კონტე: ” ბიჭების გაკრიტიკება არ შემიძლია “
ანტონიო კონტე გუშინდელი ფრის შემდეგ არჩევს უფრო ზოგად სურათს მიაქციოს ყურადღება, ვიდრე კონკრეტულ შეხვედრას. 42 წლის სპეციალისტი იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრობს: “ სირცხვილია, რადგან შეგვეძლო და უნდა მოგვეგო ეს მატჩი. გოლის გატანა გაგვიჭირდა, უკან კი კონტრ-შეტევებისთვის მეტოქეს ბევრი სივრცეები დავუტოვეთ. სამწუხაროდ, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა და სანაკრებო შეკრებაზე წასულთაგანაც მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის ამორჩევის საშუალება მომეცა. არ შემიძლია, ბიჭები ვაკრიტიკო, ყოველ მათგანს დიდი მადლობა ეკუთვნის. სეზონის დასაწყისიდან დღემდე მაქსიმუმს აკეთებენ. უნდა ვამაყობდეთ მათით და არ დაივიწყოთ, რასაც მივაღწიეთ. ყველას თავდადების დამსახურებით ყველანაირ მოლოდინს გადავაჭარბეთ. ” -აცხადებს კონტე. “ბიანკონერები” მეორე პოზიციას იკავებენ, შეხვედრას იტოვებენ მარაგში და სამი ქულაღა აშორებთ პირველადგილოსან “მილანთან”.
წყარო: “იუვენტუსის” ოდიციალური ვებ-გვერდი
ერთად ერთი რამ რაც ამ ძნელბედობის ჟამს მამხიარულებს ის არის, რომ ინტერი ჩვენზე უარეს დღეშია. ღმერთმა გაახაროს ძია კლაუდიო რანიერი, ინტერის ასე გაფარჩაკებისთვის.

ესტიგარიბიას,ვუჩინიჩის და მისნაირების დაყენებას ჯოbია სწრაფ ფეხბურთელებზე გააკეთოს აქცენტი და შედეგიც უფო მეტად სწრაფი იქნება ვიდრე 12 ფრეა.როცა ასეთი შემადგენლობა გყვს,სკამზე მუდმივი არ უნდა ჰქონდეთ მისჯილი კრასიჩს და ელიას.მარონეც კი მკვეთრად გაამწვაებდა თამაშს ამ შემადგენლობაში.ნურავინ ნუ იტყვის რო იუვეს არ ყავს საჩემპიონო გუნდი იმიტომ რო მილანს ნახევარზე მეტი ვარსკვლავებისა ლაზარეთში ყავს და მაინც პირველზე არიან.ისეთი ფეხბურთელები როგორიც ელია და კრასიჩი არიან დღევანდელ იუვეში უფრო მეტ დაფასებას იმსახურებენ.თუმცა რა დამსახურებაზეა საუბარი როცა ვუჩინიჩი მთელ მატჩს სტვენის თანხლებით ატარებს და ლეგენდა დელპიერო თამაშებს სკამიდან ადევნებს თვალს.კონტე მოითხოვ ალექსა დაბრუნდეს სასტავში და კრასიჩს და ელიას მიეცეს სათამაშო დრო.იმედია ყელა ნამდვილი იუვენტინო ამყვება ამ… Read more »
b.a.r.o.n.a

მე არ მითქვია რო ცუდი ფეხბურთელია უბრალოდ კონკურენტზე ბევრად სუსტია დაცვაში შეტევაში უკეთესია, მაგას კონტე მიხედავ
b.a.r.o.n.a
კაია თუ შენ არ იყავი, ნამდვილი გულშემატკივარი ბრუნო ალვეშს არ ინატრებს იუვეში
მე არ გეუბნები რო დამაიო ვერაფერს ვერ გააკეთებს ან ცუდი ფეხბურთელია(იქნება რეალმა იყიდოს და ვარსკვლავი გახდეს) მარა კონტესგან მაგის ყიდვა ნაკლებად სავარაუდოა მაგის თქმა მინდა უბრალოდ
კონტე მაგას დარწმუნებული ვარ დესტროს ამჯობინებს, მე არც ერთზე არ ვოცნბობ და არც მეორეზე უბრალოდ კონტე ასე გააკეთებს მგონია
ისე მე რო ვიყო ჟირუს ვიყიდიდი თან ფრანგი მომენატრა შეტევაში