კუალიარელა: ” ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ “
ფაბიო კუალიარელა გუშინდელი გამარჯვებისა და მის მიერ გატანილი გოლის გამო საკმაოდ ბედნიერი ჩანდა. იტალიელმა ფორვარდმა სიცილიელთა კარში ბოლო, მესამე გოლის გატანა შეძლო და ამით საბოლოო წერტილი დასვა: ” ეს მესამე შემთხვევა იყო, როცა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე და მეორე გოლის გატანა შევძელი, “ლეჩესთან” მატჩს, გულწრფელად გეუბნებით, არ ვთვლი (ყვრიმალის ძვალი გაიტეხა და იძულებითი შეცვლა გახდა საჭირო), საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ. გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ ზოგადად თამაშსაც გამოვყოფდი, რადგან შევასრულე მწვრთნელის დავალებები და ბორიელოსთან საერთო ენის გამონახვას ვცდილობდი. უფრო მეტ დროს მეტოქეთა საჯარიმოში ვატარებ, მაგრამ წინა მაგალითებიდან ვსწავლობ და ვცდილობ უსარგებლო სირბილი მინიმუმამდე დავიყვანო. ამ მხრივ, გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება სტორარის ეპიზოდს, სახის გამო ცოტა ვღელავდი, შემდეგ ტკივილი ვიგრძენი და ამიტომაც მოვიშორე მარკო. გასახდელში ბოდიში მოვუხადე და ისევ ჩავეხუტეთ ერთმანეთს. როგორც ჩვეულებრივ, ძალიან დიდი კონცენტრაციით ვემზადებით “მილანთან” მატჩისთვისაც. ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. “-აცხადებს კუალიარელა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
საღოლ ! ჯიგარი ხარ!!!
ისე რა უქნა მართლა სტორარიმ სულ გაგიჯდა მაგარი კაცია ისე
კუალიარელას ვუწერ 10000 ქულას ძაან ბევრს ცდილობდა ძაან საღოლ !
სხვათა შორის ბორიელოს დავცინოდი მაგრამ ისიც ბევრს ჩალიჩობდა.
პირლოს მეტი რა უნდა მოთხოვოს მწვრთნელმა ტიპმა კარშიც უბრახუნა გოლიც გაიტანა პასებიც დაარიგა რავი რა ძაან კარგი იყო პირლოც. კარგია თამაშის შემოტრიალება რო შეუძლიათ.
აუ სტორარი მაგარი კაცი იყო რა..
ძალიან მოტივირებული და აქტიური იყო ფაბიო, გოლის გატანაზე იყო კონცენტრირებული და ხშირად ურტყამდა კარში :)) ძელს რომ გაარტყა გოლი ყოფილიყო განსაკუთრებით ეფექტური გამოვიდოდა..იმედია მილანთან ძირითადში იქნება..
კარგად ითამაშა თუმცა გარკვეულ მომენტებში არ მომეწონა, იმდენად იყო კარებში დარტყმაზე კონცენტრირებული რომ პასის მიცემა საერთოდ ავიწყდებოდა, მაგრამ აინც მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, გამარჯვებულებს ხომ არ აკრიტიკებენ
ამას ის გოლი რო გაეტანა მადარი იქნებოდა ძელს რო გაარტყა
ფაბიო=მატრის დუელი მინდა მილანტან 
სტორარი მარტლა მაგარი კლიენტია, ძალიან დამევასა გუშინდელი თამაშის 1 წუთიანი მონაკვეთის შემდეგ
ფაბიოს რაც შეეხება ძალიან აქტიური იყო და იმსახურებს ძირითადს.
აუ სტორარი იმენა კაცია რა მაგრად მიყვარს

რა კაცია თამაში უნდა



რატომღაც ამ კაცის წარმატება ყველაზე მეტად მიხარია
აბა სტორარიმ რო გცემათ შენ და პეპე მაგით ხო არ იქნები კმაყოფილი