კიელინი: ” ვგრძნობდით ამ მატჩის განსაკუთრებულობას “
მატჩისშემდგომ კომენტარში “იუვენტუსის” მცველმა ჯიორჯიო კიელინიმ ხაზი მოპოვებული სამი ქულის მნიშნელობას გაუსვა. “ბებერი ქალბატონი” სატურნირო ცხრილში ისევ პირველ პოზიციას იკავებს, უახლოესი მდევარი კი ორი ქულით უკანაა: “ “კატანიასთან” სამი ქულის აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ვგრძნობდით ამ მატჩის განსაკუთრებულობას, რადგან ბოლო ორი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ რეაბილიტაცია გვსურდა. სასტვენამდე 15 წუთით ადრე გატანილი გოლი აჩვენებს, როგორ მივიწევდით მიზნამდე და არ დავნებებულვართ. 25 -ში ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. მნიშვნელოვანი იყო “სან სირომდე” გამარჯვებით მივსულიყავით. ამ ორ გუნდს შორის განსხვავება? ფაქტია, რომ სუსტ გუნდებთან ჩვენ მეტად ვკარგავთ ქულებს, როცა მილანელები იბრაჰიმოვიჩის ხარჯზე ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას. შემდეგ ტურში კი ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა შვედი, რადგან თუ არ იქნება მის ადგილს პატო ან ელ შაარავი დაიკავებენ, ორივე მათგანი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს. ” -აცხადებს კიელინი.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
მიდი ჯოროჯო ეგრე გააგრძელე
ჯორჯო
ვერ ვუკურე და მაგრად მაინტერესებს
აუ კაცურად კარგი ცჰნაცერი დადეტ მომენტების რა
http://gooool.ru/news/smotret_onlajn_chempionat_italii_2011_12_24_j_tur_juventus_katanija/2012-02-19-11037
გაიხარე დიდი მადლობაააააააა
კიელინი მიხედავს მომდევნო თამაშში ვინც არ უნდა იყოს
ჯორჯო უძლიერესია
