ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პადოინი : “პირველივე მატჩში გამარჯვება – შესანიშნავია”

“ორშაბათი იყო, ვარჯიში დავასრულე, ოთხშაბათს კი მატჩი ჩავატარე.სახლში ჩემი აგენტი მელოდებოდა, რომელმაც მკითხა : “გინდა იუვენტუსში” ითამაშო” ? – დარწმუნებული ვიყავი, რომ ხუმრობდა.იმ მომენტიდან სხვა არაფერზე მიფიქრია, ყველაფერი წამიერად მოხდა.მილანში ჩავედი და კონტრაქტს მოვაწერე ხელი”. სიმონე პადოინის შემთხვევაშიც ასე იყო, ოცნება წამიერად ახდა, სამშაბათს კი ფეხბურთელმა “მილანის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა.

“უბედნიერესი ვარ, საოცარი შანსი გამიჩნდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იუვენტუსის შემადგენლობაში დებიუტი ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მექნებოდა.1 კვირის წინ ბერგამოში ვიყავი, ახლა ბიანკონერების ფეხბურთელი ვარ, დაჯერებაც კი მიჭირს.ცოტა ხნის წინ “ატალანტასთან” კონტრაქტი გავახანგრძლივე, რადგან არასდროს ვიფიქრებდი, ერთ დღეს მსგავს შემოთავაზებას თუ მივიღებდი.დამეთანხმებით, 28 წლის ასაკში იუვედან მიიღო წინადადება, საკმაოდ რთულია.” – აცხადებს იტალიელი ნახევარმცველი Juventus Channel – თან ინტერვიუში.

ბერგამოდან ტურინში ტრანსფერი ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს : “ეს ჩემი ცხოვრების გამორჩეული ნაწილია, მითუმეტეს, პირველივე მატჩი ჩავატარე და გავიმარჯვე.ვფიქრობ, პრობლემები არ შემექმნება.პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რას ნიშნავს ეს გუნდი, “ატალანტაში” თამაშისას გუნდი უფრო დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, “იუვენტუსი” კი ცდილობს, მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს თავს.”


“იუვეს” წარმატებაში ლომის წილი ანტონიო კონტეს უდევს, რომელიც პადოინთან ერთად ბერგამოშიც მუშაობდა : “ახლა ის მეტად მშვიდია, ვიდრე ბერგამოში მუშაობისას, განსაკუთრებით ვარჯიშებზე.ტაქტიკური თვალსაზრისით ანტონიო შეცვლილია, მას შეუძლია, ტაქტიკური მონახაზი მეტოქის შემადგენლობასთან ერთად შეცვალოს და თან დადებითი შედეგი მიიღოს.ვფიქრობ, რომ ბებერ ქალბატონს ზუსტად ასეთი მწვრთნელი სჭირდებოდა, იგი გულშემატკივრებს ძალიან უყვართ.როცა ტიფოზები ამჩნევენ, რომ მწვრთნელი მზადაა შეგირდებისთვის ყველაფერი გაიღოს, ეს მათთვის განსაკუთრებული სტიმულია.”.


წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha wowo
12 years ago

ვის არ დაევასება ისეთი ქალია

lasha wowo
12 years ago

ზამენისთვის კაია თან კონტემ კარგად იცის როგორ გამოიყენოს :juvee: :juvee: :juvee:

lasha wowo
12 years ago

როგორ უყურებს წამყვანი დაევასა :D

Di Francesco # 1
12 years ago

:love: :love: :love:
:italy: :achuu: :italy:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x