ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სატრანსფერო სამიზნეები …

ტურინის ” იუვენტუსმა ” რიგით 30-ე სკუდეტო მოიპოვა , რითაც საკუთარ გულშემატკივარს მისცა თავბრუდამხვევი სიხარულის საბაბი . თუმცა , ამასთან ერთად გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას უბრუნდება . კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეხლა იწყებს შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას .

იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ , ტურინელები სამ შუა ხაზელს : პოლ პოგბას , რაჯა ნაინგოლანს და მარკო ვერატის გაიფორმებენ . სამივე უნიჭიერესი ახალგაზრდა მოთამაშე , მართლაც რომ გასაოცარ სეზონს ატარებენ და შესაბამისად მათზე  არა ერთი ევროპული გრანდი ნადირობს , მაგრამ ჯუზეპე მაროტამ და ფაბიო პარატიჩიმ როგორც ჩანს ყველაფერი ზუსტად გათვალეს და 99 % – ით სამივეს გაიფორმებენ . პოლ პოგბა გუშინ ოფიციალურად დაემშვიდობა მანჩესტერ იუნაიტედს და მისი ტურინული კარიერა შესაძლოა სულ მალე დაიწყოს . ვერატისთან პრინციპში ყველაფერი გარკვეულია , მცირე კითხვებია ნაინგოლანზე .

რაც შეეხება სხვა პოზიციებს , როგორც Gazzetta Dello Sport – ი იტყობინება , ანდრეა ანიელიმ 40 მილიონი ევრო გამოჰყო ტოპ ფორვარდის შესაძენად . საუბარი მანჩესტერ სიტის არგენტინელ ფორვარდზე კარლოს ტევესზე , ლივერპულის წინახაზელზე ლუის სუარესზე და მადრიდის რეალის ბომბარდიზე გონსალო იგუაინზე მიმდინარეობს . თუმცა , ბოლო ინფორმაციით მაროტამ ფაქტიურად გაიფორმა ლეანდრო და მაიო …

სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ აპენინებზე . როგორც ჩანს ალესანდრო დელ პიეროს მემკვიდრე არც მეტი არც ნაკლები ბოლონიას მეათე ნომერი გასტონ რამირესი იქნება . ურუგვაელ ფორვარდზე ტურინელებს  უკვე დიდი ხანია რაც თვალი აქვთ დადგმული . მაროტა-პარატიჩის დუეტი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და მოლაპარაკებებიც დაწყებულია . სავარაუდოდ ტრანსფერი 15 მილიონ ევროდ შესდგება და პლიუს ფრედრიკ სორენსენის უფლებათა პაკეტიც იქნება ჩართული . ლუკა მარონეს გაშვება კი ანტონიო კონტეს არაფრის დიდებით არ სურს . რამდენიმე შეხვედრა ორი კლუბის წარმომადგენლებს შორის უკვე შესდგა . მალე ფეხბურთელის აგენტთანაც მოხდება შეხვედრა . ფინიში ახლოს არის .

წყარო : Сalcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
levani giligashvili
12 years ago

ნაინგოლანი,იოვეტიჩი და რამირესი უეჭველი მინდა და ჰიგუაინი მარცხენა და შუა მცველი მინიმუმ ერთი :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x