ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მთავარი არდანიშნული პენალტი არაა”

ანტონიო კონტე დღევანდელ შეხვედრას აფასებს. “სიენასთან” დაკარგული ქულების გამო მთავარი მწვრთნელი აშკარად გაწბილებული ჩანდა…

ბრწყინვალე შანსი მოგვეცა და ამ ტურისგან მეტი უნდა მიგვეღო. სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, ეს, მეტწილად, “სიენას” დამსახურებაა, ჩვენი სტუმრები თავს შესანიშნავად იცავდნენ. პირველ ნახევარში ტემპი აშკარად გვაკლდა, ნავსის გასატეხად ინდივიდუალური ოსტატობა გვჭირდებოდა. ყოველ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ცალკეულ გამოწვევას, უნდა ვგრძნობდეთ როგორც ჩვენს უპირატესობებს, ისე სისუსტეებს. “

” რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, ვიდეო-ჩანაწერში ყველაფერი ნათლად ჩანს და აქ ჩემი კომენტარი ზედმეტია. ეპიზოდის სწორად შეფასებისათვის მხოლოდ პატიოსნებაც კმარა. თანაც კერძო ეპიზოდებზე საუბარი არ მსურს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უცნაურია, 21 შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავარტყით თერთმეტმეტრიანი, როცა ჩვენს კარში სამი დაინიშნა. ეს მონაცემები ყურადსაღებია მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონატის დასაწყისიდან პირველ ადგილს ვიკავებთ. “

” მიუხედავად ყველაფრისა, აღვნიშნავ, რომ მსაჯმა კარგი სამუშაო შეასრულა. მთავარი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშია და არა ერთი კონკრეტული მომენტი. დღეს, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, “სიენას” დაცვითი “კედლის” გარღვევა ვერ მოვახერხეთ.

წყარო: football italia ; tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

151 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

აი კაცი არ წუწუნებს და იცის რო ვერ ითამაშა გუნდმა

7uP
7uP
12 years ago

1juve

:givi: :givi: :givi: :givi: აშკარად :givi:

Di Francesco # 1
12 years ago

7uP
სპეციალურად გააკეთათქვა არ მიქნია მარა ხო გამოვიდა ასე?
ის დარტყმა ხო შაესრულა უნაკოდ?
გუშინ რობინიომ ზუსტად ისე ათრია ნაპოლის დაცვა როგორც პეპემ მარა კარშა დარტყმაზე რო მიდგა საქმე მერე გამოჩნდა მისი კლასი
ახლა ზოგი იტყვის პეპეს და რობინიოს კლასის შედარება არ შეიძლებაო მარა, მაგ ხალხს ფეხბურთი ფინტები და ბურთზე ფეხის გატატარება გონიათ და მიტო
დღეს პეპე უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია ვიდრე რობინიო

gioiuve
12 years ago

ბიჭებო შედით მილანის საიტზე ყველამ გამოკითხვას ატარებენ იუვე მოიგებს თუ მილანი თასზე და ავწიოთ იუვე რეიტინგში, გაგიჯდებიან :chuvak: :lool: :forza:

7uP
7uP
12 years ago

1juve
ის გოლი მაინც გაიხსენე, რომელ ლიგის მოგებაზე ნაკლები სიხარული იყო თავისი საჯარიმოდან წამოღებული ბურთი გზაში 3 ფეხბურთელის ჩამოცილება და 3 კაციან დაცვაში ერთერთთან კედლის გათამაშება და შესანიშნავად შესრულებული დარტყმა
ეს გოლი იყო გარდამტეხი გოლი კონტეს იუვესთვის, ის თამაში რო წაგვეგო ახლა სამეულიც სანატრელი გვექნებოდა


გინდა თქვა რომ ეგ შემთხვევითობა არ იყო ? )))

ჩემი ძმაკაცი გამახსენდა უცებ. მსოფლიოს ფინალში ზიდანის პენალტი ძელს რომ მოხვდა და შემდეგ გავიდა გოლი. მასე უნდოდა სპეციალურად ქნაო )))

ანალოგიურს ამბობ შენც, მოწინააღმდეგის დაცვასთან კედელი გაითამაშაო

| Newsphere by AF themes.
151
0
Would love your thoughts, please comment.x