ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრიმავერამ ვიარეჯოს თასი მოიგო ! გილოცავთ, ჩემპიონებო…

რიგით 64 – ე ვიარეჯოს თასის გათამაშება ტურინის “იუვენტუსის” სრული ტრიუმფით დასრულდა.ახალგაზრდა ბიანკონერებმა ბებერი ქალბატონის ისტორიაში მერვედ მოიპოვეს ტიტული, დაამარცხეს რა ფინალში “რომა”, ანგარიშით 2-1.მატჩი ტურინელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რომაელებმა მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

“პარმას” წინააღმდეგ მატჩისგან განსხვავებით პრიმავერას მწვრთნელმა, მარკო ბარონიმ შემადგენლობაში სამი ცვლილება გააკეთა : ბელფასტიმ, ბელტრამემ და პადოვანმა ლივიერო, ბუი და ლიბერტაცი შეცვალეს.ჯილიაროსის მთავარმა მწვრთნელმა ფინალში ზუსტად ის შემადგენლობა აირჩია, რომლებმაც ნახევარფინალური მატჩი წარმატებით დაასრულეს.

ტურინელებმა აქტიურად და რაც მთავარია შედეგიანად დაიწყეს.მატჩის მეოთხე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ელიო დე სილვესტრო შეიჭრა, ბელტრამეზე პასი გააკეთა და ახალგაზრდა იტალიელსაც რაღა დარჩენოდა, ანგარიში რომ არ გაეხსნა.”რომამ” შეუტია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიანკონერებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი კონტრშეტევაზეც ჰქონდათ.ყველაზე რეალური მომენტი სწორედ ბელტრამეს ჰქონდა, რომელმაც სპინაცოლას გადაცემა ვერ აქცია გოლად.

სულ რამდენიმე წუთის შემდეგ დედაქალაქელთა კარს პადოვანმა შეუტია, თუმცა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.ჯილიაროსის იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა პრიმავერა ჰყავს, ამიტომ რომაელებმა შესძლეს და ტურინელებს დიდი ძალით შეუტიეს, თუმცა გადამწყვეტი აქაც კონტრშეტევა იყო.სპინაცოლას საუცხოო პასით პადოვანმა ტურნირის საუკეთესო გოლი გაიტანა და ბიანკონერები ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვა.

38 – ე წუთზე სახიფათო მომენტი ბრანესკუს კართან შეიქმნა, მაგრამ რუმინელმა კიპერმა პიშიტელის დარტყმულის მოგერიება შესძლო.კიდევ უფრო რთული გამოცდა ბიანკონერებმა “რომას” მეკარე პილიაჩელის მოუწყვეს, თუმცა იტალიელმა ბელტრამეს საუცხოო ნახტომში აუღო.

მარკო ბარონის შეგირდები საუცხოოდ იყენებდნენ ყველაზე ძვირფას იარაღს – სისწრაფეს და აგრესიულობას, სწორედ ეს განასხვავებდა დღევანდელ “იუვენტუსს” “რომასაგან”.პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში შეიძლებოდა 3-0 გამხდარიყო, მაგრამ უნტერსის მოწოდებული პადოვანმა ვერ გაიტანა და დუბლის შესრულების შანსი ქარს გაატანა.

მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისიდან უპირატესობა კვლავ ტურინელთა მხარეს იყო, თუმცა პიშიტელის გოლმა რომაელებს იმედი და მატჩს ინტერესი დაუბრუნა. დედაქალაქელებმა ერთი გოლი გაქვითეს, რის შემდეგაც თამაშის მიმდინარეობა შეიცვალა. რომაელები შეტევაში დიდი ძალებით გადავიდნენ, რათა მეორე გოლის გატანა მოეხერხებინათ. ბრანესკუს მეტოქე გუნდის შემტევი ფეხბურთელების დარტყმათა მოგერიება საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ პრიმავერას გამოცდილმა მეკარემ გუნდი გადამწყვეტ მომენტში არ დააღალატა.

ბარონიმ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა დაიწყო. მოედანზე დე სილვესტროს ნაცვლად ბოუი გამოჩნდა. “იუვენტუსმა” “რომას” იერიშებისგან თავის დაძვრენა შეძლო და თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება ისევ მოახერხა. კარგი მომენტი შეექმნა სპინაცოლას, რომელსაც პილიაჩელიმ აჯობა. “ბიანკონერი” ისევ შეტევაზე გადაერთო.

საბოლოოდ, რომაულმა კლუბმა ანგარიშში ცვლილებების შეტანა ვეღარ შეძლო და “ვიარეჯოს თასის” ფინალი “იუვენტუსის” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. ტიტული ტურინში მიემგზავრება! უკვე მეექვსედ ბოლო 10 წლის განმავლობაში.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alex-97
12 years ago

:forza: :juvee: :juventus: :italy:

oto 16
12 years ago

:forza:

12 years ago

გილოცავთ ყველას და … ადმინისტრაციისგან მაინტერესებს სპორტ კაფეში არ ვიკრიბებით შაბათს ?

giorgi sidiani
12 years ago

ძმებო 7:2 მიწერია ნაპოლის1X და რეალის 2 დამრჩა.5.2 მიდევს ეხლა მიჩვენებს რო მოგება არის 3.5 :D ის 5 თამაში დაჯდა.ეს ორივეც რო დაჯდეს 5.2 გამრავლდება მთელ კუშსზე თუ რა ხდება?მინუსუვკოას ვინც თამაშობთ მიპასუხეთ რა კაცურად

barona
12 years ago
Reply to  Gio Darja

რავი რამდენი დავაკვირდი სულ ზამენაზე იყო.იმედია აპელტან ერტად დიდ ფეხბურტს იტამაშებენ

NEDVEDA11..
12 years ago

ფორცა!!! მაგარი ხალხი გვეზრდება და უნდა გამოვიყენოთ ეს ახალგაზრდები,არ უნდა დაკარგონ! ფორცა…

ახლა დიდი იუვენტუსის თასის დროა :juvee:

barona
12 years ago

17 ნომერი კარგად ყომარობდა..ბუიე სულ ზამენაზე როგორ ყავტ მაგარია ყველა იზახის:D

nika kakabadze
12 years ago

ბოლოს რომ ზეიმობენ, ერთს უკუღმა აცვია მაისური :lool: :lool: :forza: :forza:

dato beltadze
12 years ago

ნამდვილად მაგრები არიან ეს კაცები და დორო ა უკვე პირველ გუნდშიც მიგონ გამოცდილება ამატ ტამასჰებს ბევრს ვარ ნაყურები და სულ დიდი უპირატესობიტ გამოირცჰევიან საგონ ბიჭებო მალადეც ნამდვილად იმასახურებტ ივე ფომის ჩაცმას

tornike tatarashvili
12 years ago

17 და 19 ნომრები მაგრები არიან

12 years ago

ყოველთვის მაღალი დონის პრიმავერა გვყავს.. მაგრამ ახალგაზრდებს შანსს არ აძლევენ პირველ გუნდში : (((
ვულოცავ პატარა იუვენტინოებს ამ გამარჯვებას :forza:

Cheyenne Mountain Complex

ვუყურე თამაშს. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა. მეტითაც შეიძლებოდა მოგება, მაგრამ მეორეს დასაწყისში გაშვებულმა გოლმა ასე 15 წუთით საკმაოდ დააბნია გუნდი.
ჯამში მაინც ეტყობოდა, რომ კლასით ჩვენები სჯობდნენ :forza:

Ladika
12 years ago

ძალიან ძლიერი ახალგაზრდები გვყავს, ძალიან. გილოცავთ

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x