ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო, შენს უკან პიემონტია!

ჩვენს საიტზე უკვე ჩამოყალიბდა ერთი საინტერესო ტრადიცია. ინტერნეტ სივრცეში გაჩენილ ლამაზ მარგალიტებს აქ ვუყრით ხოლმე თავს. ამჯერად “მსოფლიო სპორტის” ერთ წერილზე შევაჩერებთ ყურადღებას, მისი ავტორი ლევან სეფისკვერაძეა. მადლობას ვუხდით ლევანს, ჩვენ ვიცავთ საავტორო უფლებებს!

ანტონიო კონტე ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას იყო დაუდეგარი და ინტერესიანი კაცი. მარჩელო ლიპის თქმით, როდესაც ის “ზებრების“ მწვრთნელი იყო, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ანტონიო მუდმივად კუდში დასდევდა და ათასგვარი კითხვით აბრუებდა: “სენიორ მარჩელო, ეს ტაქტიკა რატომ აირჩიეთ?“, “ორი გამთამაშებელი რად გინდათ?“, “დელ-პიეროს სათადარიგოთა სკამზე რატომ სვამთ?“, “ეს რა ვარჯიშია?“ – მოკლედ, დაჰყვებოდა კონტე ლიპის და უბურღავდა ტვინს. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ანტონიო კონტე ფეხბურთელი იყო, ყველამ ირწმუნა, რომ ამ ბიჭისგან შეიძლება მწვრთნელი გამოსულიყო და აკი გამოვიდა კიდეც!

ანტონო კონტეს დამოძღვრილი “იუვენტუსის“ თამაშს როდესაც ვუყურებ, მიჩნდება განცდა, რომ ტურინული გუნდი სანახევროდ გაღვიძებულ, ანუ ჯერ ისევ ძილ-ღვიძილში მყოფ გველეშაპს ჰგავს, რომელიც ბოლომდე რომ გაიღვიძებს, ალბათ, მოწინააღმდეგეთა დიდ უმრავლესობას ერთი მოსმით “გადაყლაპავს“. ამგვარი, საკუთარ თავში დაჯერებული “იუვენტუსი“, ლიპის ჟამის შემდეგ არ გვინახავს და მეტსაც გეტყვით – ალბათ, ლიპისაც კი გაუჭირდებოდა, ამ ახალი „იუვეს“ ფეხბურთელებისათვის იმ უდიდესი მოტივაციის ჩანერგვა, რაც ახალგაზრდა ანტონიო კონტემ შეძლო. განა იმიტომ, რომ ლიპის ეს არ შეუძლია, ანდა არ იცის… საქმე ისაა, რომ კონტე, როგორც მწვრთნელი, ახლა იბადება და ყოველი მომდევნო მატჩი მისთვის დიდი აღმოჩენების გაკეთებისა და ძიების ამბავია. ამ ძიებისას კი, ფეხბურთელებს სწორედ დიდი მოტივაცია თუ შეაძლებინებთ კარგად თამაშს. მჯერა კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ ანტონიო კონტე კარგად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და სწორედ ის აასრულებს “იუვენტუსის“ გულშემატკივართა დიდ ოცნებას – ღირსეულად დააბრუნებს “იუვენტუსს“ ევროპის გრანდთა მარაქაში და ამ გუნდს ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოაყალიბებს.

რაც ანტონიოში ყველაზე მეტად მომწონს, ეს მისი ხასიათია. არ მახსოვს, მოგებული მატჩის შემდეგ, კონტე ჟურნალისტებთან ჩამომდგარიყოს, პირი მოეღოს და ტრაბახს მოჰყოლოდეს, რაც მაგრები ვართ, „იუველები“ ვართ, ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო… ქართველებისა არ იყოს, იტალიელებსაც, ყველაზე მეტად, კარგი საქმის ჩუმად მკეთებელი ადამიანები აკლიათ და ალბათ, სწორედ ამ დროს არის “იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის საქმე დასაფასებელი. საქმე, რომელიც ჯერ ბოლომდე არ მისულა და ბოლომდე რომ მივიდეს, მხოლოდ კონტეს კრეატიული ტვინი არ კმარა.

დღეს სხვა დროა – უფულოდ თითქმის არაფერი ხდება და კონტესაც “იუვეს“ ბოსების მხრიდან აუცილებლად სჭირდება ფინანსური თანადგომა. ტურინული გუნდის ფეხბურთელებზე არაერთ თვალხარბ ევროპულ გრანდს აქვს თვალი დადგმული და ამ ფეხბურთელებს შენარჩუნება სჭირდებათ. შენარჩუნებას ფეხბურთელებთან ახალი და კლუბისათვის ბევრად უფრო ხარჯიანი კონტრაქტების გაფორმება უნდა. ამასთან ერთად, სატრანსფერო ბაზარზეც არ ეგების პოზიციების დათმობა. წაგართმევენ კონკურენტები პერსპექტიულ, “მომავლის ფეხბურთელებს“ და მერე მთელი წლები სულ თვითგვემაში უნდა იყო მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ ახალგაზრდა ფეხბურთელში, თავის დროზე, ზედმეტი ერთი მილიონი ევროს გადახდა დაგენანა. მოკლედ, თავსატეხები კონტეს არაერთი აქვს და ალბათ, მუდამ ექნება, რაც თავად ანტონიომაც კარგად იცის. როდესაც “იუვენტუსის“ მწვრთნელობაზე თანხმდები და ამის ამბიცია გაქვს, ალბათ, ისიც კარგად უნდა იცოდე, რომ ერთი ძველი გამოთქმის მსგავსად, ციხისა არ იყოს, “იუვეს“ საწვრთნელ ბაზასაც ორი კარი აქვს – შესასვლელი და გასასვლელი. ამ გუნდიდან დიდ-დიდი და ლეგენდარული მწვრთნელები გაუშვიათ და ერთი ჩია კაცის, ანტონიო კონტეს გაშვება, პიემონტელებისათვის, მგონი, ნამდვილად არ იქნება ავსტრიელთა შემოსევის დონის უბედურება.

ამასწინათ, როდესაც იტალიის თასზე “იუვენტუსმა“, ჩემი აზრით, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და “მილანს“ მისსავე “სან-სიროზე” სძლია, ლომბარდიაში ჩასული და გამარჯვებით ფრთაშესხმული ტურინელი ტიფოზები მილანის ქუჩებს მოედვნენ და დიდი ზარ-ზეიმი მოაწყვეს. მილანელები პიემონტელების ამ სიხარულს უჩვეულოდ მშვიდად შეხვდნენ და ვინც ტურინელ ქომაგებს დაშოშმინებისაკენ მოუწოდა, გაგიკვირდებათ და, სწორედ მათი საყვარელი გუნდის მწვრთნელი, ანტონიო კონტე იყო. მატჩის შემდეგ, კონტე თურმე “იუვეს“ რამდენიმე ხელმძღვანელთან ერთად მილანის ქუჩებში დადიოდა და “იუვენტუსის“ ქომაგებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებდა. “ჯერ ყველაფერი წინაა, ჯერ ზეიმი ადრეა, მშვიდად და ღირსეულად დავბრუნდეთ ტურინში!“ – სკანდირებდა კონტე. გულშემატკივრებმა დაუჯერეს მწვრთნელს, აახვიეს უზარმაზარი საკლუბო დროშები, სიმღერ-სიმღერით ჩასხდნენ ავტობუსებსა და მსუბუქ ავტომობილებში და ტურინისაკენ გაქროლდნენ. ეს ხალხი კონტეს ენდობა, ანტონიოს სიტყვას მათთვის ფასი აქვს, მათ სჯერათ მწვრთნელის! თუმცა, ყველაფერი ჯერ მართლაც წინაა…

ლევან სეფისკვერაძე, მსოფლიო სპორტი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri elisabedashvili
12 years ago

http://www.youtube.com/watch?v=4b80AaHHZWE ეს მუსიკა არ იცით ბრაციი? :blin:

bacho kochlashvili
12 years ago

შალახო არააააა :lool: :lool: :lool:

valeri elisabedashvili
12 years ago

აუ რა შალახო ამრთლა ამგრად მჯირდება ((

12 years ago

ბრავო ავტორს.. დიდი იმედი მაქვს კონტე დიდი ხნით დარჩება გუნდში. და ბევრ ტიტულს მოვიგებთ ერთად

kirsona
12 years ago

ნამდვილად დასაფასებელია კონტეს მუშაობა, წარუმატებელი სეზონების შემდეგ გუნდს მენტალიტეტი დაუბრუნა!! გუნდი დასტაბილურდა, უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, დაცვაში სიტუაცია გამოსწორდა, თავდასხმასაც გავაძლიერებთ ზაფხულში, ალბათ ერთ კარგ ვინგერსაც ვიყიდით და ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდი იქნება.. ანტონიოც გაიზრდება კიდევ უფრო, როგორც მწვრთვნელი!!! ფორცა ანტონიო, ფორცა იუვე!!

d a v i d
12 years ago

ტორინო რა საკაიფოდ ყუმარობს წელს გადმოვლენ უეჭველი :forza: კაი დერბი იქნება საყურებლად :forza:

bacho kochlashvili
12 years ago

ერთი რახაც გამაგებინეთ ვინმემ ელიას რატო არ ათამაშებს და მეტი არაფერი არ მინდა

აკაკი მეტრეველი

ეგ რო ვიცოდეთ… :cry:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

PIto

მაქსიმალური კორექტულობა კომენტარის წერისას

BuFFoN. . . ! ! !

იგივე თხოვნა მექნება შენთანაც

Italiel
12 years ago

მეც მჯერა და ვენდობი ამ კაცს,ოდან მაღალი კლასის შემსრულებლები რო ყავდეს უფრო სწრაფ და სანახობრივ ფეხბურთს ითამაშებდა იუვე :forza: :forza: :juvee: :juvee: ლიგა მომენატრა და რეალთან ჟახი,როგორ მაინტერესებს ეს იუვე რეალთან და ბარსასთან რა :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza:

PIto
12 years ago

ვიომედოვნებ ანიონიო იუვეს ისეთი ” ატრიბუტი ” გახდება როგორიც შავ თეთრი მაისურია.. ეს ორი მცნება უერთმანეთოდ წარმოუდგენელი იქნება.. დიდებული სტარტი, დიდებული მომავლის მოლოდინში..

dito chanturia
12 years ago

vimedovneb rom konte istive gaxdeab turinelebistvis rogoric fergiusonia da ufro warmatebulic ki tasebis mxriv :forza: :forza:

12 years ago

ნეტავ ეხლა ვინ დასდევს კონტეს და ეკითხება: “დელ პიეროს რატომ არ ათამაშსებ?”

Vaxooo
12 years ago

ყველაზე მეტად რაც მომწონს ანტონიოში, მისი იუვესადმი სიყვარულია!!!
შეიძლება ჯერ არაა იმდენად დიდი ტაქტიკოსი, მარა მოტივატორია და დუხს უმაღლებს ბიჭებს
საკმაოდ მკაცრიცაა :lool:

vako-10
12 years ago
Reply to  Vaxooo

და კიდე ამდენი წაუგებელი თამაში :D

levani gordadze
12 years ago

საღოლ ავტორს :juvee:

Gio Darja
12 years ago

ბრავო ლევან, ნამდვილად სერიოზული სტატიაა.. :up:

vato mgeladze
12 years ago

ბუფონი
ლიხტა— ბარცალი—კიელინი— კასერესი
პეპე—მარკიზიო—პირლო—ვიდალი

მატრი—–ვუჩინიჩი

:forza: :forza: :forza: :forza: :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

gigla
წაგება რო არ გვაქ მაგი ხო მოგწონს? :chuvak: ხოდა მაგ შემტევიტაქტიკის ბრალია რო თამაში არ წაგვიგია, მატრი როცა თამაშობს როდის გინახია რო საჯარიმოში ეგდოს უსაქმურად და ბურთს ელოდებოდეს? უკან იხევს და თვითონ იბრძვის ბურთისთვის, მირკოზე ლაპარაკიც არაა
მთავარია არ გავუშვათ და მოსაგებად 1 გოლს სულ კი გავიტანთ :chuvak: სულ თუარა როცა აუცილებელია მაშინ
:italy: :achuu: :italy:

bacho kochlashvili
12 years ago

ეგრეც ნუ იტყვი აუცილებელი იყო პარმასთან აუცილებელი იყო სიენასთან მარა ერთიც ვერ გავიტანეთ :chuvak:

gigla xozrevanidze
12 years ago

კონტეს შეტევითი ტაქტიკა არ მომცონს ძალიან სუსტია რატომღაც. ან მისი ბრალია ან ფეხბურთელები ვერ ჯდებიან მის ტაქტიკაში.

gigla xozrevanidze
12 years ago

რაზეც არ უნდა ვილაპარაკო მე მაინც კონტეს დავაბრალებდი :roll:

12 years ago

ვუჩინიჩი რო თამაშში მინიმუმ 5ჯერ გადის კარგ დასარტყმელ პოზიციაზე და მერე რო ბურთს ეგ კონტეს ბრალი ნაღდად არაა, იმენა ნერვებს მაწყვიტავს ვუჩინიჩის განიავებული მომენტები, ვითმენ ჯერ მარა ერთხელაც ამოვსხავ :blin:

robi baggio
12 years ago
Reply to 

ჯობია ვუჩინიჩმა 5 გამაზოს, ვიდრე სხვამ ერტხელაც ვერ მოატყუოს კაცი

Juve10
12 years ago

აუ რა მშვიდად და წყნარად ტო მანდ ვყიფილიყავი დავიმხობდი მილანს ))))))))) კონტეეეეეეეე უძლიერესიაააააა მარა ალექსას თუ გაიყვანს მთლად ლიპი იქნება ))))))))))))))) :****************************************

d a v i d
12 years ago

ამის მერე რო კიდო ამ კაცს გაააკრიტიკებ…. ანტონიოოო :love:

NEDVEDA11..
12 years ago

მადლბოა ავტორს.

ფორცა იუვე :forza:

qesha
12 years ago

მადლობა ავტორს :juvee:

G M
G M
12 years ago

ყოჩაღ

12 years ago

:juvee:

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x