ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბაჯო – დელ პიერო (კადრს მიღმა)

XX საუკუნის ბოლოს იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი, ის, ვინც დაცვითი სქემებით გაუფერულებილ კალჩოს ელფერი შესძინა. იტალიური ფეხბურთს თავისი კვალი დაატყო. მუდმივად საინტერესო განხილვის საგნად რჩებოდა მისი და დელ პიეროს ურთიერთობა, შესაძლოა, თავად ამ ორი გენიალური ფეხბურთელის კომენტარებმა ბევრს საიდუმლოს აჰხადოს ფარდა. გთავაზობთ ჩვენი საიტის ერთგული წევრის, juvetude -ს მოწოდებულ სტატიას…

„კერპთა კერპი“.

„არ ვიცი როგორ დავახასიათო მოთამაშე რომელიც ჩემთვის მარადონასა და პლატინისთან ერთად ყველაზე ძვირფასი და ლეგენდარულია, მასთან ერთად მითამაშია და ძნელია შეხვდე ისეთი ინტელექტის მქონე ფეხბურთელს, როგორიც რობერტო ბაჯოა, შეუძლებელია დახატო ლეონარდო დავინჩის ქმნილება, რადგან ის მუდამ ასლად დარჩება, ასევე შეუძლებელია დაჩრდილო ადამიანი რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითია, მე მისი მოსწავლე გახლდით, მოსწავლე რომელმაც ისწავლა ტილოზე ფერთა შეხამება ნახატის ბოლომდე მიყვანა კი ვერა”-აი ესე ახასიათებს ალესანდრო დელ პიერო ბაჯოს.რობის და ალექსის გზები იუვენტუსის შემდეგ იტალიის ნაკრებშიც გადაიკვეთა, მწვრთნელები კი უპირატესობას ყოველთვის პინტურიკიოს ანიჭებდნენ და რობი “მაგიური ათიანის” ჩრდილში მოექცა.

“დარწმუნებული ვარ მე და ალე ერთად თამაშს შევძლებდით თუმცა ამის შანსი არ მოგვცეს, მარჩელო ლიპი ფიქრობდა რომ ჩემი და ალეს ერთად დაყენების შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს თავზე თამაშისას უპირატესობა ექნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა, რადგან ფეხბურთს, იდეაში, ფეხით თამაშობენ“ -სინანულით იხსენებდა ბაჯო.

ბაჯო ფეხბურთიდან ისე უხმაუროდ წავიდა, რომ ალეს დღესაც სჯერა, რობი თუნდაც 90წუთით მაინც დაბრუნდება და მასთან ერთად გააგორებს ბურთს: “იცით რატომ ვაფასებ რობის?-ამბობდა დელ პიერო – მას არსად არ უთხოვია ძირითადში თამაში, ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა, შემდეგ კი უჩუმრად მიდიოდა დასასვენებლად, ის მზად იყო თუნდაც მეკარედ ეთამაშა ოღონდ მწვანე მინდორზე გასვლის და ბურთთან კონტაქტის საშუალება ჰქონოდა. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გასახდელის შესასვლელში რამდენიმე გოგონა მელოდებოდა, მათთან საუბრისას შესასვლელში რობი გამოჩნდა, ის მოთმინებით ელოდა როდის მოვრჩებოდა მათთან საუბარს. როცა ისინი წავიდნენ რობიმ მითხრა: ალე, მათ, ფანებს, სიამოვნებთ შენთან ყოფნა, მაგრამ შენ მოედანზე გაოფლილი მაისური დატოვე, საშხაპეში ონკანის დაკეტვა დაგავიწყდა დ ბანანის ქერქიც სანაგვეს ააცილეო, ცხოვრება ყოველთვის წვრილმანებით შედგება და თუ გგონია რომ ვინმე ოდესმე რამეს გაპატიებს ძალიან ცდებიო. რისთვის დასჭირდა მას ამის თქმა, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ მან ეს არაფრის გამო გააკეთა. ის იმდენად სუფთა და კრისტალური ადამიანია რომ შეეცადა ჩემთვის აეხსნა ის რისი ახსნაც 24 წლის ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს. ბაჯო ყოველთვის შენს გვერდით იქნებოდა, შენგან კი მხოლოდ სითბოს და გრძნობების ალალად გამოხატვას ითხოვდა – ესეც დელ პიეროს სიტყვებია – ბაჯო რომ 1998წლის მსოფლის ჩემპიონატზე საფრანგეთთან ძირითადში ყოფილიყო იტალია ჩემპიონი გახდებოდა, მაშინ მყესი მქონდა გაწყვეტილი, მაგრამ სერია ა-ში 30 გოლზე მეტის გატანის შემდეგ ჩემს არ წაყვანას, მიუხედავად იმისა რომ ტრამვა მქონდა, ჩეზარე მალდინის მთელი იტალია არ აპატიება. არადა ჩემს თამაშს ბაჯოს ეთამაშა ჯობდა, რობო იტალიას ‘ოქროს ველზე’ გაიყვანდა” -იხსენებდა დელ პიერო.

ბაჯო ეპოქალური ვარსკვლავია მან და დელ პიერომ მოახერხეს და თავი დააღწიეს იტალიურ სქემას აპენინელებმა კი ვიზუალურ ფენომენს მაინც პრაგმატიზმი ამჯობინეს. როდესაც ყველა დროის 20 უდიდეს მოთამაშეს ასახელებენ, ბაჯო, პელეს, მარადონას კრუიფის, ბეკემბაუერის და გარინჩას შემდეგ უნდა იყოს, იგი ზიდანზე დიდი და ნედვედზე მაშტაბურია.

მიშელ პლატინისა და რობერტო ბაჯოს ხშირად ადარებდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს ორივე „იუვენტუსის“ ლიდერი იყო და ათ ნომრიანი მაისური ემოსათ. ერთხელაც პლატინის ჰკითხეს: ”ვინ არის ბაჯო, ნომერი ათი თუ ნომერი ცხრა, ნახევარმცველი თუ თავდამსხმელი?” 1984 წლის ევროპის ჩემპიონის პასუხი ასეთი გახლდათ: “ბაჯო არც ერთია და არც მეორე-ის ცხრანახევარია.”

„“იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში რობიმ თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა რაშიც დღემდე მე მადანაშაულებენ“-სინანულით აღნიშნავს დელ პიერო -„ კეთილი, დამნაშავე მე ვარ, მაგრამ არ მგონია რომ იტალიას როდესმე ბაჯოს დონის და მისი გაქანების ფეხბურთელი ჰყოლოდა. რობი, მეტეორივით, გალაქტიკაში გზა აბნეულებს გზას გვინათებდა, ჩვენ კი დავბრმავდით და ეს ვერ დავინახეთ, ხოლო, როდესაც მივხვდით რომ ბაჯო დავკარგეთ, უკვე გვიანი იყო, ჩემი მასთან შედარება არასწორია, რობის ვერც ერთად აღებული ათი დელპიერო და ვერც ამდენივე ტოტი ვერ გადაწონის. რობი შენ ჩემზე, ჩვენზე დიდი ხარ! „

სტატია მოამზადა juventude -მ…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
აკაკი მეტრეველი

King alex

ეგ ვიდეო დევს ჩვენს საიტზე

steklo
12 years ago

პრესა სულ დაივიწყეთ :blin: :blin: :loool:

აკაკი მეტრეველი
Reply to  steklo

იმ ვებ-გვერდზე საიდანაც პრესის მიმოხილვა იდება, რაღაც პრობლემებია შესვლასთან დაკავშირებით, 90% შემთხვევებში გამორთული მხვდება, ყველანაირად ვეცდები მალე აღვადგინო, ჩემი კომპიუტერიდან ურევს რაღაცას და იმედია მალე გამოსწორდება

Juve10
12 years ago

ტიპმა მექსეს თუ 3 თამაში მისცეს ვიდალს რატო არაოო =))

forever_juve
12 years ago

adrec davwere da exlac vambobo ro me italia bajom shemayvara da juventusi delpierom magram saertod pexburti baggiom da delpeiros win yoveltvis baggiso davayeneb forever baggio and delpiero

betega
12 years ago
Reply to  forever_juve

აი ზუსტად ეგრე ვარ მეც ბაჯომ შემაყვარა იტალია 1994-შ 10 წლის ვიყავი ბაჯოს აცილებულ პენალზე ვიტირე და მის მერე დამემართა ავადმყოფობა სახელად იტალია :italy: :italy: :italy: :italy: :italy: ყველა ყველა დროის საუკეთესო იტალიელია რობერტოო :italy:

mamuka iosava
12 years ago

აქ ყველ ვთანხმდებით ერთზე და ეს კარგია…ისე თუ მაინც ვინმეს ეჭვი ეპარება რამეში არ ვთავაზობ 90 წლის მსოფლიოს ანდა რაიმე ისეთის ნახვას როცა რობი პიკში იყო(ასაკის თორემ თამაშით სულ პიკში იყო)…უბრალოდ ჩართოს და უყუროს 36 წლის ბაჯო რეებს აკეთებს ბრეშაში:)))))

robi baggio
12 years ago

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სპორცმენი!!! სპორცმენი და არა ფეხბურთელი.
:forza: :forza: :forza: :forza:

david david
12 years ago

თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეხლა საიტზე რომ შემოვედი და ეს სტატია დავინახე რა რეაქცია მქონდა. ნაჩკე გაიხარე ძმა ჯიგარი ხარ :davliot:

Gio Darja
12 years ago

ბუფონი; მაჯიო, ბარძალი, ოგბონა, კრიშიტო; მარკიზიო, პირლო, ტიაგო მოტა, ნოჩერინო; ჯიოვინკო, მატრი

ხვალინდელი აძურის ძირითადი :))

d a v i d
12 years ago
Reply to  Gio Darja

კილინი სად წაიყვანა პრანდელიმ? :buhee:

Z u R a noniashvili
12 years ago

ბაჯო :( :love: :kiss: ჩემი უსაყვარლესი ცხენის კუდა:)მაბოდებდა რობის თამაშებზე.უბანში რომ ვთამაშობდით მე სულ ბაჯო ვიყავი :))ლიპისთან კონფლიკტი მოუვიდა მე როგორც მახსოვს.საკიმ აცილებული პენალი ვერ აპატია :no ტრაპატონიმ საერთოდ დილივიო არჩია რობის ეს საშინელებაა :oldman:

giorgi
12 years ago

უყურეთ იუვეს ძველი ალ სტარი როგორ მღერის ძაან მაგარი http://www.youtube.com/watch?v=Tt1NCedPWAI&feature=related

12 years ago

უმაგრესი სტატიაა.. მიუხედავად იმისა რომ ბაჯომ შემაყვარა ფეხბურთი.. ჩემთვის მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალი დელ პიეროა.. საქმე მარტო იმ სამას გატანილ გოლში არ არის..
ის დრიბლინგი, ცრუ მოძრაობა, ლამაზი ფეხბურთის სიყვარული, ის რომანტიული ფეხბურთი რომელიც დელ პიეროშია გაერთიანებული ჩემთვის საუკეთესოა ჯერჯერობით..

უკვე დრო არის იტალიას ახალ ბაჯო, ტოტი ან დელ პიერო გამოუჩნდეს.. რომ გამოჩნდება იმედია იუვენტუსის წევრი იქნება )))

vaxo turqadze
12 years ago

დათკა : შენი არ იყოს მეც პირველად ბრაზილია-იტალიის ფინალს ვუყურე,მის მერე “მოწამლული” ვარ ფეხბურთით და კერძოდ იტალიური ფეხბურთით,1995-დან უკვე იუვეს ვგულშემატკივრობ,დიდი რობი ხომ იქ აგორებდა ბურთს,მართლაც უნიკალური ფეხბურთელი იყო,რომელიც იტალიაში სათანადოდ არ დააფასეს სამწუხაროდ…

gio lortkipanidze
12 years ago

ორი უძაანმაგრესი და უსაყვარლესი ფეხბურთელი…… დელპი შენ გენაცვალე :love: :love: :love: :love:

nika kakabadze
12 years ago

ძალიან მაგარი სტატიაა :up: :up: :up: :italy: :italy: :italy: :kiss: :kiss: :kiss:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

დღესაც მახსოვს პირველი თამაში რასაც ვუყურე
იტალია – ბრაზილია 94 წელი . ბაჯოს გამო დავიწყე ფეხბურთის ყურება… მისი აცილებული პენალტი …

ვეთანხმები უმეტესობას ) რობი იყო იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი !

Ladika
12 years ago

2 გენიოსი. ბაჯომ შემაყვარა იტალია.

ვის თამაშსაც მოვესწარი მე ბაჯო იყო საუკეთესო.

დელ პიეროს მერე დაგვჩება ბუფონი. ხოლო შემდეგ კიელინი/მარკიზიო.

ჩემთვის უფრო მარკიზიო.

12 years ago
Reply to  Ladika

მე ჯერჯერობით მხოლოდ ბუფონი და დელ პი შემომრჩა.. მარკიზიოს დიდ პატივს ვცემ მაგრამ ეგ ვერ ავა იმ საფეხურზე სადაც ბაჯო, დელ პიერო და ბუფონია.

giorgi barsegiani
12 years ago
Reply to 

me marTalia markizio mevaseba magram მაგაში გეთანხმებიი

giorgi barsegiani
12 years ago

ძმა ხარ ნაჩკე რო დადე :up: :up: :up: :up:

giorgi barsegiani
12 years ago
Reply to  Nachke

:lool: :lool: :lool: :lool:

giorgi barsegiani
12 years ago

ძააან მაგარი კაცი ხარ :givi: :givi: :givi: :givi: :givi: :givi:

zura chkheidze
12 years ago

ორი უდიადესი ფეხბურთელი, და ორივე მეტნაკლებად დაუფასებელი, (დელპიეროს უფრო ნაკრებში არ გამოუვიდა ლიდერობა) მართლა გაუგებარი იყო ჩემთვის ჯერ საკის, მერე ჩეზარე მალდინის, ტრაპატონის და ძოფის აკვიატება, რომ ამ ორ ადამიანს ერთად არ უშვებდნენ მოედანზე, თითქოს შეთანხმებულები იყვნენეს მწვრთნელები, გეთანხმები mamuka1313, რაღაც უცნაური მიდგომა ჰქონდათ, ჯერ ბაჯო–დელპიერო, მერე დელპიერო–ტოტი, თითქოს ორი შემქმნელი ფეხბურთელი ერთმანეთს ხელს შეუშლიდა, ისე თუ გახსოვთ, 2006 წლის ნახევარფინალში, გერმანიასთან დამატებით დროში, დელპიერო, ტოტი, ჯილარდინო, იაკინტა და პირლო ერთად იყვნენ მოედანზე და შედეგიც სახეზეა, ბაჯოს თამაშს გულშემატკივრები ითხოვდნენ მძაფრად და იმიტო უფრო მიყავდათ მწვრთნელებს, თორემ სავარაუდოდ 1998 წელსაც სახლში დატოვებდა მალდინი. P.S. მეც ბაჯოს გამო გავხდი იტალიის და… Read more »

andro kiknavelidze
12 years ago

მე და ალბათ ბევრს ჩემს გარდა ფეხბურთი სწორებ ბაჯომ შეგვაყვარა და ამით ყველაფერია ნათქვამი!

mesdel
12 years ago

ბაჯიოს პსევდო კი პქროს კიკინაა))))და იტალიაში მხოლოდ 2 პეხბურთელზეა ნათქვამი ოქროს ბიჭუნა ეგ ბაჯიო და დელპიეროა))

mamuka iosava
12 years ago
Reply to  mesdel

“ოქროს ბიჭუნა” პირველად ჯანი რივერას უწოდეს

mesdel
12 years ago

მახსენდება რავანელის სიტყვები )))))))კარქია ტოტტი კარქია დელპიერო მაგრამ ბაჯიოსთან კი ვერცერთი მიდისო)) უდიდესი პატივი ჩემსგან ქედის მოხრით

mamuka iosava
12 years ago

ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ეს სტატია მე დავწერე…:))იუვეს ბალეშიკობა ბაჯოთი დავიწყე, დელ პიეროთი გავაგრძელე და მომავალში რა მეშველება არ ვიცი (ჯოვინკომ იმედები გამიცრუა)…სადაც კი როდესმე საუბარი ჩამოვარდნილა ან დამიკომენტარებია რამე ყველგან ამას მივტირი..იტალიამ ბევრი ,ძალიან ბევრი დაკარგა როცა ბაჯო და ალე ერთად არ ათამაშა (შემდეგში შეცდომა გაიმეორეს და ტოტი და ალე არ ათამაშეს. წარმოიდგინე კაკა და რონალდინო რომ არ ეთამაშებინა ერთად ბრაზილიას:). ლიპი გენიაა და თავხედობაა მის პროფესიონალიზმში ეჭვისშეტანა მაგრამ აშკარად შეცდა…ან ახლანდელი ბარსა აიღეთ… ყველა დაბალი თავდამსხმელი ყავთ და რას აგორებენ…მოკლედ მე მჯერა რომ იტალიას მინიმუმ 1 მსოფლიო ჩემპიონობით ან ევროპის ჩემპიონობით მეტი ექნებოდა დღეს…მეც ყოველთივს ვამტკიცებდი რომ… Read more »

ika1993
12 years ago
Reply to  mamuka iosava

ბარეზი მაგრად მევასება, ბაჯო რო საუკეთესო იტალიელი შემტევი იყო ,ეგ ცხადია ისევე როგორც ბარეზი საუკეთესო მცველი, და ზოFი საუკეთესო მეკარე.

andro kiknavelidze
12 years ago
Reply to  mamuka iosava

გეთანხმები, რობი მართლაც უფრო დიდი ფეხბურთელი იყო ვიდრე ზიდანი.

kirsona
12 years ago

ori mefe,am xalxma da buffonma shemayvara fexburti… venacvale aset did fexburtelebs da ufro did adamianebs!

gio jishkariani
12 years ago

sagol ales am sityvebistvis me armegona tu ese tbilad moixseniebda bajos, da sagol avtors am statistvis magari statiaa dzaan :forza: sheidzleba itqvas am orma fegburtelma shemayvare iuve :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x