ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” მილანი ” 1 -1 ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

ფეხბურთელთა შეფასება …

ბუფონი- 7. „Буффонише’’ !!!- საოცარი რეაქცია, მექსეს დარტყმის შემდეგ,  კარიდან გამოაქვს მუნტარის დარტყმული თან ისე, რომ ამას მსაჯი ვერ ხედავს. მან „მილანელის“ 3 მეტრიდან დარტყმულზე, მწოლიარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა. გოლში ვერ დავადანაშაულებთ. მეორე ტაიმში რობინიოს ყველა ბურთს უღებს.

ბარძალი – 5.5 რობინიო და ემანუელსენი საოცარი სისწრაფით ესხმიან მას თავს, იგი ვერ უმკლავდება მათ და ცენტრს თმობს. ლიხტშტაინერთან რაღაც ვერ გაიყო და მთელი მატჩი ჩხუბობდნენ.

ბონუჩი – 5. კარგი მატჩების შემდეგ, სენმა  სახელად „ ბონუჩი“ გაიღვიძა და იგი  „ იუვეს“ გოლს უტანს.

კიელინი -6.5იტალიელი მიეჩვია გიგანტ იბრასთან წინააღმეგ თამაშს. ამ მატჩში იგი თავად გახლდათ გიგანტი და ლილიპუტებთან „ სპრინტერების“ განხორციელება უწევდა. მაგრამ კიელინის ეს არ აჩერებს. ჯიორჯო არც პრესინგს ივიწყებს.

ლიხტშტაინერი -5. სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.

ვიდალი -6. იცავს დაცვას, როგორც უკანასკნელი მოჰიკანი. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ბრძოლობს თითოეული ბურთისთვის და ერთხელ კარის მიმართულებითაც ურტყავს პირველ ტაიმში. წითელი ბარათი, მაგრამ იგი ვან ბომელის პროვოკაციას აჰყვა, რომელსაც ვიდალზე გაცილებით ძლიერი ნებისყოფის ფეხბურთელები ყვებიან.

პირლო -6. ცოტა პასი და ცოტა იდეა. თამაშობს როგორც ხელოსანი და არა როგორც პროფესორი.

მარკიზიო 5.5 იწყებს არც ისე ცუდად, მაგრამ მალე იკარგება. პატარა კილომეტრაჟი და უფერული თამაში.

ესტიგარიბია -5. ერთადერთი რითაც თავი დაგვამახსოვრა ეს კარის მიმართულებით დარტყმაა, რომელიც აბიატიმ უკუაგდო. უშვებს შეცდომებს.

პეპე ( 46 წთ) -6 თამაშობს თვითდაჯერებულად და აკეთებს საგოლე გადაცემას

კვალიარელა -5.5 იმედები გაუცრუვა კონტეს, ჩრდილშია მოქცეული. 2 მეტრიდან აბიატის ბურთი ვერ ააცილა.

მატრი ( 69 წთ ) – 7 ცივსისხლიანი „ ქილერი“ – გააქვს 2 გოლი, აქედან მის ანგარიშზე მხოლოდ 1 დაჯდა.

ბორიელო -5 ძალიან ბევრი ორთაბრძოლა, მაგრამ თავდამსხმელმა ზოგჯერ კარის მიმართულებითაც უნდა გაიხედოს.

ვუჩინიჩი ( 54 წთ ) – 6 მან მაინც იცის, რომელი მიმართულებით უნდა დაარტყას.

კონტე -5. დააყენა ძირითადში ბორიელო – კვალიარელა ( 2 გოლი) და სათადარიგოზე დატოვა მატრი – ვუჩინიჩი ( 12 გოლი ). ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა. მაგრამ მეორე ტაიმში საჭირო გადაადგილებები გააკეთა და შედეგითაც დაკმაყოფილდა.

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mesdel
12 years ago

შაიტზე ის არაა შემოსაშვწბი ვინც ვერ აზროვნებს ვიქნები მკარი ეგ ადამიანი კ ჯანსაგი აზროვნებისსაა

Juve10
12 years ago

ბარძალის მეტი უნდა ქონდეს ! ძაან მაგრა ითამაშა ძაან ბევრჯერ გადაგვარჩინა მარტო რობინიოს რო ფეხიდან ააცალა ….

nika kakabadze
12 years ago

რა ცუდი შეფასებებია, მითუმეტეს ბარძალის, მეტს იმსახურებდა

აკაკი მეტრეველი

ჯოვინკო იუვენტუსში თამაშს არ იმსახურებს

ako mamulashvili
12 years ago

jovinkos sheudzlia lideroba და ვუცჰინიცჰს არა??? :D ადმინ ეს საიტზე აღარ შემოუშვა რა :D

Di Francesco # 1
12 years ago

mesdel
ხო ვუჩინიჩი მეც არ მომწონს, ტავდან კაი იყო მარა მერე ვეღარაა ფორმაში
ჯოვინკოა ისეთი რომელსაც მარტო შეუძლია თამაშის მოგება და გუნდის ლიდერობა

mesdel
12 years ago

არა თვითOმვე თქვა რო დელპიეროს მერე 10 მე ჩვავიცვამო თUმცა ეგ უკვე რეალობა ხთება და მაშინ კი ძაან პატარა იყო 10 იანისთვის..კი უნდა დაბრუნდეს მეც ეგრე ვპიქრობ..ასე რო ვუჩის მოუწევს თავის დამტკიცება

Di Francesco # 1
12 years ago

mesdel
თვითონ როგორ შეედარა?
სხვებმა თუ შეადარეს მაგაში რაა ცუდი?
ყველა სპეციალისტი იძახის რო ჯოვინკო იუვეში უნდა დაბრუნდეს, ალბათ დაბრუნდება

mesdel
12 years ago

კი გეთანხმები..თUმცა რო იცოდე იუვეში ჯიოვინკო არ უყვართ…და იცი საიდან დაიწყო ანტი ჯიოვინკო???როცა ის დელპიეროს შეედარა გეპიცები ეგჰრე იყო….

mesdel
12 years ago

ჯიოვინკოს ატანა არ მაქვს თუუუმცამართალი ხარ უკეთესი კადრი არ გვაქვს .. არადა მართლა თამაშობს ეგ რახიტიანი)))

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  mesdel

რავიც მე მინდა რო დაბრუნდეს, ათიანი იუვესი არ მინდა რო არაიტალიელს ქონდეს და იტალიელებში ჯოვინკოზე უკეთესი ამ ეტაპზე არ ჩანს

mesdel
12 years ago

კაი რა არ მჯერავს რო ვუჩიზე კარქატ არ ითამაშებდა მილანთან.. ე ჩემი სუბიექტური აზრი და იცი?რა არის რო????ის ისეთი ავტორიტეტია მოდანზე რო და ისტორიით რო მისი არ თამაშება ასეთ ტამაში შეურაწყოპააა..ეგ სიტყვები გეორგი ჩერდანცევს ეკუთნის და სპეციალისტების ანალიზია

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x