ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსთან” აკვაფრესკა გამოირიცხა

ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩს სტეფანო პიოლის “ბოლონია” სერიოზული დანაკლისით ხვდება. საქმე იმაშია, რომ “ნოვარასთან” შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის ავტორი, რობერტ აკვაფრესკა ბიანკონერებთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.იტალიელმა წინახაზელმა დაზიანება გუშინდელ შეხვედრაში მიიღო და როგორც გაირკვა, მას მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი.გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.აქვე გეტყვით, რომ “კალიარის” ყოფილი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოედანზე 21 – ჯერ გამოჩნდა და 5 გოლის გატანა შესძლო, მათ შორის ორი ბოლო ორ შეხვედრაში.ასევე გაურკვეველია “ბოლონიას” კიდევ ერთი მოთამაშის, ანდრეა რაჯის თამაშის საკითხი, უკანასკნელი ინფორმაციით, ცენტრალურ მცველს მარჯვენა მუხლის ტრავმა აქვს და ოთხშაბათის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve10
12 years ago

უნდა მოვიგოთ თორე გავტყდებით უკვე ..

seba
12 years ago

დი ვაიოც კარგად გაგვიტანს გოლ(ებ)ს. :blin: :blin:

d a v i d
12 years ago

ვისაც გამოაკლდა წამყვანი ფეხბურთელი ყველამ გაგვამწარა და იმედია ბოლონიას არ გამოუვა ეს გამწარება :forza: :chuvak:

bacho kochlashvili
12 years ago

ეგრე აკლდა წამყვანები კიევოს და კი მოგვართვეს მაინც

Nachke
12 years ago

:up:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x