ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი” – ” კატანია ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

” იუვენტუსმა ” ” კატანია ” საკუთარ მოედანზე 3-1 დაამარცხა, რითაც სატრუნირო ცხრილს კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში. სრულიადში გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

ბუფონი 7 – ნადვილი კედელი ! არაადამიანური რეაქცია გამოავლინა ბერხესიოს დარტყმის დროს. შემდეგ ერთი-ერთზე საოცარ ბურთს უღებს ალმირონს. გოლში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ.

ბარძალი – 6. სწრაფია. ერთი მეორეს მიყოლებით ართმევს გომესს ბურთს, მხოლოდ ერთხელ დაუშვა, რომ არგენტინელი მას გაცდენოდა.

ბონუჩი -7
. თავიდან დაიბადა. მართავს დაცვას, როგორც ვეტერანი, რისკი მინიმუმამდე დაჰყავს, დასწრებაზე შეუდარებლად თამაშობს. წინა წელს იგი „ ახალ ბეკენბაურეთან“ ( რანოკია) შედარებით  მახინჯი იხვის ჭუკი იყო. შესაძლებელია, გუნდში არსებული სიტუაციის გამოც.

კიელინი -7 . ცვლის თამაშის მიმდინარეობას. მეორე გოლი სეზონში, რომელიც „ იუვეს“ ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. დაცვაში როგორც ყოველთვის საიმედოა.

პადოინი -5,5. კონტემ იგი ალბათ დაბადების დღის აღსანიშნავად დააყენა ძირითადში, რომელიც იტალიელს გასულ კვირას ჰქონდა. სერია ა -ში „ბიაკონერის“ მაისურით პირველად თამაშობს, მაგრამ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე „ატალანტას“ ექს- ნახევარმცველი პირველად არ იდგა.

პეპე ( 61 წუთი ) -5,5
. არაზუსთი ჩაწოდებები. გოლის აღნიშვნის დროს, სტორარიმ მას ცხვირი გაუტეხა – მხოლოდ ამით დაგვამახსოვრდა იტალიელი.

ჯიაკერინი – 6. უნივერსალი. თავიდან დაბნეული იყო, და რამოდენიმე შეცდომაც დაუშვა. უკეთესი იქნება იგი თავდამსხმელებთან ახლოს თუ იასპარეზებს. კონტე მას მარცხენა ფლანგზეც წევს, მაგრამ მას იქ თამაში არ ეხერხება.

პირლო – 7,5. ბერლინელი. ტავიანის ( იტალიელი რეჟისორი – ძმები ) მესამე ძმა. იგი სცენარსაც თვითონ წერს, მთვარ როლსაც თვითონ ასრულებს და გადაღებასაც დირიჟორობს. სწორედ, მან გაიტანა პირველი გოლი საჯარიმოდან, შემდეგ გაატანინა კიელინის და ბოლოს კვალიარელასაც შეაგდებინა. ბოლო გოლში მას მეკარე დაეხმარა.

მარკიზიო – 5,5. უბრალო მოკვდავი, რომელიც ხანდახან ცოცხლდება. მისი თამაში წინა წელს გაცილებით თვალისმომჭრელი და ლამაზი იყო.

დე ჩელიე – 6,5.  გამოურთავი. თავდასხმაში მუდამ ჩართულია. მშვენიერი ჩწოდებებით გვართობს.

ვუჩინიჩი ( 67 წუთი ) -6. გარღვევები, როგორც ყოველთვის წარმატებული, მაგრამ დარტმები? დარტყმები კარის მიმართულებით ?

ბორიელო – 6.5. სანდოა. მესამე მატჩი ძირითად შემადენლობაში, პირველი – ჩემპიონატში. ხშირად ეხსნება პარტნიორებს, ბოლომდე იბრძვის.

ლიხტშტაინერი ( 77 წუთი ) – შეფასების გარეშე

კვალიარელა – 7. შემაშფოთებელი. ზოგჯერ მოქმედებს ისე, როგორც  ჩვეულებრივმა თავდამსხმელმა უნდა იმოქმედოს – ეგოისტურად. ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ერთ-ერთი მისი დარტყმული ძელს მოხვდა. მოტას გაძევების შემდეგ კონტე 4-3-3 სქემაზე გადავიდა. ფაბიო ცენტრში ჯაკერინი მარცხნივ და პეპე თავის ჩვეულ პოზიციაზე. ამ ტაქტიკამ ფაბიოს კიდევ ერთი გოლი მოუტანა და თამაშში საბოლოო წერტილიც დასვა.

კონტე -7 . ცივსისხლიანი.  დისციპლინით და თამაშში ჩართულობით გამოირჩევა. პიველ წუთებზე გაშვებული გოლის მიუხედავად, იგი მაინც მშვიდად არის და თამაშის მიმდინარეობს ნადმვილი ოსტატივით კარნახობს. მატჩი გამარჯვებამდე მიყავს.

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

121 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

RealJuventino

მარჯვნივ პანელზე, ბოლო მატჩის მიმოხილვა ;)

RealJuventino
12 years ago

ისე ერთი შენიშვნა მექნება ადმინისტრაციასთან და ადიმენბთან. რჩევა უფრო ან თხოვნა რაც გინდათ ის დაარქვით და თამაშის მერე მიმოხილვის ლინკები რომ დაიდოს ხოლმე ან თამაშის მიმოხილვა კარგი იქნება. განმეორებითი მთლიანი თამაშის ლინკებიც თუ იქნება ხოლმე ხომ მთლად უკეთესი.

valeri tokhadze
12 years ago

ლაციო არის მაგარი ფარჩაკი გუნდი რა უქნა პალერმომ:D:D:D

sandro bliadze
12 years ago

interis wageba gamovicani(8.4) marselis x(4.2) da fiorentinas 1x gamisxa : 2 lari medo meti ver gavbede mainc interiatqo :D

bacho kochlashvili
12 years ago

ბიჭო რა თავს და ნერვებს და კიდე რას აკვლევინებთ ამ ტოტალიზატორს და ევროპაბეტებს და რახაცეებს კაი რო იყოს მე არ ვითამაშეებდიიი მეც ვითამაშებდი მარა არ Vტამაშობ იმიტო რო ტვინის ბურღვააა :chuvak: :c:

| Newsphere by AF themes.
121
0
Would love your thoughts, please comment.x