კონტეს მატჩის შემდგომი კომენტარი
” პირველად მოხდა ამ სეზონში , რომ საკუთარ არენაზე პირველი ბურთი მეტოქემ გაიტანა , თუმცა მიუხედავად ამისა ბიჭებმა თამაში მშვიდ ტემპში გააგრძელეს . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმისთვის , თუ როგორი პასუხი გასცეს ” კატანიას ” . ბიანკონერი კვლავინდებურად 3-5-2 ტაქტიკური სქემით გამოვიდა მოედანზე და თუ რატომ ამაზე ანტონიო კონტე შემდეგ რამეს ამბობს : ” ვფიქრობ , ამ ეტაპზე ეს ტაქტიკური განლაგება ყველაზე იდეალურად მუშაობს . პლიუს ამასთან , ვუჩინიჩის ჩათვლით ყველა ჩვენი ფორვარდი , უშუალოდ ცენტრიდან ასპარეზობს . ამას დავუმატოთ ისიც , რომ შემადგენლობაში სამი უმაღლესი დონის ცენტრალური მცველი მყავს . მსაჯი ? იდეალურად გაართვა დღევანდელ სამუშაოს თავი . გამოვარჩევდი ასევე ” კატანიას ” , რომელიც ეხლა საუცხოო ფორმაშია “ . წინ კი ” იუვენტუსს ” , ” მილანთან ” დაპირისპირება ელოდება : ” მშვიდად ვართ . ჩვენი პოზიცია მაშინაც არ შეიცვლება , იასპარეზებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი . სან სიროზე საკუთარი თამაშის კარნახის სურვილით მივემგზავრებით , მაგრამ ორი აზრი არაა ეს საკმაოდ რთული დაპირისპირება იქნება ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
nugo1387
შემართება მომწონს მაგრამ ცენზურა დაიცავი
პატივი ვცეთ მეტოქეს
LEVANKA
მიკვირს რას ეძახი სანახაობრივს
რას ვეძახი და ფურთის ფლობას და იმ კომბინციებს რასაც ახორციელებენ მოედნზე და ვერ ასრულებენ გოლით იმიტომ რომ თავდასხმაში მაღალი დონის ფორვარდები არ ჰყავთ, ისეთი როგორიც იყო ტრეზეგე იბრაგიმოვიჩი, დელპიერო, ინძაგი და ასე შემდეგ. დღეს იუვეს ყველაზე სუსტი წერტილი თავდასხმაა, თორემ ეხლა 10 ქულით წინ მაინც უნდა იყოს მილანისგან.
გუნდი რომელსაც ოფიცილური თამაში არ წაუგია, გუნდი რომელმაც 14 გოლი გაუშვა და 1 ადგილზეა, გუნდი რომელიც ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თმაშობს ჩემპიონატში, ეს ის გუნდია რომელიც 6 თვის წინ ააწყვეს. ასეთი გუნდის მწვრთნელთან რა პრეტენზია უნდა გქონდეს?
ალბათ არც იმას თვლით შეცდომათ ელია რო შევიძინეთ ?
—
როგორც მაროტა იძახის ყველა ტრანსფერი არის შეთანხმებული კონტესთანო…
9 მილიონი იმაში გადავიხადეთ, რომ თასზე 11 წუთი ეთამაშა ?
—
კი კარგი მწვრთნელია კონტე, და მართლაც ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებს, მაგრამ სადაც ფეხბურთელებს უნახეთ მინუსები და გააკრიტიკეთ, კონტესაც შეხედეთ.
თამაშს მარტო მწვრთნელი არ იგებს. არასდროს !
მე მაინც მიმაჩნია რომ დაცვაში უნდა იყოს სტანდარტული 4 მცველი, არც მეტი არც ნაკლები…
3 მცველით თამაშს ჩემი აზრით მომავალი არ ააქ
david_david
ქულებს იმიტომ ვკარგავთ, რომ მატრი არის ბლუ და არა იმიტომ რომ ცენტრში 5 კაცი თამაშობს
Darja
პარმასთანაც და სიენასთანაც 3 მცველით ვთამაშობდით თავიდან ბოლომდე. 3 მცველით თამაში არ ნიშნავს იმას, რომ კრაის ნახევარმცველი “ამ შემთხვევაში – ლიხშტაინერი და დე ჩელიე- არ ერთვება დაცვაში.
ლიხშტაინერი დაცვაში იყო 1-2 ჯერ შემჩნეული და არა თავდასხმაში. საერთოდ იყო გამოთიშული წინ თამაშს და მთელი თამაშის განმავლობაში პასიური იყო. პასიურობდა იმიტომ რომ მასზე არავინ არ თამაშობდა.
საუკეთესო ამ შემთხვევაში ის წყობაა რომელსაც კონტე მიიჩვენს საუკეთესოდ, ლიხტშტაინერი უბრალოდ დაასვენა გუშინ და მილანთან ძირითად შემადგენლობაში იქნება..
7uP
სულაც არაა 3-5-2 სქემა კონტეს შეცდომა, შეცდომა იმ შემთხვევაში იქნებოდა გუშინ კატანიასთან რომ წაგვეგო, სიენასთან და პარმასთან კიდე 3-5-2 ბოლომდე არ იყო, იმიტომ რომ ლიხტშტაინერი დაცვაშიც აქტიურად თამაშობდა ფლანგზე :)) შენ რო შეცდომათ მიგაჩნია ეგ იმას არ ნიშნავს რომ არასწორია..
კონტეს შეცდომებზე რატო არავინ საუბრობთ ?
—
3 დაცვით რო ათამაშებს გუნდს, დაკვირვებული ხართ, რომ მარჯვენა ხაზი საერთოდ ეთიშება თამაშს და მხოლოდ მარცხენა თამაშობს ?
—
ჩემი აზრია რომ ყველაზე ცუდი წყობა რითიც დღესდღეობით ფეხბურთს თამაშობენ არის 3 მცველით თამაში … 3-5-2 და 3-4-3
—
თუკი დაცვას რაიმე ხარვეზი ააქ ყველაფერი ამ წყობაში გამოჩნდება
3 მცველზე არასწორად განსჯი,პადოინი მარჯვნიდან აზღვევდა,თანაც ნომინალური მცველი დეჩელიე კიდევ გვყავდა მეოთხე,მარა ამ სამმა მცველმა და ნახევრის გამაგრებამ გამოიწვია ის რომ პირველ ტაიმში ბურთის ფლობა გვქონდა 72%,სახლის თამაშებზე,სადაც დამპალ დაცვას გვეთამაშება ყველა,სამ მცველზე მეტი არაა საჭირო,მაგიტომაც ვკარგავდით ქულებს,მცველს ჯობია ნახევარზე დავამატოთ ხოლმე კაცი,ჩვენს მოედანზე როცა ვართ
სუპერ კონტე
თუ მილანთან 3-5-2 წყიბით ვითამაშებთ იმედია ვუჩინიჩი კრაიზე იქნება და არა ცენტრ ფორვარდად 
კონტე თუ გინდა რო წარმატებას მიახწიო მილანში დელპეირო ათამაშე

raga milantan ro ar wavagebt eg akviatbuli maq da titqmisdarwmunebuli va amashi radgan damatebiti muxtia bichebistvis es chemi azrit ro ar wagon da arc waageben aramed piriqit am matcham heidzleba chempionis bedic ki gadawyvitos radgan wageba fiqologiurad arcertistvis ar iqneba kargi ase rom win iuveee
ise mirchevnia 4-3-3 it itamshon tore raac maincdamainc arm omwons 3-5-2 it ro tamashoben eg.
მილანს მოუგებტ აი ნახავტ გუსჰინ ხო ვქტი სამიტ ერტ ვიგებტქო და მიულანსაც მოუგებტ სანსიროზე
იბრა ხო უეჭველი არ იქნება?
მაგრად გაგვიჭირდება 


1 თამაშში მინდოდა რო ყოფილიყო და ახლა ამ თამაშის მეშინია ცოტა
კონტე რა კაცი იყო გოლის მერე ვიღაცა ფანთან რო მივარდა