აგენტი: ” “იუვენტუსი” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს “
ცოტა ხნის წინ იტალიაში ჭორები გაჩნდა, რომ “იუვენტუსში” გადმობარგებიდან სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ “ბებერი ქალბატონი” მზადაა ანდრეა პირლოს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ამ საკითხზე კომენტარი იტალიელი ნახევარმცველის აგენტს, ტულიო ტინტის სთხოვეს: “ ახლა შვებულებაში ვარ, “იუვენტუსთან” არანაირი შეხვედრა არ დანიშნულა. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი ამჟამად უსაფუძვლოა. ” -შეგახსენებთ, პირლო “იუვენტუსში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმობარგდა და წლიურად 3.5 მილიონ ევროს იღებს. ამჟამინდელი კონტრაქტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს გუნდთან 2014 წლის ივნისამდე აკავშირებს.
2014 წლამდე რა მოხდება ვინ იცის
ჯერ რა დროს კონტრაქტია მართლა
პირლო კაი ხანი იქნება იუვეში. ასეთი სტილის ფეხბურთელები და ასეთი ნიჭის მქონეები ადვილად არ კვდებიან
ეხლა აცადეთ ამ სტატიას ხვალამდე და შემოვა მაგარი ხალხი თავისი წინასწარმეტყველობით და დაიწყებ იუვეს ტაქტიკის განხილვას თუ პირლო წავა 2014 წელს
აი ბებერი აწი შეიძლება ქე გეიცვითოს ასე რომ ნამეტანს ნუ გაუგრძელებთ კონტრაქტს..

ეხლა მოვიდა ტო აცალეთ თამაში
გაუხანგრძლივონ სამუდამოდ
პირლო სანამ ფეხზე იდგება იქამდე გაჩითავს უსერიოზულეს პასებს
auu atydeba exa chorebi da ambebi da fliqologiurad ar datrgunon pirlo
რა კონტრაქტის გახანგრძლივება აუტყდათ!!! აცადონ კაცს თამაში.