ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სატრანსფერო სამიზნეები …

ტურინის ” იუვენტუსმა ” რიგით 30-ე სკუდეტო მოიპოვა , რითაც საკუთარ გულშემატკივარს მისცა თავბრუდამხვევი სიხარულის საბაბი . თუმცა , ამასთან ერთად გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას უბრუნდება . კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეხლა იწყებს შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას .

იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ , ტურინელები სამ შუა ხაზელს : პოლ პოგბას , რაჯა ნაინგოლანს და მარკო ვერატის გაიფორმებენ . სამივე უნიჭიერესი ახალგაზრდა მოთამაშე , მართლაც რომ გასაოცარ სეზონს ატარებენ და შესაბამისად მათზე  არა ერთი ევროპული გრანდი ნადირობს , მაგრამ ჯუზეპე მაროტამ და ფაბიო პარატიჩიმ როგორც ჩანს ყველაფერი ზუსტად გათვალეს და 99 % – ით სამივეს გაიფორმებენ . პოლ პოგბა გუშინ ოფიციალურად დაემშვიდობა მანჩესტერ იუნაიტედს და მისი ტურინული კარიერა შესაძლოა სულ მალე დაიწყოს . ვერატისთან პრინციპში ყველაფერი გარკვეულია , მცირე კითხვებია ნაინგოლანზე .

რაც შეეხება სხვა პოზიციებს , როგორც Gazzetta Dello Sport – ი იტყობინება , ანდრეა ანიელიმ 40 მილიონი ევრო გამოჰყო ტოპ ფორვარდის შესაძენად . საუბარი მანჩესტერ სიტის არგენტინელ ფორვარდზე კარლოს ტევესზე , ლივერპულის წინახაზელზე ლუის სუარესზე და მადრიდის რეალის ბომბარდიზე გონსალო იგუაინზე მიმდინარეობს . თუმცა , ბოლო ინფორმაციით მაროტამ ფაქტიურად გაიფორმა ლეანდრო და მაიო …

სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ აპენინებზე . როგორც ჩანს ალესანდრო დელ პიეროს მემკვიდრე არც მეტი არც ნაკლები ბოლონიას მეათე ნომერი გასტონ რამირესი იქნება . ურუგვაელ ფორვარდზე ტურინელებს  უკვე დიდი ხანია რაც თვალი აქვთ დადგმული . მაროტა-პარატიჩის დუეტი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და მოლაპარაკებებიც დაწყებულია . სავარაუდოდ ტრანსფერი 15 მილიონ ევროდ შესდგება და პლიუს ფრედრიკ სორენსენის უფლებათა პაკეტიც იქნება ჩართული . ლუკა მარონეს გაშვება კი ანტონიო კონტეს არაფრის დიდებით არ სურს . რამდენიმე შეხვედრა ორი კლუბის წარმომადგენლებს შორის უკვე შესდგა . მალე ფეხბურთელის აგენტთანაც მოხდება შეხვედრა . ფინიში ახლოს არის .

წყარო : Сalcionews24, Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakla1001 horbenadze
12 years ago

მოკლედ ახლა ვიტყვი,, სებას დააბუნებენ და ალბათ მაგას და მირკოს შორის მაგარი კონკურენცია იქნება და მოიყვანონ ან რამირესი ან იოვეტიჩი კიდე, ნუ დამიაო ისეც მოდის , ძალიან მიხარია პოგბას ვერატის მოსვლა და კონტესაც მარონე რო უნდა იმიტო რო დარწმუნებული შემდეგ სეზონში ბევრ დროს მიცემს მარონეს, პრინციპში ეს რაჯა ნაინგოლნი გინ უყიდიან გინდა არა ,, და კიდევ სორენსენის დათმობა მეც არ მინდა მარა რამირესიც კარგია

12 years ago

რა გასტონ, რამირესი, დელ პიეროს შემცვლელი :lool: :lool:

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to 

ალექსს ვერ შეცვლის მარა ცუდი ნაღდად არაა

http://www.youtube.com/watch?v=a0LEkEOlrZ0

ნახე შენ თვითონ

12 years ago
Megusta
12 years ago
Reply to 

გაიხარე დიდი მადლობა

Nodari gogaladze
12 years ago

კაროჩე მომავალ წელს ასეთი შემადგენლობა მინდა რელურს ვიტყვი. თავდასხმა:მატრი,ვუჩინიჩი,კვალიარელა,იოვეტიჩი და დამიაო.
ნახევარდაცვა:ვიდალი,პირო,მარკიზიო,პეპე,ჯაკერინი,ვერატი,პოგბა რამირესი.
მცველები:კიელინი,ბონუჩი,კასერესი,დე ჩელიე,ლიხშტაინერიდა ჰუმელსი.
მეკარეები:ბუფონი,სტორარი,ლეალი
აჰა იოვეტიჩი 30 მლ,კასერესი 8მლ,ჰუმელსი 12მლ,დამიაო 20მლ,პოგბა ვერატი და ლეალიც 15-20მლ =90-100 მლ. 80მლ ჯიპი გვადძლევს და 20 იც ბალოკომ მოგვცეს. ჰა როგორია????? :forza: :forza: :forza: :forza:

Megusta
12 years ago

დიმაიოს ვერც ერთი ვიდეო ვერ ვნახე იქნებ ლინკი დააგდოთ რა მაინტერესებს ვინაა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

1juve
ჩელსი გერმანელებს ეჩალიჩება და რამირესი აღარააო პრიორიტეტი აგერ მარინი გადაიბირეს და ეხლა კიდე მ2 დიდ ტალანტს შურლეს Eცალიჩებიან და არამგონია რამირესი დაიმატონ

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ტევესი გაიტანეთ აქედან უნდა უყურო ეხლა მაგას როდის მოუნდება თამაში ეგ ფერგიმ ვერ მოიყვანა ჭკუაზე და მაგის მერე არ მწამს მე მაგ კაცის ტევესის მოყვანას არავინ არ ვიყიდოთ ჯობია ტყუილად გადავყრიოთ ჯირუმ ბაიერნში მინდა თამაშიო. და ბავარიაში ან ვალენსიაში გადავალო ასე რო დაივიწყეთ სუარესმა გაახანგრძლივა იგუანზე იზახიან მარა მემგონი ეგ შეგვრჩება და რამირესი ბევრად ჯობია ჭირვეულ ჯოვინკოს :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

სუარესი და არმირესი იუვეში არ მოვა, ზაფხულზე ხო ვამბობდი რო პეპე და ბონუჩი არ წავიდოდა, ახლა დარწმუნებული ვარ რო ესენი არ მოვლიან
რამირესი თითქმის გაფორმებული ყავს უკვე ჩელსის და სუარესს კონტე არ მოიყვანს ლივერპულმა თუ გამოუშვა
ყველაზე რეალური არი, ნაპოლის რომელიმე ფორვარდი, იოვეიჩი, ჟირუ და იგუაინი თუ კაი კონტრაქტს შეთავაზებენ
ამ კომენტარს დავიმახსოვრებ და შემოდგომაზე განახებთ :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

ჯოვინკო რო დაბრუნდება მაგას არც ვამბობ, 99% გადაწყვეტილია უკვე
:italy: :achuu: :italy:

mamuka iosava
12 years ago

ჟირუსი არ მწამს ვერაფერს ვატყობ მაგას ვარსკვლავობისას…ეგ მაგის მაქსიმუმია რასაც ეხლა აკეტებს

7uP
7uP
12 years ago

არ მჯერა ამას რო ვამბობ, მაგრამ ჯოვინკო დააბრუნეთ !!!

ის ვინც მინდა ტურინში ვიხილო შავ-თეთრ ფორმაში.
პირველ რიგში – ვერატი !
2 ~ სუარეს
3 ~ დამაიო/ჯოვინკო
4 ~ პოგბა
5 ~ მეც შემომთავაზონ პროფესიონალური კონტრაქტი ავთამაშდები ფიცს ვდებ ! :bugi:

Di Francesco # 1
12 years ago

40 მილიონად ჟირუ და ტევესი ორივე მოვა და ცოტა ფულიც დარჩებათ :chuvak:
მარა არ არიან ესანი ვარსკვლავის მყიდველები, როსიმ კიდე რა დროს მიიღო ტრამვა თუარა უეჭველი მოვიდოდა
ჯერ ჯოვინკო დააბრუნონ და სხვაზე მერე იფიქრონ
ვოლცბრგი, მალაგა, ჩელსი და ბარსა, შარშან რო იძახოდით არავის არ უნდაო, ერთერთში წავა
:italy: :achuu: :italy:

gioiuve
12 years ago

ბრატ ჯერ ერთი ჟირუ ვარსკლავი არ არი და მე პირადად ტევესის მოსვლას არ მივესალმები, მაგას მილიონად მირჩევნია იგუაინი ან თუნდაც რამირესი, სუარესზე საუბარიც არ მაქვს მაგარია.

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  gioiuve

ტევესი მისი ხასიათის გამო ალბათ ხო?
ჟირუ არაა მარა მალე იქნება
რამირესი რითი ჯობია ჯოვინკოს?

Di Francesco # 1
12 years ago

რამირესი და ჯოვინკო ხო მაინცაა ერთი დონის გუნდებში, განსხვავებას ვერ ამჩნევთ? ან მაროტამ ვერ შეამჩნია?
იგუაინი არ იყიდება და ტევესი კაი იქნება
:italy: :achuu: :italy:

mishka berianidze
12 years ago

აი მე ეს ხალხი მინდა და მეტი არავინ
მეკარეები: ლეალი
მცველები: კოლაროვი, ჰუმელსი ან ვერტონგენი
ნახევარ მცველები: ლავეცი, ნაინგოლანი, ვერატი, რამირესი
თავდამსხმელები: კავანი ან ლუის სუარესი, მატიას სუარესი
გუნდიდან გავუშვებდი: მანინგერი, გროსო, ესტიგარიბია, კრასიჩი, ელია, ბორიელო, პადოინი, კვალიარელა განათხოვრებულებიდან მარტინესი, მოტა, ამაური, მელო, ჯოვინკო, ციგლერი.

DeL_PieRoOo
12 years ago

:forza: 10 ნომერი არავის არ ეკუთვნის მითუმეტეს ახალ გადმოსულს ….. გაუქმონ ჯობია :*** 1 წელი იქნება კიდო დელ პიერო მჯერა რო ლიგაზე თავის სიტყვას იტყვის :forza: :forza: :forza:

nikoloz
12 years ago

დამიაო ძალიან მომწონს, მილანში მინდოდა, აი სუარესი-იგუაინი-ტევესიდან ერთის ამორჩევა რთულლი იქნება, სუარესი და ტევესი მეორე ფორვარდები არიან, იგუაინი ცენტრი, მემგონი იუვესთვის სუარესი-ტევესიდან აჯობებს რომელიმე, რამირესი კარგი ვინმეა, ვერატი და პოგბა უნიჭიერესები არიან, პოგბა მილანსაც უნდოდა და გული დამწყდება ნამდვილად

nikoloz
12 years ago

ჰა ბიჭებო ლიგის ფინალში დაგელოდებით :დ 2003 წელი უნდა განმეორდეს

bibobibo
12 years ago

მარკიზიო მინდა 10 ნომრად,კი კაია რამირესიი მარა არ მემეტება მაგისთვის 10 ნომერიი,9 ნომერი ჩაიცვას რააა :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

tabajuventino
12 years ago

რამირესი კი კარგი ფეხბურთელია მარა 10 ნომერი არ მინდა მაგას რო მისცენ ) უნდა გააუქმონ

DeL_PieRoOo
12 years ago

:forza: vinc ar und amovideს დელ პიერო დელ პიეროდ რჩება და მისი შემსცვლელი არ დაიბადება არასდროს…. პოგბა მევასებააა ძააააააან მაგარი იქნება ეგ ბავშვიიი :forza:

delpieronedved
12 years ago

დამიაო გასტონ რამირესი ვერატი პოგბა ნაიონგოლანი და ერთი ძაან მაგარი თავდამსხმელი გვინდა

G M
G M
12 years ago

ხოო იოვეტიჩს ტრამვები უშლის ნამდვილად ხელს….არადა ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ვუჩინიჩი ოოო მაგას თუ თამაში წაუვიდა…ნუ არვიცი რა…ყველაზე მეტად წელს ვუჩინიჩის თამაში მომეწონა მილანთან თასის ნახევარფინალში, განმეორებითი შეხვედრა რომ იყო…ტიპმა შეიკლა იმენა აკუილანი და ანტონინი…..თუმცა ზოგ შეხვედრაში ვერარის ფორმაში…ზოგი ისეთი შეხვედრაც აქვს ჩატარებული, რაც მაგის თამაშებს ვუყურებ…გგონია კაცი არაფერს არ შვება, მოედანზეც არარის…ამ დროს კიდე ან საგოლე პასს გააკეთებს ან გოლს გაიტანს და გუნდს სარგებელს მოუტანს. აი ზუსტად მასეთი ვინმეა მარჯვნივ საჭირო…..ჯოვინკო მეც მაგრად არ მინდა…იტალიას თუ რამეში გამოადგა ღმერთმა შეარგოს მაგრამ ეგ იუვეს 10 ნომრიანი მაისურით არანაირად არ მსურს ვიხილო. რამირესის საწინააღმდეგო კი არაფერი არ მაქვს, უბრალოდ ავღნიშნე ის, რომ… Read more »

G M
G M
12 years ago

სორენსენის ადგილი იუვეში ეხლა ნამდვილად არარის, მაგრამ მაინც მევასება რა…ძაან მაგარი კაცია..ეტოოს არაფერი დაუთმო მაგრად ეთამაშა და ძალიან ბევრ შეხვედრაში დაგვეხმარა…ინტერთან საგოლე პასიც მიითვალა და მოკლედ რავიცი….რომ არა იუვეს უკანა ხაზში ასეთი კონკურენცია, მშვენივრად მოერგებოდა იუვეს შემადგენლობას ჩემი აზრით…თან ახალგაზრდაა…გამოცდილებას რომ მიიღებს უფრო უკეთესი მცველიც დადგება ამისგან. მე მაგალითად დედეს და ასტორის მოყვანას მირჩევნია ისევ ეს დაიბრუნონ გუნდში….. რამირესი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ეგ მეც მევასება მაგრამ რავიცი რა…უფრო იოვეტიჩი მინდა იუვეში. ღმერთმა ქნას ვისაც მოიყვანენ ყველამ გაამართლოს მაგრამ ჩემს სურვილზე რომ იყოს იოვეტიჩი საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია…ჯოვინკოსა და რამირესის ფონზე.ხშირი ტრამვიანობა რომ არა უფრო მეტ გოლს შეაგდებდა და უფრო დაეხმარებოდა ფიორეს…ძალიან… Read more »

G M
G M
12 years ago

ბიჭოო ალესანდრო დელპიეროს შემცვლელი როგორ იქნება ეგ არ ვიცი მაგრამ(წარმოუდგენელია დელპიერო ვინმემ შეცვალოს) რამირესის ტრანსფერში სორენსენის ჩართვა არ მინდოდა….მაგარი მცველია ძაან და მომავალში მაგრად გამოგვადგევა ჩემი აზრით…..ისე რამირესი კი მევასება მაგრამ მაინც ვერ დავთმობ 15 მილიონი + სორენსენში.
დამიაო თუ გავიფორმეთ თითქმის ეგ კარგია…იმედია მალე მოგვარდება ყველა დეტალი და ოფიციალურად გახდება იუვეს ფეხბურთელი…არარის ცუდი ბიჭი, მაგრამ ლიგაზე უფრო გამოცდილი ვინმე გვჭირდება…სუარესი,იგუაინი,ტევესი ამ სამიდან ნებისმიერი მოვიდეს ძმაო 3ვე ძალიან მაგარია :up: მე მაინც უფრო იგუაინი ან სუარესი მინდა…ტევესზე თავს შევიკავებდი, მაინც ცუდი ხასიათი აქვს და….

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x