sheugdo

giorgi
12 years ago

კარგია მილანმა წააგო… მაგრამ პარმაში უნდა მოვიგოთ (თუ მანამ ჩატარდა ეგ თამაში) თან ინტერმაც ვერ მოიგო რაც ძალიან მახარებს.. რაც შეეხება უდინეზეს არამგონია მეტს მიაღწიოს მისთვის სამეულში არაა ადგილი… :juvee:

Cheyenne Mountain Complex

მილანს ორი ურთულესი თამაში ელის ჩემპიონატზე, სადაც ქულებს აუცილებლად დაკარგავს. თან დროა პაწა კრიზისის სტადიაშიც შევიდეს.
დღეს ძალიან არეული იყო გუნდი.

lasha naxucrishvili
12 years ago

სან სიროს სტადიონი რას გავდა და 4 4 მორჩა :lool:
ან ამ მილანელებს რა თამაშის გადადება უნდოდათ მშვენივრად იყო სტადიონის საფარი ! აფერისტები !

12 years ago

ნაპოლის კრიზისს კი ველოდი მაგრამ არა ასე მალე : ))

JIORJIO
12 years ago
Reply to 

ჩვენთან გაიგიჟებენ თავს მაგათი მწვრთნელის ამბავი რო ვიცი :mrgreen:

lasha naxucrishvili
12 years ago

აგერ არ გვითამაშია გუშინ და რა მერე :lool:

| Newsphere by AF themes.
73
0
Would love your thoughts, please comment.x