მატრი: ” მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ “
იმ აზრზს, რომ “მილანისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში გადამწყვეტი არაა, ალესანდრო მატრიც ეთანხმება. იტალიელი თავდამსხმელი “მედიაზეტთან” საუბრობს: ” მშვიდად ვარ, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი შეხვედრის წინ. რა თქმა უნდა, ეს ტურის მატჩია და მოლოდინი და დაძაბულობაც დიდია, თუმცა დაპირისპირებას თავისუფალი გონებით უნდა შევხვდეთ. არა მგონია, შაბათს რაიმე გადაწყდეს, ჩემპიონატი გრძელია. ” -მატრიმ კარიერა “მილანში” დაიწყო, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს ითამაშა – “გადაწყვეტილებებს კლუბები იღებენ. დიდი კარიერული გზა გავლიე, “იუვე” კი მენდო. აქ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ნამდვილი, ჯანსაღი კონკურენცია, რაც ყველა კლუბისთვის დამახასიათებელი კარგი ფაქტორია. ” -აცხადებს მატრი.
http://www.youtube.com/watch?v=RCOJmJXeo34&feature=related
2 გოლი მინდა ხვედელიძე!!!
