ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” იბრაჰიმოვიჩი? სიტუაციის გამწვავება არ გვსურს “

“მილანისა” და “იუვენტუსის” ბოლო შეხვედრა “ბიანკონერისთვის” ძალიან კარგად დასრულდა, მაგრამ იქ განვითარებულ იბრაჰიმოვიჩისა და სტორარის ისტორიას თავისი გაგრძელება მოჰყვა. კიელინიმ ჯერ მსაჯებს სთხოვათ შვედის დასჯა, შემდეგ კი იგივე სურვილი მედიაშიც გამოთქვა. ამის გამო ადრიანო გალიანიმ კიელინის “ჩამშვები” უწოდა და საქციელი დაუწუნა იტალიელ მცველს. დღეს გამართულ შეკრებაზე, “მილანის” პრეზიდენტს ბეპე მაროტამ უპასუხა…

ჯიორჯიოს არავინ “ჩაუშვია”, კიელინი შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი პროფესიონალია, ეცადა ჟურნალისტების შეკითხვისათვის თავაზიანად ეპასუხა, მედია იმ ინცინდენტის დეტალებით ინტერესდებოდა, რომელიც ვიდეო ჩანაწერებში კარგად ჩანს. მიუხედავად ყველაფრისა, მომხდარში ჩაღრმავება არ გვინდა, დაპირისპირებები არ გვჭირდება, სიტუაციის დაძაბვა არ გვსურს. “მილანი” იბრაჰიმოვიჩთან ერთად, ისევე, როგორც, მის გარეშე ძალიან ძლიერი კლუბია და ჩვენ მას ვაფასებთ.

რაც შეეხება სეზონს, ნამდვილად ყველანაირ მოლოდინს გადავაჭარბეთ, ანიელის მოსვლამ ხელახლა დაბადა, გამოაცოცხლა “იუვე”, მისი საფეხბურთო და ტექნიკური მხარე. ამასთან 2009/2010 წლების მერე მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი შემოგვრჩა დღევანდელ 24 -ში. ახლა ჩემპიონატში პირველ ადგილს ვიკავებთ და ეს როგორც ანტონიო კონტეს, რომელიც ბრწყინვალედ მართავს კლუბს, ისე მთელი კოლექტივისა და კომპანიის თავდადებული მუშაობის შედეგია. დაუღალავი მუშაობის კულტურა ჩამოყალიბდა, მთავარი სწორედ ესაა, ამიტომაც, მომავალს სიმშვიდით ვუყურებთ. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
carvalho amauri buffon
12 years ago

dzmao modi vagiarot ro amauric shawiro dros sawiro adgilas yofiliyio matris 100 tavit ajobebda magas iset pasebs uchitaven ro 1 tamashhi sul minimu 4 goli unda gaitanos da 2 magistvis araferi araa magas dgeistvis ukve 20 golic ki unda qondes gaketebuli aba zlatans pasebs vin uketebs suul tviton aketebs yvelaffers ibra rao juveshi iyos messisze meti goli unmda qondes gatanili

d a v i d
12 years ago

ძმა კი გეთანხმები რო ყოფილიყო ამაური საჭირო დროს საჭირო ადგილას ვინმე არ გაუშვებდა მარა ვერ გააკეთა :chuvak: მოიყვანეს მატრი და იცის სად უნდა დადგეს და როდის :chuvak: ძმა მილანის და იუვეს თამაშებს დიდი სხვაობაა მილანი უფრო ინდივიდუალურად თამაშობს და იუვე გუნდურს თამაშობს, ამიტომ აქ იბრას მეტი გოლი გატანილი ვიდრე მატრის :kenwvla:

carvalho amauri buffon
12 years ago

david dzma matris tamashebs tu uyreb magas ar ityvi roja mcvelsac kiv er atyuebs shoridan ver urtyavs teqnika ar aqvs dzaan nelia. ai ra wuni aq mag fexburtels mgoni rac davwere yvelafershi dametanxmebi da magaze kargi chemi azrit amauria amauris gasaocari teqnika aq tu ginda shedi da naxe misi videoebi

d a v i d
12 years ago

ძმა 9 გოლი როგორ გაიტანა აბა? ამ კაცს ერთი პლიუსი ის არის რო საჭირო დროს საჭირო ადგილზე დგება და ამაურის ეს რო გაეკეთა არავინ გააგდებდა გუნდიდან :kenwvla: ეხლა შენ რაც ჩამოთვალე იმაზე ვიმსჯელოთ

1) მცველს ვერ ატყუებს_მაგაშI ვერ დაგეთანხმები თუ გინდა მარტო მატრის ბოლო გოლი ნახე!

2)შორიდან დარტყმა- ეტყობა მწვრთნელის დავალებაა რო შორიდან არ დაარტყას და ეს იმის გამო რო გუნდური თამაშIა და მოკლე პასებს თამაშობენ.

3)ტექნიკა არ აქვს_ მაგაზეც ვერ დაგეთანხმები რო თექნიკა არ აქ თუ გინდა ის ბოლო გოლი რად ღირს მარტო!

4) სისწრაფე არ აქვს- შეილება კარლოსივით ვერ დარბის მარა დარბის :kenwvla:

d a v i d
12 years ago

forza-juve ბორიელოზე არ ვამბობ მარა მატრიზე უკეთესი ვინ უნდა მოიყვანონ? უკეთესები ვიცი რო არი მარა ვინ მოვა?

carvalho amauri buffon
12 years ago

au qartul klaviaturaze rogor gadaviyvano mitxarit ra. shenc kide moiyvane ra wesier tavdamsxmelebi 5 milionze mets ar ixdis tavdamsxmelebshi gyavdes matri da chempionta ligaze jgufidanac ver gaxval momindoma matrebit da borieloebit ligis mogeba

david david
12 years ago

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შუაშია მაროტას ტრანსფერები?

McCa1N
12 years ago

ჯორჯო მაგარი კაცია, საქმეს ჭირდება და იმიტო ბაზრობს, რეალთან ბოლო წამებზე რო დაეცა და აღარ დგებოდა მაგას რა დამავიწყებს :lool: :lool: :lool: 3 წუთი გაიყვანა მასტმა :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x