ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 დარტყმა და 0 გოლი, გაძლიერებაა საჭირო!

კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი, ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთი და უკვე რიგით მერამდენე დაკარგული ქულები, 0-0. შემტევ ხაზში ნაჩვენები უსუსურობის გამო “იუვე” “მილანს” უკვე ოთხი ქულით ჩამორჩება და ეს მაშინ, როცა გუნდი 2011 წლის მაისის შემდეგ დაუმარცხებელია. მის უუნარობას უნდა დავაბრალოთ, რომ გუნდი რეალურად არსებულ უპირატესობას ვერაფრით იყენებს, თავდამსხმელები წყალს აყოლებენ შანსებს…

“სერია ა” -ში გამართულ 27 მატჩში “ბებერი სინიორა” 500 -ჯერ დაემუქრა მეტოქეთა კარებს, თუმცა ბურთი კარის ბადეში მხოლოდ 39 -ჯერ გაეხვია. ალესანდრო მატრის, ფაბიო კუალაირელას, მარკო ბორიელოს, მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო დელ პიეროს მიერ შექმნილმა თავდასხმამ სულ 16 -ჯერ იმარჯვა, როცა იბრაჰიმოვიჩმა 19-ჯერ, დი ნატალემ კი 18-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. დასკვნების გამოტანა ადვილია.

თუმცა ამჟამად ანტონიო კონტეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ერთადერთი, რაც “იუვეს” დარჩა, ესაა დაელოდოს ზაფხულს და სატრანსფერო ფანჯრის სასარგებლოდ გამოყენება შეძლოს. უკვე დიდი ხანია “ბიანკონერების” სატრანსფერო ობიექტებზე იწერება პრესაში, ქვემოთ მათგან უმთავრეს კანდიდატურებს მიმოვიხილავთ.

“მონპელიეს” თავდამსხმელმა უკვე არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება შიდა ჩემპიონატში და თანაც, ნაკრების მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, გადაგზავნა რა ბურთი გერმანიის კარში.

ჟირომ ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ “ბაიერნის” მხრიდან არსებული ინტერესით ბედნიერია, თუმცა ის კიდევ სამი ფრანგული კლუბის ყურადღებას იქცევს. ამას წინათ, ჟურნალისტებთან საუბარში იტალიურ გუნდებზეც ჩამოაგდო სიტყვა: ” დიდ იტალიურ კლუბებს ყოველთვის ვანდევნებ თვალს. ისინი ხელახლა იბრუნებენ “ჩემპიონთა ლიგის” წამყვანი ძალების სტატუსს. ”

არგენტინელს გასულ ზაფხულსაც აკავშირებდნენ ტურინულ კლუბთან, ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუს სტედიუმზე” გადაბარგებასა და ბეპე მაროტასთან საუბარს თავად ფეხბურთელი ითხოვს.

“ახლა ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაისის დასაწყისში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან ტრანსფერის თაობაზე სიამოვნებით დავილაპარაკებდით. ” -განუცხადა tuttosport -ს ფეხბურთელის მამამ.

ასეა თუ ისე, იგუაინის “რეალთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და მისნაირი ფორვარდის ჩანაცვლება არც მადრიდული კლუბისთვის იქნება ადვილი. სავარაუდოდ, “ბიანკონერებს” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე მეტის გადახდა მოუწევთ.

მუხლის იოგის ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა იოვეტიჩმა 2011-2012 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. გასული წლების წარუმატებლობების გამო ფინანსურად დაზარალებული “ფიორენტინა” სერბის მეშვეობით ხელის მოთბობას ეცდება.

სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, იოვეტიჩისთვის ნომინალური პოზიცია ცენტრალური თავდასხმა სულაც არაა. ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი სისწრაფე და ტექნიკაა, უნარი, ზონებს შორის სივრცეების შექმნისა, ეს კი ახლანდელი “იუვესთვის” ნამდვილად ფუფუნებაა.

დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში არსებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად აღიარებული ეზეკიელ ლავეცი. არგენტინელი 2012 წელს “იუვენტუსის” ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად სახელდება.

ფეხბურთელმა გასულ წელს “ნაპოლის” გაუხსნა გზა ევროპული ფეხბურთისკენ და წელს მის ჯგუფიდან გასვლაშიც შეიტანა ლომის წილი. მისი საუკეთესო თვისება საშემსრულებლო ოსტატობა არაა, არგენტინელის უმთავრესი კოზირი მოედნის ბრწყინვალე ხედვა და ტექნიკური მონაცემებია. სხვა საკითხია, რამდენად შეელევა ნეაპოლი გაკერპებულ ფორვარდს.

რამირესმა “იუვენტუსის” ყურადღება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიიპყრო, ურუგვაელის აგენტი კი “იუვეს” აქტიურობისკენ მოუწოდებს და სხვა დაინტერესებული კლუბებით აშინებს.

იოვეტიჩისა და ლავეცის მსგავსად, არც ისაა ნომინალურად ცენტრალური ფორვარდი. ამ კუთხით “იუვენტუსს” სერიოზული დაფიქრება მოუწევს. რამირესი მომავლის პროექტია.

ის, რაც ახლა “იუვეს” სჭირდება საშემსრულებლო ოსტატობაა და ამ კუთხით, ჰოლანდიელს დღეს მხოლოდ რამდენიმე ფორვარდი თუ გაუტოლდება. გოლი ვან პერსის ჩემპიონატის თითქმის ყოველ შეხვედრაში გააქვს, 32 -ჯერ აღებული კარი 37 შეხვედრაში.

“ბიანკონერების” მთავარი პრობლემა არა იმდენად “არსენალის” პოზიცია, არამედ დაინტერესებული სხვა კლუბებია. ფინანსური თვალსაზრისით, “იუვეს” ისეთი გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა უეჭველად გაუჭირდება, როგორიც “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “რეალია”. თუ თავდამსხმელს ძალების “სერია ა” -ში გამოცდა სურს, “მილანის” წინადადების განხილვაც მოუწევს, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, “როსონერი” ყურადღებას ტევესზე არ გადაიტანს.

კრის ვოაკის სტატია

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

118 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
datka juveeeee
12 years ago

იგუანი.. იოვტჩი დაგვხატავდა :forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

იგუაინი დაგვხატავდა რა :)

gioiuve
12 years ago

ისე არ გაგიკვირდეთ და შესაძლოა პოდოლსკი მოიყვანონ

giorgi papuashvili
12 years ago

მე თუ მკითხავ აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან შეძლება მარტო ორი გასმოვიდეს გონსალო და სტეფანი. ,აგრამ ჩემი ოცნებაა იუვეში ვიხილო რუნი და ნეიმარი :forza: :forza:

gio lortkipanidze
12 years ago

ეს უკვე ოცნება კვადრადშია მაგრამ ძ :love: აან მაგარი

gioiuve
12 years ago

იგუაინი და ვან პერსი ყველაზე მაგარი ვარიანტებია, ნუ ლავეცის ნაპოლი არ მოგვცემს და აზრი არ აქვს ჩემი აზრით, იმ ორიდან კი იგუაინი მირჩევნია.

gio lortkipanidze
12 years ago

მაროტა აქქედან არც ერთს არ მოიყვანს და ჯინზე ბორიელოს გამოისყიდის :lool: (არ გამიკვირდება)

gio lortkipanidze
12 years ago

იოვეტიჩი, იგუაინი, ლავესი… ამ სამიდან რომელი რო დავითრიოთ კაია .. ვან პერსი ძვირია თან უკვე ასაკშია 28 წელი ბევრია არ მინდა რო 25 წელზე ზევით ვინმე იყოდოს იუვემ რაფგან 2 წელში გასაგდები იქნება .. ამ ყველას ერთად აგებულს აგუერო ბენზემა მირჩევნია

Juventino17
12 years ago

ვან პერსი მოუხდება იუვეს ტაკტიკას!!!!!!!!!! ძაან დიდი ხანია რაც ეგ კაცი მევასება

12 years ago

ვის აირჩევს იუვე და ვინ აირჩევს იუვეს ეგეცაა :-))

Gio Darja
12 years ago

უუჰ რა კარგი კანდიდარებია, ლავესი ჩემი ოცნებაა იუვენტუსში, მაგრამ ძალიან რთული ტრანსფერია, არა მგონია ნაპოლიდან წავიდეს :))

იგუაინს, იოვეტიჩს და რამირესს ვისურვებდი.. :juvee: ვან პერსი მგონია რომ დარჩება არსენალში..

ika_2488
12 years ago

მე სოლდადო ან ტელო რა ორივე მაგრად მევასე ერთ-ერთი მაინ რომ მოიყვავანონ მაგარი იქნებოდა. მაგრამ ბასკები არ გამოუშვებენ და ტელოს ბარსელონა ვერ შეელევა :blin: იგუაინი მირჩევნია ზემო ჩამოთვლილიდან

ma_x_ara
12 years ago

ყველგან სიტია, ეჭიდავე ფულში მაგათ

bacho kochlashvili
12 years ago

მატიას სუარესი მოიყვანონ თუ მაინცდამაინც სხვა არ მოყავთ :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

კაია ჟირუს ფანები მომრავლდა ცოტა, უფრო უნდა მოვუმატოდ :chuvak:
ყველამ ვიცით რო ვანპრსის და იგუაინის მომყვანი ესენი არ აიიან და რამირესებს კიდე ჟირუ ჯობია ბევრად
:italy: :achuu: :italy:

bacho kochlashvili
12 years ago

წელს ვინც იყო დსატაოვებელი ზაფხულამდე ზუსტად ისინი გაუშვეს თორე ესეთი პრობლემა არ გვექნებოდა თავდასხმაში :chuvak: :blin:

NEDVEDA11..
12 years ago

ისე ყველაზე რეალური ტრანსფერი აქიდან იგუანსა და ჟირუს შორის არის.

ნუ რამირესიც თუ მოიყვანეს არ გაგვიკვირდება :chuvak:

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

აქედან არცერთის მომყვანი არ არიან ან მოიყვანენ რამირესს ან ვინმე კატანია კალიარი სიენას ფეხბურთელს :blin: :blin: :blin:

little Pirlo
12 years ago

მაგარი სტატიაა ყოჩაღ ავტორ : )) ჟირუ მართლა მაგარია… ვან პერსი კიდე საოცრება

NEDVEDA11..
12 years ago

ვან პერსი :love:

snuff-juve
12 years ago

აუ ლავეცი დაითრიოს იუვემ :love: :love: სხვა ვარიანტების კაია მარა ლავეცის გადმოსვლა მაგრად გამისწორდება :juvee:

alex-pinturicchio
12 years ago
Reply to  snuff-juve

ლავეცის ვინ მოგვცემს : ) მოკლავენ მაგ საცოდავს :D

snuff-juve
12 years ago

აი სად გვჭირდება მოჯი :lool: :lool:

12 years ago

რამირესი არ მინდა.. იოვეტიჩი სარისკოა(ტრავმიანია) ასევე ვან პერსი ტრავმიანია და სარისკოა მაგრამ იმდენად მიყვარს ჰოლანდიელი რომ ცალფეხიანი რომ მოიყვანონ მაინც თანახმა ვარ : )
ჯირუს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი..

ხოლო ის ორი არგენტინელი ნამდვილად ჩემი ოცნებაა!!! :kenwvla:

tabajuventino
12 years ago

RVP :love: :love: :love:

alex-pinturicchio
12 years ago

ამათ ადგილას როვიყო : იოვეტიჩს,ლავეცის,იგუაინს ვიყიდიდი სამივეს და დავეტაკებოდი ლიგას.აი ესაა ტრანსფერი და გუნდის გაძლიერება. : )))))))))))))))))

bacho kochlashvili
12 years ago

არ უნდა გაგვეშვა ამაური კვინტა და ეხლა გაცილებით მეტი გოლი გვექნებოდა გატანილი ვინც დსასტოვებელი იყო ის გაუშვეს და ვინც არ იყო მოსაყვანი ის მოიყვანეს და აჰა შედეგიც ეჰ ამაური კვინტა სახეს ააზრობდნენ მაგ გუნდებს ვინებთანაც უაზრო ფრეეები ვითამაშეთ :blin: :blin:

alex-pinturicchio
12 years ago

იაკინტს ვერ ვიტანდა ამაური მევასებოდა ისე.

Di Francesco # 1
12 years ago

Nachke
სწორად გიქნია რო პირველი ჟირუ დაგიწერია, რაღაცა გული მიგრძნობს რო იუვეში გადმოვა :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

ჟირუ არის კამფეტივით, ზედგამოჭრილია იუვესთვის
ფასითაც და ტალნტითაც :love: :love: :love:
:italy: :achuu: :italy:

| Newsphere by AF themes.
118
0
Would love your thoughts, please comment.x