იგი დაბრუნდა, იგი დაბრუნდა, რათა გაიმარჯვოს !
არ იტანდა, მაგრამ იყო საუკეთესო…
ანტონიო კონტე დაიბადა ‘’ლეჩეში’’ 1969 წლის 31 ივლისს. მისი პირველი გუნდი სწორედ ‘’ ლეჩე’’ იყო . 89 თამაშში ანტონიომ 1 გოლის გატანა მოახერხა. 1991 წელს იგი ტურინის ‘’ იუვენტუსში’’ გადმოვიდა და აი აქ დაიწყო მისი ტურინული ცხოვრება. იგი ‘’ბიანკონერის’’ კაპიტანი გახდა 281 თამაში ანტონიომ 29 გოლი გაიტანა. მართალია იგი ვერ იტანდა, რადგან ეს მისი უშუალო მოვალეობა არ იყო, მაგრამ ნამდვილად საუკეთესო იყო !
ანტონიო ნამდვილი ჩემპიონი იყო. ალბათ, უფროს თაობას გემახსოვრებათ 1999 წლის 1/8 ფინალი „ოლიმპიაკოსი“- „იუვნტუსი“, როდესაც ალემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე კონტე შემოვიდა, ზუსტან მან გაიტანა გამარჯვების გოლი და გუნდი ¼ ფინალში გაიყვანა. სწორედ იგი იყო იმ მატჩის გმირი, ხოლო ამას უფრო ახალგაზრდა თაობა, ჩანაწერებში, კასეტებში, მიმოხილვებში და ათას სხვა საშუალებების მეშვეობით ვადევნებთ თვალს.
პატარა ციტატას მოვიყვან კარლო ანჩელოტის სიტყვებიდან – ‘’ კონტე -აი ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი საშუალება, როდესაც ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც ყველა იმედს კარგავს, როდესაც ყველაფერი უფერულდება, როდესაც გამოსავალი არ არსებობს – აი მაშინ იღებს კონტე საქმეს თავის თავზე „
ანტონიო საქართველოსაც კი უკავშირდება, მართალია ცუდად მაგრამ რაც მთავარია მას სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება ჩვენი ქვეყანა. რადგან 1996 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე , საქართველოსთან მატჩში კინაღამ დაამთავრა თავისი კარიერა, მან მიიღო უმძიმესი ტრავმა, მაგრამ იგი მაინც დაბრუნდა მოედანზე. გააგრძელა რა „ იუვეში ‘’ ასპარეზობა, მან იტალიის ნაკრებშიც კი არავის დაუთმო ადგილი.
ახლა ? ახლა იგი თავის გუნდს უდგას სათავეში თან ისე, რომ რაც მოვიდა თამაში არ წაუგია. 5 თვეში მან იმდენს მიაღწია, რამდენსაც ვერც გამოცდილმა ძაკერონიმ, ვერც დელ ნერიმ,ვერც ჩირო ფერარამ, ვერც რანიერიმ და ვერც ძალიან ბევრმა უმაღლესი დონის მწვრთნელმა ვერ შეძლო, იგი მოვიდა „იუვეში ‘’ ( იუვე ბრჭყალებში იმიტომ კი არ არის ჩასმული, რომ გრამატიკულად ასე უნდა იყოს, არამედ იმიტომ, რომ 2 წლის წინანდელ შავ თეთრ მაისურებით მოთამაშე გუნდს-იუვენუსს ნამდვილად ვერ დავუძახებდით) და ყველა დროის რეკორდი დაამყარა მან გუნდი 21 მატჩი წაუგებლად დატოვა, ამას ვერც ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა ვერ მიაღცია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის ბრძოლისუნარიანობას და მის ქარიზმატულობას, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი ნამდვილი ჩემპიონია და რაც არ უნდა მსოფლიოს დონის ვარსკვლავი არ იყოს იგი მაინც ჩვენ გულებში იქნება, იგი მაინც „ იუვენტუსის „ უდიდესი ნაწილი იქნება, იგი მაინც „ იუვენტუსის „ ისტორიაში შევა, როგორც ნამდვილი ჩემპიონი !!!
ვიმედოვნებთ, რომ კონტე სეზონს ისე დაასრულებს, როგორც დაიწყო. როგორც წესი ზამთრის ჩემპიონი სეზონის ჩემპიონია – იმედია ეს ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდება. ტიფოზერიამ სტადიონზე მისვლა განაახლა და ეს მარტო ახალი სტადიონის გამო კი არა გუნდის თამაშის წყალობითაც მოხდა. კონტე გენიალური ტაკტიკოსია. დღეს – დღეობით ტურინული გუნდი ერთ-ერთ საუკეთესო, ლაღ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს და ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ამ ადამიანს მიუძღვნის !
ანჩელოტის სიტყვებს მხოლოდ 2 ფაქტით დავაზუსტებ და განვამტკიცებ, მხოლოდ იმით რაც დავწერე, ეს ორი მიზეზი კი ყველაფერს ცხადყოფს :
- 1999 წლის 1/8 ფინალი, „ ოლიმპიაკოსი ‘’ – „იუვენტუსი’’, სწორედ ანტონიომ იჩინა თავი და სწორედ ანტონიომ გაიყვანა გუნდი ¼ ფინალში.
- 2 წლის გაუბედურებული „ბიანკონერი’’ ძალიან ბევრმა იმედი დაკარგა, რომ ‘’ბებერი ქალბატონი’’ იმ დიდებას დაბრუნებდა რაც მას 2006 წლის ჩათვლით ქონდა, ძალიან ბევრს აღარ ჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ამ გუნდს უშველიდა და წაქცეულს ისევ ფეხზე დააყენებდა. 2011 წელს გამოჩნდა სწორედ ის ვის მოსვლასაც ველოდით, ანტონიო კონტე, მან გუნდი 2 თვეში ფეხზეც დააყენა და წელშიც გაასწორა. მან ‘’ იუვე „ ისევ ისეთი ჩემპიონი გახადა, როგორშიც თავად ასპარეზობდა. სეზონის დასაწყისში სწორედ ის „ თეთ რაშზე ამხედრებული პრინცი ‘’ ეწვია ტურინს, რომელსაც მთელი „ იუვენტუსი ‘’ 2 წლის მანძილზე ელოდა ….
ეს დასასრული არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია …
http://www.facebook.com/pages/I-999-motivi-per-αmαre-Alessαndro-Del-Piero/136565413111492 like dauweret ra
საღოლ კონტე ნეტავ სკუდეტო მოგვაგებია წაგების გარეშე და არ მინდა მეტი არაფერი
ისე სიენამ უნდა მოახერხოს გასვლა ფინალში იმიტო რო მომავალ წელს ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს
იგი არასდროს არ ყოფილა ვარსკვლავი, მაგრამ ვარსკვლავების გასამწარებლად იყო შექმნილი!
ძალიან მაგარი სტატიაააა :)
გილოცავთ რომ კონტე გვყავს მწვრთნელად
ვაფრენ ამ გენიოს ადამიანზე.
კონტე მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო, ჯიგრიანი, თავდაუზოგავი, ემოციური და რაც მთავარია ჭკვიანი, მე მგონია, რომ ის იუვესთვის ისეთივე პერსონაა ახლა, რაც ბარსელონასთვის გვარდიოლა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, ორივე კლასნი მოთამაშე იყო, პოზიციაც დაახლოებით ერთნაირი ქონდათ, განსხვავება ისაა, რომ გვარდიოლა აწყობილ, გამარჯვებულ გუნდში მივიდა, კონტეს კი დაშლილი, დაქცეული იუვენტუსი ჩააბარეს, ახალი თაობის იტალიელი მწვრთნელებიდან კონტე საუკეთესოა, ალეგრი ხო საერთოდ სახსენებელიც არ არის…
ვინ არ იტანდა ტო? ეს არ იტანდა? ეს იყო გაჭირვების ტანკვესი, ვერავინ რომ ვერ იტანდა მაშინ იტანდა ხოლმე
29 გოლი 13 წელიწადში უზარმაზარი შედეგია არა ?
martlac magari ram gaakta kontem bravo raa albat veravin gaaketebda amas aseti gundisgan verctviton mourinio magram es imis damsaxurebad mimachnia rom am adamianistvis iuntusi gundze metia es mii cxovrebaaa…. imedia tasis finalshic im gunds shevxvdebit romelic kontem amoiyvana tumca iq ukve tasi chveni unda gaxdes
Come Back ლაციოს შესრულებით..ბრავო ლაციალე
სიენამ გადაჭამა ნაპოლი მეორე შემადგენლობით, იმედია ფინალში სწორედ სიენა გავა.. 
ვაიმე სიენა რას უშვება ნაპოლის:)))))
კარგი სტატიააა საღოლ!:) კონტე კი მეც ძალიან მიყვარდა როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი უკვე საუკეთესოა ჩემთვის მსოფლიოში…
Darja
ikajuve1011
გაიხარეთ ბიჭებო
ამის თამაშები ცუდად მახსოვს მარა მახსოვს რო მარჯვენა კრაიზეც თამაშობდა ნახევარდაცვაში კაპიტნის სამკლაურით… მარკიზიოსავით იყო რა, არ ჩანდა მარა ტაქტიკურად ფაქტიურად მწვრთნელის ფილიალი იყო მოედანზე
გაიხარე საბა.. მშვენიერი სტატიაა. თან დროული ; )
კსტაწე კვინტას საღოლ უკვე შეაგდო + საგოლე. ამ ბორიელოს არ აჯობებდა?
გიო შენ გაინტერესებდა ის მუსიკა?? – rasmus in the shadows the
სპასიბა იკა

ამ ოქრო სტატიას იაკინტა – მუტუს დუეტზე ლაპარაკით ნუ გაუფუჭებთ ამ კაცს რა..
მოვრჩეთ მთლად პოკერი თუ არ შეასრულა კვინტამ 
საღოლ ავტორ..
კონტე
იაკინტამ უკვე საგოლე პასი გააკეთა..
ეს კაცი თქვენ არ იცით მე როგორ მიყვარდა და მიყვარს,მე მაშინ როგორც დღეს აქ მყოფი ბევრი იუვენტინოა,პატარა ვიყავი და ისეთი ოსტატების თამაშით ვტკბებოდი,როგორებიც დელ პიერო,რავანელი,ბაჯო,ზიდანი,იუგოვიჩი,ვიალი და სხვები იყვნენ,მაგრამ ჩემთვის ერთი რკინის კაცი მუდამ გამორჩეული იყო თავისი უდრეკი ხასიათით და მებრძოლი სულით,ნამდვილი გლადიატორი იყო მოედანზე ანტონიო,მარტო ევრო 2000-ზე თურქეთის კარში გატანილი მისი მაკრატელა რად ღირს და დღესაც მართლაც რომ წარმატებით უძღვება ჩემს საყვარელ გუნდს,აქვე ბოდიში ადმნინსტრაციასთან,კონტე 1968 წელსაა დაბადებული როგორც მახსოვს,ან 69-ში…
კონტეეე

მართალია, 1969ში დაიბადა
მე პირადად ამის თამაში არ მაქ ნანახი პირველადაც წინა წელს გავიგე ამის სახელი. ეს ყოფილა კაცი !! 20 წელი უნდა დარჩეს იუვეშიი!!!!! მოიგებს ყველაფერს რაც მოსაგებია